კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№30 რა კავშირშია თმის სიგრძე ადამიანის წარმატებასთან

ადამიანის თმაში იმალება ის საიდუმლო, რაც ჩვენს ფარულ ზრახვებს გასცემს. თმა ბევრ ისეთ ინფორმაციას აწვდის ქვეცნობიერს, რაც რეალურ სამყაროში წარმატებების მიღწევასა და საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარება. ის უხილავი სამყაროდან იღებს ინფორმაციას.
ძველად ქალს თმის სიგრძითა და მოცულობით აფასებდნენ. უკან გადაწეული, ჩაწნულ-დაგრეხილი, გრძელი ნაწნავი, უფრო მეტად გამოკვეთავდა მისი პატრონის ჭკუას, სისადავეს, სისპეტაკეს, ერთგულებასა და მეოჯახეობას. ასე რომ, თმა ქალის ხასიათს ამხელდა.  ასევე,  თმით ადამიანი კავშირს ამყარებს შეუცნობელ, ამოუხსნელ და უხილავ სამყაროსთან, იღებს ინფორმაციას, აწვდის ტვინს და აღწევს წარმატებას. მას შეუძლია, სამყაროდან დაიჭიროს და ჩვენს ქვეცნობიერს მიაწოდოს ულტრადაბალი ტალღები. ეს უკანასკნელი კი, აუცილებელია ტვინის ყოველდღიური განვითარებისთვის. სამყაროს ვიბრაციები თმის ძირიდან სისხლს გადაეცემა და იქ ჩერდება. ჭაღარა თმას უჭირს სამყაროდან ინფორმაციის მიღება და მისი გადაცემა ორგანიზმისთვის.
თმის ტიპი – სქელი, თხელი, ხშირი, ხუჭუჭა, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მიიღება და ნაწილდება ადამიანის ორგანიზმში ენერგია. ეს მის ხარისხსა და სტრუქტურაზე ახდენს გავლენას. კეფაზე ამოსული თმა იღებს ინფორმაციას, შუბლთან ამოსული კი – გადამცემის როლს ასრულებს. თუ კეფაზე თმა გაცვენილი ან მოპარსულია, მაშინ სამყაროდან მოსული ინფორმაცია ადამიანს დამახინჯებულად მიეწოდება.
თმის შეჭრისას ბიოველი, რომელიც მის გარშემოა, საგრძნობლად იცვლება. რაც უფრო მოკლედაა შეჭრილი თმა, მით უფრო უჭირს მას ინფორმაციის გადაცემა.
როცა ორგანიზმში ენერგიის ცვლა დარღვეულია, მაშინ არც სამყაროს უხილავი ენერგია მიიღება და იწყება თმის ცვენა. როდესაც თმის გარკვეული ნაწილი ცვივა, თქვენ ნელ-ნელა კარგავთ სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღებას, კავშირი დროდადრო ნელდება და ეს თქვენს ფსიქიკაზეც აისახება.
მათ, ვინც მოკლედ შეჭრილ თმას ატარებს, მეტად აქვთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დარღვეული და აწუხებთ კუჭის პრობლემები. გრძელთმიანები კი, აზროვნებითა და გონებაგამჭრიახობით გამოირჩევიან. ეს თმის ინფორმაციულობის დამსახურებაა და ასეთი ადამიანების გონება სამყაროდან შეუფერხებლად იღებს სრულ ინფორმაციას. თმა ნებისმიერ ჩვენგანს ისე იცავს უხილავი სამყაროდან მომავალი უხეში ვიბრაციებისგან, როგორც ცივ სეზონზე თბილი სამოსი.
 ძველად ათასგვარ საშუალებას იყენებდნენ თმის მოსავლელად და ამით, ცუდ ენერგიას ჩამოირეცხავდნენ, რაც მათ იღბალზე დადებითად მოქმედებდა. მაგალითად, ხორბლის, ჭინჭრისა და მუხის ხის ქერქის ნახარში გამოიყენებოდა თმიდან ნეგატიური ენერგიის ჩამოსარეცხად. სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ მუხის ხის ქერქის ნახარშის გადავლება, ხორბლის ნახარში კარგად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ხოლო ჭინჭრის ნახარში არა მარტო თმის ღერს ამაგრებს და თმის ცვენას აჩერებს, არამედ, თმის ღერს ასუფთავებს და წმენდს სამყაროდან მიღებული უსარგებლო ინფორმაციისგან. ის საჭირო ენერგეტიკული ძალით გავსებთ და გიცავთ ყოველგვარი ავისგან. ჭინჭარი, ფესვის დახმარებით, მიწიდან უნიკალურ ნივთიერებებსა და ენერგეტიკულ მარაგს იღებს, რასაც ვერც ერთი სხვა მცენარე ვერ ახერხებს.
ასე რომ, ყოველდღე თუ არა, კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც, ჩამოიბანეთ თმიდან უსარგებლო ენერგეტიკა და მიეცით საშუალება სამყაროს ენერგიას, თმის დახმარებით ადვილად მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაციები.
скачать dle 11.3