კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 12 აპრილს. გთხოვთ, გვითხრათ, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ელის წარმატება და მიღწევები?
პასუხი:
რაც შეეხება კარმულ-კოსმიურ მისიას, მისთვის აუცილებელია, ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორიცაა: აქტიურობა, ინიციატივიანობა, ენერგიულობა. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზატორული ნიჭი. იმავდროულად, უნდა იყოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი, ეყრდნობოდეს კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. ასევე, შეეძლოს შუამავლის როლის შესრულება ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის. მისი კარმული მისია უცხოეთია. ამიტომ, იქ გამგზავრება და ცოდნის, კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვება დაეხმარება, სამშობლოში წარმატებას მიაღწიოს. პროფესიებიდან კი მისთვის მისაღებია და კარგი: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაცია, ქორეოგრაფია და იურისპრუდენცია.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 9 აგვისტოს, დილის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა. გთხოვთ, მითხრათ, განსაკუთრებით რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ სფეროში მელის წარმატება?
პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთში თქვენთვის ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს და წარმატების მომტანიცაა. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და მისაღები: გასართობი ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ადმინისტრაციული საქმიანობა, სამასაჟო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 25 აგვისტოს, ღამის 3-დან 4 საათამდე. რომელი სფერო აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებას მიაღწიოს?
პასუხი:
მისთვის კარგია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოლიტიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმე.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 24 სექტემბერს. მაინტერესებს, რომელ პროფესიას დავეუფლო, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის განსაკუთრებულად მომგებიანი და კარგია პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, სცენარისტობა, რეჟისურა და დრამატურგია.скачать dle 11.3