კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ექიმის რჩევები

კითხვა: 13 წლის გოგონას აქვს ყელში ობობის შეგრძნება და ციკლის დაწყება დამთავრების დროს გულყრები. ვის მიმართოს და რა სინდრომია ეს?
პასუხი:
გოგონას პირველ რიგში ნევროპათოლოგთან ვიზიტი სჭირდება. დამატებითი კონსულტაციებისა და გამოკვლევების საკითხი ამ ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი.
კითხვა: ვარ 18 წლის, 3 წელია, ვეწევი სიგარეტს. 3 ღამეა, მეღვიძება, ორგანიზმში საშინელი სიმხურვალის შეგრძნებით, კუჭში კი – თითქოს რაღაც მღრღნის. ცოტა უნდა შევჭამო, რომ ოდნავ მაინც ჩაწყნარდეს, სანამ ჩამეძინება. რისი ბრალია? ანალოგიურად ემართება დედასაც.
პასუხი:
თქვენი ჩივილი შესაძლოა, კუჭის წყლულოვან დაავადებას, კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას უკავშირდება. სიმპტომების შემცირების მიზნით რეკომენდებულია: თამბაქოს მოხმარების აკრძალვა; ჭარბი წონის შემთხვევაში – წონაში დაკლება. მაქსიმალურად უნდა ერიდოთ შოკოლადს, მენთოლს, მჟავე და ცხარე საკვებს, ალკოჰოლს... მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე. ღამით სასთუმლის 15-20 სანტიმეტრით ამაღლება მკვეთრად ამცირებს ჩივილებს. მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება ექიმ-გასტროენტეროლოგის მიერ, აუცილებელი გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე.
ითხვა: ვარ 32 წლის ქალი. ოქტომბერ-ნოემბრიდან, ცოტა როგორც კი აცივდება, ღამე თუ თავზე არ მაფარია, მთელი ღამე და დილითაც თავი მტკივა. შემდეგ ნელ-ნელა თავისით გადამივლის ხოლმე. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს, იქნებ რაიმე მირჩიოთ.
პასუხი:
როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ მიდრეკილება სისხლძარღვთა სპაზმისკენ, რაც სიცივეში ძლიერდება. გაითვალისწინეთ, რომ არსებული ნორმების თანახმად ოთახში, სადაც გძინავთ, ტემპერატურა 18 გრადუსი უნდა იყოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3