კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№30 როდის იქცევიან ქრისტიანები სამარცხვინოდ და როგორ ადამიანებს არ სჯის ღმერთი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ბევრს ლუკმა-პური ენატრება და ხშირად მათთვის ერთადერთი იმედი სწორედ ღმერთია. როგორ უნდა სთხოვოს ადამიანმა ღმერთს დახმარება, როგორ უნდა გამოიყენონ ქრისტიანებმა სოციალური ქსელი და სხვა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და ზეციურ საქართველოსაც პირველი მერცხლები სწორედ არაქართველები ჰყავს. მთავარია, რომ ქართველებიც და არაქართველებიც მართლმადიდებლები ვიყოთ და ჩვენ არ გადავგვარდებით, არ გადავშენდებით. შენ თუ ქართველი ხარ და იეღოვას ან სხვა სექტის წევრი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, თუ ზეციურ საქართველოში ვერ დაიმკვიდრებ თავს, ვერ ცხონდები; ან დედამიწაზე ხარ და წირვაზე არ მოდიხარ, არ ამბობ აღსარებას, არ ეზიარები, რა ქართველი ხარ ან რა ადამიანი? ჩემთვის პრიორიტეტია გადარჩენა მართლმადიდებლობაში, ივერიის გაბრწყინება მართლმადიდებლობაში. მხოლოდ ქართველობით ვერ გადარჩებით. დღეს რომ ვაკვირდები, ასაკოვანი ადამიანები ისე ხალისიანად შემოდიან ეკლესიაში, ეზიარებიან, ახალგაზრდები კი სოციალურ ქსელთან ნაომრები, დილით ძლივს მოდიან. პირველი, რაც ყველაზე მეტად გვაკლია – უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ეს გვეხება ჩვენ – სასულიერო პირებსაც. ხშირად ადამიანს ბოლომდე არ ვუსმენთ, განსაკუთრებით აღსარების დროს და პირდაპირ ვთავაზობთ გამზადებულ სწავლებას. არადა, მან შეიძლება, ბოლოს სულ სხვა რამ თქვას, სულ სხვა მდგომარეობაში იყოს. როცა ადამიანს არ უსმენ, არ გიყვარს ის და დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე: გგონია, რომ სისულელეს გეუბნება და გინდა, შენი აზრები ან მამათა აზრები მოახვიო თავს. ხშირად გვიყვარს სხვისი დადანაშაულება, ჭკუის დარიგება. დღეს სოციალურ ქსელში ადამიანზე ყველაფერს გაიგებ. მაგრამ ზოგი ისეთი ფოტო იდება, გრცხვენია, იმ ადამიანს საერთოდ რომ იცნობ. ცოტა გაუფრთხილდით საზოგადოებას. როცა ქრისტიანი მართლმადიდებელი ხარ, ეკლესიაში თავდახრილი შემოდიხარ გრძელი კაბით, იქ რაღა გემართება? ნუთუ იქ ღმერთი ვერ გხედავს, იქ ღმერთი არ არის? საწყენია ასეთი ფოტოების ნახვა. ასეთი ადამიანი ფარისეველია და მას ღმერთი აუცილებლად დასჯის. ღმერთი არ დასჯის ისეთ ადამიანებს, ვინც ათეისტია, წარმართი, ისინი შეიძლება ხვალ ჩვენზე კარგი ქრისტიანები გახდნენ. რომ ვხედავ ადამიანს, როგორი კდემამოსილია, თვალებში ვერ მიყურებს, ყველაფერს კითხულობს, მთელ წირვას ესწრება და შემდეგ სოციალურ ქსელში შეუფერებელ ფოტოებს დებს, ეს ჩვენი ეკლესიის სირცხვილია. ამას რომ ხედავენ არაეკლესიური ადამიანები, ამბობენ: რატომ უნდა მოვიდე ეკლესიაში, რა განსხვავებაა ჩემსა და მათ შორის. გარუჯულები რომ ჩამოვლენ, ვეუბნები: სოციალურ ქსელში შენი ფოტოების მთელი სერიალი მაქვს ნანახი, აღარ მინდა შენი აღსარების მოსმენა. გასაგებია, რომ უნდა გადაიღო ფოტო, მაგრამ ყველას ნუ დაანახვებ შენს სიშიშვლეს. ფსიქიატრებმა თქვეს: ადამიანს, რომელსაც არ რცხვენია სიშიშვლის, ეს შიზოფრენიის ნიშანიაო. მე არ ვარ ფსიქიატრი და ჩემი სულიერი შვილები ვერ იქნებიან ფსიქიკურად აშლილი ხალხი, რადგან მე მათ ვერ ვუმკურნალებ.
– დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ხშირად მისთვის ერთადერთი იმედი სწორედ ღმერთია. როგორ უნდა სთხოვოს მან ღმერთს დახმარება?
– თუ შენ ქრისტესთან იმისთვის მიდიხარ, რომ სულიერი საზრუნავი მიიღო, აუცილებლად მიიღებ და საღამოს ღმერთი აუცილებლად იფიქრებს შენს საკვებზე. მაგრამ თუ შენ სულიერი საკვები არ გაინტერესებს, არანაირი სახარება, ზიარება, საღვთო არ გინდა, მთელი ცხოვრება რომ იწვალო, მაინც მშიერი დარჩება. ეკლესიაში ჯერ სულიერი საკვებისთვის მიდი და სანამ საღამო დადგება, სამსახურიც გექნებათ და ყოველივე მოგეცემათ. ანტიქრისტე რომ მოვა, ის ყველას დააკვებებს და ადამიანი ბიო-რობოტი გახდება, მას მხოლოდ ადამიანის გამოსახულება ექნება და სულიც აღარ ექნება. ის იქნება საშინელი პიროვნება, რომელიც ანტიქრისტეს მონა-მორჩილი გახდება. თითზე ექნება ჩიპი, ეტყვიან: გაიცინე – გაიცინებს, გშია – შეჭამს და ასეთი ადამიანი უკვე ბევრი დადის. ვინც სოციალური ქსელის მონაა, 24 საათი მასზეა მიჯაჭვული, ეს ადამიანები იქნებიან ანტიქრისტეს პირველი მონები. სოციალურ ქსელში გამოჩნდება ანტიქრისტე, ძალიან სიმპათიური, იტყვის: ვის გინდათ სამსახური, პური, საკვებიო და ბევრი ადამიანი გახდება მისი მონა. თუმცა, სოციალური ქსელი ადამიანმა შეიძლება, გონივრულად და სულიერად გამოიყენოს. ღმერთმა შექმნა ყველაფერი. ის ადამიანების ხელით ქმნის, ეშმაკი არ არის შემომქმედი, ეშმაკს მხოლოდ დამახინჯება შეუძლია. ამიტომ ის, რაც ღმერთმა შექმნა, გონივრულად, დადებითად გამოყენეთ. გონიერი არსებები უნდა ვიყოთ და ზომიერება უნდა დავიცვათ. იოანეს გამოცხადებაში წერია: ანტიქრისტე და მისი დამქაშები სამწელიწად-ნახევარზე მეტ ხანს ვერ იბოგინებენ. თქვენ სახლში არც პური შემოგაკლდებათ, არც რძე და არც თაფლი, თუ ამის რწმენა გექნებათ. ნუ გაბოროტდებით და ნუ განიკითხავთ. მთავარია, ნუგეში ეძებოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სამყარო მხოლოდ დროებით, რამდენიმე ხნით გადაეცა არაწმიდა სულს. ოღონდ მას ღმერთმა კი არა, ჩვენ გადავეცით. მან, უბრალოდ, დაუშვა, რომ დროებით ყოფილიყო მის ხელში. სამაგიეროდ, ჩვენ გადმოგვცა სულიწმიდა, სისხლი და ხორცი თავისი, ცხონება. ცოდვები კი გვაპატია. როგორც პეტრე მოციქული ამბობს: თქვენ ოქროთი კი არ ხართ გამოსყიდული, არამედ იესო ქრისტეს ძვირფასი, დაღვრილი სისხლითო. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, რადგან შეიძლება, უფრო გაუსაძლისი ცხოვრება მოვიდეს, მაგრამ თუ გამოვსწორდებით, ჩვენი მომავალი ცხოვრებაც გამოსწორდება. ყოველი დღე დაიწყეთ ლოცვით, ეძიეთ ნუგეში და ის აუცილებლად მოვა. დიდი მამა სერაფიმ საროველი ამბობს: ქრისტიანისთვის მთავარი არ არის მარხვა, ლოცვა-ზიარება, ეს ყველაფერი საშუალებაა იმის, რომ ადამიანმა მოიპოვოს სულიწმიდის მადლი. ვინც მოიპოვებს სულიწმიდის მადლს, ის ცხონდება, იცხოვრებს ნორმალურად და ის იქნება უფალთან.

скачать dle 11.3