კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ შეხვდა ლავრენტი ბერია 1940 წლის დასაწყისში ვილჰელმ კანარისს ბერნში საიდუმლოდ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას გენიალურ მზვერაობას დღემდე აღიარებენ ამ სფეროს სპეციალისტები და მკვლევარები. ხოლო ბერიას მიერ ჩატარებული არა ერთი სადაზვერვო ოპერაცია დღემდე იკავებს ადგილს მსოფლიოს დაზვერვის ისტორიის ქრესტომათიულ სახელმძღვანელოებში. გენერალი პავლე ფიტინი წერდა: „ლავრენტი ბერია სადაზვერვო საქმიანობისთვის იყო გაჩენილი და მას მზვერავის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, მის ნათელ გონებას კი – ანალიზისა და სხვადასხვა ჩახლართული კომბინაციის შექმნისა და ამოხსნის უნიკალური უნარი.  და ალბათ, ამიტომაც თამაშობდა ის ჭადრაკს საუცხოოდ.
სხვათა შორის, ასევე ბრწყინვალედ თამაშობდნენ ჭადრაკს ლენინი და სტალინი. ისინიც, ბერიას მსგავსად, კომბინაციების განჭვრეტის საოცარი უნარით იყვნენ დაჯილდოებულნი.
ბერიას ეს უნიკალური თვისება (კომბინაციურობა) დაზვერვის ხელმძღვანელისთვის შეუცვლელი რამაა და ამიტომაც ჰყავდა მას მსოფლიოში საუკეთესო სტრატეგიული დაზვერვა. მე და გენერალი პავლე სუდოპლატოვი გარკვეული პერიოდი ვხელმძღვანელობდით საბჭოთა საგარეო დაზვერვას და ორივე ერთხმად აღვნიშნავდით: რომ არა ბერია, საბჭოთა უშიშროება ვერასდროს გახდებოდა ისეთი ეფექტური, როგორიც ის წლების განმავლობაში იყო და ჩვენ ვერც ატომურ ბომბს გავაკეთებდით ასეთ რეკორდულად მოკლე დროში“.
საბჭოთა დაზვერვის გენერლების ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს ბერიას სადაზვერვო გენიაზე. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ბერიასა და მის მიერ შექმნილი სტრატეგიული დაზვერვის გარეშე საბჭოთა კავშირს ფაშიზმის დამარცხებაც ძალიან გაუჭირდებოდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საველი კოშკინი წერს: „საბჭოთა უშიშროების მოდერნიზაცია ლავრენტი ბერიამ სტალინის ბრძანებით განახორციელა. მაგრამ სტალინი სწორედ ბერიას რჩევით იყენებდა საბჭოთა სტრატეგიულ დაზვერვას  პოლიტიკური მიზნებისთვის და ასეთი რამ იმ პერიოდისთვის მოულოდნელი ინოვაცია იყო. თვით ჰიტლერმაც კი ვერ მოახერხა თავისი მმართველობის პირველ წლებში, რომ დაზვერვა პოლიტიკისთვის მიება და მხოლოდ სტალინის  მიმბაძველობით გააკეთა ეს, რომლის უკანაც ბერია და მისი მზვერაობის გენიალური ტალანტი იდგა“.
სწორედ ბერიას ზუსტ მოქმედებებს ემყარებოდა სტალინის პოლიტიკური თამაში გასული საუკუნის 30-40-იანი წლების მიჯნაზე. გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „მომძლავრებული და ანგლო-ამერიკელების მიერ წაქეზებული ჰიტლერის წინააღმდეგ, სტალინმა 1939 წლის დასაწყისში დიდი პოლიტიკური თამაში დაიწყო. საბჭოთა ბელადმა მშვენივრად იცოდა, რომ ინგლისი ჰიტლერის საბჭოეთზე გამოშვებას შეეცდებოდა და ყოველმხრივ ცდილობდა,  ხელი შეეშალა ამისთვის. სწორედ ბერიამ ურჩია სტალინს კანარისის ჩართვა ამ რთულ თამაშში...“
 ვილჰელმ კანარისი გერმანიის სამხედრო დაზვერვის, იგივე „აბვერის“ ხელმძღვანელი იყო და მთელი „მარილი“ კი ის იყო, რომ კანარისი ბრიტანეთის დაზვერვის „მი 6-ის“ აგენტი იყო... ეს  ამბავი კი იცოდა ბერიამ, რომელსაც 1939 წლის დასაწყისისთვის იმდენად ძლიერი სადაზვერვო ქსელი ჰქონდა ბრიტანეთის კუნძულებზე, რომ უმაღლესი ხარისხის სტრატეგიულ ინფორმაციებზე მიუწვდებოდა ხელი. ადმირალ კანარისის აგენტობის დადასტურებული ინფორმაციაც სწორედ ამ „ინფორმაციულ ბადეს“ მოჰყვა და ეს იყო საბჭოთა უშიშროების ახლად დანიშნული (სულ რაღაც ორთვე-ნახევრის) ხელმძღვანელის პირველი დიდი წარმატება...
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ბერიამ რომ სტალინს კანარისის აგენტობის დადასტურებული ინფორმაცია მიუტანა, ბელადი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. მაგრამ ბოლოს ძალიან გაუხარდა და ბერიას უბრძანა, რომ ეს ინფორმაცია კარგად ყოფილიყო დაცული. კანარისისთვის კი დამაჯერებელი დეზინფორმაციები მოემზადებინა, რომ მისი მეშვეობით ბრიტანელები გაეცურებინათ“.
მოლოტოვი არ განმარტავს, რისთვის უნდა გაეცურებინათ ბრიტანელები, თანაც, კანარისის მეშვეობით. საქმე კი ის იყო, რომ მეოცე საუკუნის 30-40-იანი წლების მიჯნაზე ევროპა დიდი ომის დაწყების წინაშე იდგა და ეს გარდაუვალი იყო. მთავარი თავსატკივარი იმაში მდგომარეობდა, თუ ვის „დასცხებდა“ ფიურერი – საბჭოეთს თუ ბრიტანეთს (საფრანგეთთან ერთად). ბრძოლა სწორედ ვექტორის შეცვლაზე მიმდინარეობდა  და ამაში საბჭოეთმა გაიმარჯვა, რაშიც დიდი წვლილი ბერიას მიუძღვის.
პავლე ფიტინი ყვებოდა: „მეორე მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყო და ბრიტანეთი გერმანიასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამასთანავე, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ფაშისტები საბჭოეთზე დაეგეშა და მათი სამხედრო მანქანა აღმოსავლეთისკენ შეებრუნენა. სწორედ ამ დროს ჩაერთო სერიოზულ თამაშში ბერია და წაუგებელი კომბინაცია „ჩახლართა“. 1940 წლის დასაწყისში ბერია შვეიცარიის ქალაქ ბერნში ინკოგნიტოდ შეხვდა „აბვერის“ შეფს, ადმირალ ვილჰელმ კანარისს და მას ბრიტანელების წინააღმდეგ ერთობლივი დივერსიული საქმიანობის წარმოება შესთავაზა. ხოლო, როგორც „კეთილი ნების ჟესტი“, რაც ნდობის გაღრმავებას ემსახურებოდა, ადმირალს გადასცა ბრიტანეთის რამდენიმე საიდუმლო-სტრატეგიული ობიექტის რუკა, რომლებიც ფაშისტებს უნდა დაებომბათ. ამით ბერიამ კანარისი ორ ცეცხლს შუა ჩააყენა. ადმირალს რომ ეს ინფორმაცია ბრიტანელებისთვის ეცნობებინა და ფიურერისთვის დაემალა, შესაძლოა, გაშიფრულიყო და თავი წაეგო. ამიტომ, რუკა „ვერმახტის“ გენშტაბში გაგზავნა და ფაშისტებმა ბრიტანული ობიექტები წარმატებით დაბომბეს. ამის პარალელურად კი, საბჭოთა დაზვერვამ ბერია-კანარისის დადასტურებული ინფორმაცია „მი 6-ს“ ინკოგნიტოდ გადასცა და ბრიტანელებმა თავიანთი „ბობოლა“ აგენტის მიმართ ნდობა დაკარგეს... “
ბერიამ თამაშიდან ამგვარად გამოთიშა კანარისი, რომელსაც ბრიტანელები ჰიტლერზე ზეგავლენისთვის იყენებდნენ. ამ ზეგავლენის ერთადერთი მიზანი კი ის იყო, რომ ადმირალს უნდა დაერწმუნებინა ფიურერი – თავი დაენებებინა ბრიტანეთისთვის და საბჭოეთისკენ შებრუნებულიყო... ბრიტანეთის ეს მცდელობა კრახით დასრულდა და მისი მთავარი შემოქმედი ბერია იყო.
скачать dle 11.3