კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვინ იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც სტალინს სასიკვდილო განაჩენი გააუქმებინა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

იოსებ სტალინზე არსებულ ჭორთაგან, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამბავია „სტალინის პროვოკატორობა“, ანუ რევოლუციონერ „კობას“ თანამშრომლობა მეფის „ოხრანკასთან“. სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ხმებს სტალინის აგენტობის შესახებ, უპირველესად, ტროცკი და ტროცკისტები ავრცელებდნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ დამტკიცდა და ეს ყოველივე სტალინისთვის ჩირქის მოსაცხებად იყო მოგონილი. ასეთი ჭორები, ჯერ კიდევ, რუსული ბოლშევიკური მოძრაობის გარიჟრაჟზე წარმოიშვა და მისი ავტორი თავად „ოხრანკა“ იყო. 1967 წელს მე მივაკვლიე მოხუც „ოხრანკელს“, ყოფილ პოლკოვნიკს, 83 წლის ფილიპ კუსტანაისკის, რომელიც ციმბირის ქალაქ ომსკში ცხოვრობდა და მაგნიტურ ფირზე ჩავიწერე მისი მონათხრობი. ის ამბობს: „1902 წელს იოსებ სტალინი, მაშინ კი – ჯუღაშვილი, რომელსაც თანამებრძოლები „კობას“ ეძახდნენ, სრულად ოცდასამი წლისაც არ იყო, მაგრამ ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. იმ პერიოდში მე კავკასიის ჟანდარმერიაში ვმსახურობდი, რომლის ცენტრიც თბილისში მდებარეობდა. ჩვენი ხელმძღვანელობა შეწუხებული იყო სტალინის არალეგალური მოღვაწეობითა და მისი მზარდი პოპულარობით მოსახლეობის დაბალ ფენებში. ამიტომ, მივმართეთ ნაცად მეთოდს და სტალინზე ხმების გავრცელება დავიწყეთ, რომ თითქოს, „კობა“ პროვოკატორი იყო და ჩვენთან თანამშრომლობდა. სამწუხაროდ, ჯუღაშვილის შემთხვევაში, ამ მეთოდმა არ გაამართლა. მეტიც, უკუშედეგი მოიტანა და მისი (იოსებ ჯუღაშვილის) ავტორიტეტი მოსახლეობაში საგრძნობლად გაიზარდა“. კუსტანაისკის ეს სიტყვები მხოლოდ ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ სტალინი ჭეშმარიტი რევოლუციონერი იყო და იმდენად საშიში, რომ 22-23 წლის ბიჭს ასეთ ჭორებს უვრცელებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, სტალინს ერთხელ მაინც მოუწია თავის მართლება, ეგრეთ წოდებულ ,ღირსების სასამართლოზე“, რომელსაც იმ პერიოდის თითქმის ყველა ცნობილი ბოლშევიკ-იატაკქვეშელი ესწრებოდა და სტალინს პროვოკატორობაში სდებდნენ ბრალს. თუმცა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა მაშინ, როდესაც სიტყვა ლენინმა აიღო და სტალინის აგენტობა გააქარწყლა. საქმე ეხება, ეგრეთ წოდებულ, ალექსანდრე ერიომინის პატაკების დასტას, სადაც კავკასიის ჟანდარმერიის მაიორი თავის უფროსს მრავალგზის უპატაკებს, რომ 1903 წლიდან მან გადაიბირა ვინმე „კობა“, იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც მას აწვდიდა ძვირფას ცნობებს იატაკქვეშა ბოლშევიკებზე. სინამდვილეში ერიომინის პატაკები ბოლშევიკების მიერ „შეგდებული“ დეზინფორმაციაა „ოხრანკისთვის“ და სტალინმა ლენინის მითითებით „ითანამშრომლა“ მათთან. 1903-1906 წლებში ის სისტემატურად  აწვდიდა ინფორმაციას ბოლშევიკებზე. ყველა მიწოდებული ცნობა კი, რასაც „კობას“ ხელმოწერები ჰქონდა დასმული, სინამდვილეში დეზინფორმაციებს შეიცავდა და „ოხრანკა“, სინამდვილეში, ფანტომურ, ლენინის მიერ გამოგონილ ორგანიზაციას უთვალთვალებდა. ნამდვილი იატაკქვეშელები კი, მათ ცხვირწინ მოქმედებდნენ და მათ სათავეში ედგა „ოხრანკის“ „აგენტი“ „კობა“. როცა ეს ყველაფერი გამჟღავნდა და „ოხრანკაში“ მიხვდნენ, თუ როგორ გაბითურდნენ, კავკასიის ჟანდარმერიის მთელი შემადგენლობა დაითხოვეს. თუმცა, „პროვოკატორ“ ჯუღაშვილის მიერ ხელმოწერილი პატაკები „ოხრანკამ“ უკვე მათი გამბითურებელი „კობას“ წინააღმდეგ გამოიყენა და არაერთი პატიოსანი რევოლუციონერი დაარწმუნა სტალინის აგენტობაში. „ღირსების სასამართლო“ 1910 წლის მაისში, სტოკჰოლმში შედგა და სწორედ მაშინ თქვა ლენინმა: კობა ჩემი მითითებით მოქმედებდაო...“
ვოლკოგონოვის მიერ ნახსენები ერიომინის პატაკები, სადაც სტალინის ნამდვილი ხელმოწერები იყო დაფიქსირებული, 1931 წელს ხელში ჩაუვარდა საბჭოთა დაზვერვის გენერალს, ალექსანდრე ორლოვს, სინამდვილეში კი, ლევ ფელდბინს, რომელიც 1938 წლის ივლისში, ცოლ-შვილთან ერთად ესპანეთიდან საფრანგეთში გაიქცა. იქიდან კი – შეერთებულ შტატებში ჩავიდა და სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ორლოვის უარი იმით იყო განპირობებული, რომ საბჭოთა დაზვერვის წმენდა მიმდინარეობდა და ბევრ „ჩეკისტს“ ხვრეტდნენ. დაიღუპა ორლოვის ყველა მეგობარი და მისი უფროსობა – ისინი ლუბიანკაზე დახვრიტეს. ორლოვი მიხვდა, რისთვის გამოიძახა ის ეჟოვმა მოსკოვში  და ამიტომაც გაიქცა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ორლოვზე ნადირობა გამოცხადდა და ეს საქმე სტალინმა პირადად მე დამავალა. თუმცა, სულ რაღაც ორიოდე არასრული თვის შემდეგ ეს დავალება თავადვე გააუქმა, მაგრამ მიზეზი არც მას უთქვამს და, რა თქმა უნდა, ეს არც მე მიკითხავს...“
სტალინის „ტერმინატორმა“ (სუდოპლატოვმა) მხოლოდ გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს შეიტყო სიმართლე, ანუ ის, თუ რატომ გააუქმა სტალინმა მის მიერვე გაცემული ბრძანება საბჭოთა უშიშროების გენერლის ლიკვიდაციის შესახებ. სიმართლე კი, სუდოპლატოვმა მიხეილ ფეოქტისტოვისგან შეიტყო, რომელიც „კაგებეში“ „ჯაშუშებზე მონადირე“ იყო და უცხოეთში გაქცეული უშიშროების თანამშრომლების მოძიება ევალებოდა. მიხეილ ფეოქტისტოვი ყვებოდა: „ალექსანდრე ორლოვს „ერიომინის პატაკები“ საიმედოდ ჰქონდა შენახული. მანამდე კი, მათი ასლები დაამზადა და კრემლში სტალინს გაუგზავნა, თან წერილიც დაურთო, რომელშიც ეწერა: „რა თქმა უნდა, თქვენი ნამდვილი ხელმოწერა „ოხრანკის“ პატაკებზე მხოლოდ და მხოლოდ ჟანდარმერიის გასაცურებლად გაკეთდა, რაც კარგად გამოგივიდათ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ თუკი ამ პატაკების ასლებს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით გამოვაქვეყნებ, თქვენ მაინც პროვოკატორად აღგიქვამთ მსოფლიო. ამიტომ, გთავაზობთ ჩემი მოკვლის ბრძანების გაუქმებას. სამაგიეროდ, მე არც ამ პატაკებს გამოვაქვეყნებ და არც ჩემთვის ცნობილ საბჭოთა აგენტებს გავშიფრავ“. სტალინს არ უღირდა თავისი სახელის ლაფში ამოსვრა და აგენტურის ჩავარდნა. ამიტომ ორლოვის ლიკვიდაციის ბრძანება გააუქმა...“
სტალინი, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ ის არც არასდროს ყოფილა პროვოკატორი, რაც დამტკიცებულია. ხოლო ორლოვი კი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც სტალინს სასიკვდილო განაჩენი შეაცვლევინა.
скачать dle 11.3