კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ქალის უნდა გეშინოდეს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

უორტლი ჰოუკსი

​სასტუმროს ადმინისტრაციამ სპეციალურად დაიქირავა დეტექტივი თავისი განსაკუთრებით პატივსაცემი კლიენტების დასაცავად. კლემენს ნორტონი საპენსიო ასაკს იყო მიღწეული, ამიტომაც შედარებით მშვიდი სამუშაო ერჩივნა. მით უმეტეს, რომ კარგად უხდიდნენ. ერთი კვირა იყო, რაც ახალ სასტუმროში გადავიდა. ბარმენს იცნობდა – ჯიმი მხიარული, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი ტიპი იყო. ადვილად ვერ აალაპარაკებდი.
... ახალგაზრდა ქალი მაშინვე შენიშნა, როგორც კი ბარის დახლს მიუჯდა და იქაურობა ეჭვით მოათვალიერა. ისეთი მზერა ჰქონდა, როგორც მტაცებელს, რომელიც შესაფერის მსხვერპლს არჩევს. კლემენსს ასეთი მზერა არ გამოეპარებოდა. საკმარისი გამოცდილება ჰქონდა „მტაცებელი“ ამოეცნო, ერთი შეხედვით უწყინარი გარეგნობის არსებაში. ორი დღის წინ სასტუმროში ბილ უორტლი მესამე დაბინავდა – ორმოცდაცამეტი წლის სიმპათიური მილიონერი. ბილი მეოთხე ცოლს გასცილდა და დარდის გასაქარვებლად ბარში განმარტოება მოსწონდა. თუმცა ქერა ლამაზმანის კამპანიის საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა. კლემენსმა ადგილი შეიცვალა და ლამაზმანს მიუახლოვდა. ქალი პრეტენზიული და ამბიციური ტონით ეკამათებოდა ბარმენს.
– დიახ, მე სრულწლოვანი ვარ. რაში გჭირდებათ ჩემი მართვის მოწმობა? ხომ გითხარით, სრულწლოვანი ვარ-მეთქი. არა, ამგვარი საქციელი აღმაშფოთებელია, – ქალიშვილი ნელ-ნელა ფითრდებოდა და ხმას უმატებდა. მერე ერთბაშად გაწითლდა და ლამაზი ტუჩები აუკანკალდა.
დეტექტივი საკმაოდ მშიდად ადევნებდა თვალს ამ ამბავს, თან, გულში იღიმებოდა. ზუსტად იცოდა, რა მოჰყვებოდა ლამაზმანის „საჩვენებელ“ ისტერიკას. ბილ უორტლიმ ბილიარდს თავი დაანება და ბართან მივიდა.
– ახლევე მიართვით ქალბატონს ის, რასაც ითხოვს და ჩემს ანგარიშზე ჩაწერეთ. როგორ ბედავთ და ნერვებს უშლით ასეთ მშვენიერ არსებას!
– დიდი მადლობა, სერ... ისედაც წარუმატებელი დღე მაქვს. მარტო დღე კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა... – ქალიშვილმა ხელჩანთაში ცხვირსახოცი მოიძია და თვალებზე მიიფარა.
ჯიმის ჩაეცინა. ბარში კი იდგა, მაგრამ ასეთები ბევრი ენახა. ქალიშვილმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, თანაც, მომგებიანი – ბილი უორტლი მესამე უკვე განიარაღებული ჰყავდა. ყველაფერი ძველი სცენარით ვითარდებოდა. ბარმენმა დახლზე ორი კოქტეილი დადგა და წყვილს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა. ერთი ყლუპი და ისინი უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით ბაასობდნენ.
–  შეიძლება, გავიგო, რა არის თქვენი ასეთი გულგატეხილობის მიზეზი? – თავაზიანად დაინტერესდა მილიონერი.
– უპასუხისმგებლო მამაკაცები, რა თქმა უნდა. აქ ჩემს საქმროს უნდა შევხვედროდი, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრა და აი, ასე მიმატოვა.... ოჰ, ამის გაფიქრებაზეც კი მეტირება.
– ო, არა. თქვენისთანა ქალს ადვილად ვერ ტოვებენ. წარმოუდგენელია, ის ასეთი სულელი იყოს. შეიძლება, რაღაც შეემთხვა. ნუ ინერვიულებთ, აუცილებლად გამოჩნდება... დაგირეკავთ.
– არა, არ მინდა, – თავი გააქნია ქალიშვილმა – არ ღირს ჩემს ცრემლებად და აღარ ვინერვიულებ. დიახ. აუტანელია და საზიზღარი, მძულს. კიდევ ერთი კოქტეილი შეუკვეთეთ, თუ შეიძლება.
უორტლი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა. დარწმუნებული იყო, რომ საღამო ამ მშვენიერ არსებასთან უფრო სასიამოვნოდ გაგრძელდებოდა, თანაც, სასტუმროს ნომერში. მეორე კოქტეილიც რომ გამოცალეს, მორიდებით ჰკითხა ლამაზმანს, ხომ არ ისურვებდა ერთმანეთს ახლოს გასცნობოდნენ... უფრო სასიამოვნო გარემოში. რაზეც, ფაქტობრივად, თანხმობა მიიღო. ქალიშვილმა მხოლოდ რამდენიმე წუთით გასვლა ითხოვა, სავარაუდოდ, ტუალეტში და დეტექტივმაც მომენტით ისარგებლა. მილიონერს მიუახლოვდა და სპეციალური ბარათი აჩვენა. უორტლი შეიჭმუხნა.
– რა გნებავთ? ვერ მივხვდი, ჩემთან რატომ მოხვედით.
– იმიტომ, რომ ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, გაგაფრთხილოთ – სერიოზული პრობლემა შეიძლება შეგექმნათ.
– რაო? რა სისულელეა. რა პრობლემა შემექმნება მე... იცით, კი საერთოდ ვინ ვარ?
– რა თქმა უნდა, სერ. სწორედ ამიტომ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს ქალიშვილი შემთხვევით არ ასლუკუნდა თქვენ თვალწინ. ვშიშობ, მისი „სპეციალიზაცია“ თქვენნაირი მამაკაცების ჯიბეების გასუფთავებაა.
– თავიდან მომწყდით. როგორმე ვიზრუნებ საკუთარ უსაფრთხოებაზე. მზრუნველობა არ მჭირდება.
– მე გაგაფრთხილეთ, სერ... – თავაზიანი ტონი ბოლომდე შეინარჩუნა კლემენსმა.
მილიონერმა ხელი აუქნია. ამით მიახვედრა, მე უკვე გითხარი, რომ აქედან უნდა აორთქლდეო.
კლემენს ნორტონი პირველად არ ხედავდა ასეთ თავდაჯერებულ, ყეყეჩ იდიოტს, ამიტომ დიდად არ აღელვებულა. თავისი მოვალეობა მან პირნათლად შეასრულა...
... ვიღაცამ კარი თავისი გასაღებით გააღო. ნორტონი სავარძელზე იყო მიწოლილი. თავი ასწია და ზღურბლზე მდგარ ქალს გაუღიმა.
– მისის ნორტონ, ასე მალე? ჯერ მხოლოდ სამი საათი გავიდა.
– ბევრი არ დასჭირვებია. ჯიმი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ერთი გულყრა გავითამაშე და ის ჩერჩეტი გვარიანად დაფრთხა. ეგონა, ვკვდებოდი. ჯიმიმ უთხრა, რომ პოლიციას არ დაურეკავდა, თუკი მაშინვე წავიდოდა, თან ორმოცდაათ ათას დოლარსაც დატოვებდა.
– მისის ნორტონ... ყოველი მორიგი დავალება უკეთ და უკეთ გამოგდის. პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ შენით. კიდევ ორი სამი ასეთი ნადავლი და შევძლებთ ჩვენი ოცნების განხორციელებას.
ქალი დეტექტივს მიუახლოვდა. გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე დაადო.
– რაო, ძვირფასო, ხომ არ დაიღალე? – ჰკითხა კლემენსმა
– არა. ცოტა მოვიწყინე. ძალიან მარტივად გამოვიდა ყველაფერი. როგორ ფიქრობ, ამ სასტუმროს დატოვება მოგვიწევს.
დეტექტივმა მხრები აიჩეჩა.
– რატომ? ჯერ შეგვიძლია დავრჩეთ. ფული შენ გაქვს?
ქალმა თავი დაუქნია.
– ჯიმის თავისი წილი მივეცი, დანარჩენი კი აქ მაქვს.
დეტექტივმა გაიცინა და ქალს მოეფერა.
– ჩემი კარიერის შესანიშნავი ფინალი შენ ხარ, ძვირფასო. ძალიან გამიმართლა.


скачать dle 11.3