კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№30 ხადას ხეობის ტრაგედიის გამოხმაურება ამერიკიდან

ნინო კანდელაკი თამარ ჩხენკელი

ხადას ხეობაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. რაიან და ლორა სმიტებისა და მათი 4 წლის შვილის სასტიკ მკვლელობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ამერიკაში მცხოვრები ქართველებისა და ასევე, საქართველოში მცხოვრები ამერიკელების ჯგუფმა გადაწყვიტა, მოკლული ცოლ-ქმრის  ოცნება აასრულოს, ისინი   პეტიციით მიმართავენ მარნეულის მუნიციპალიტეტს, სადაც გარდაცვლილი ოჯახი  ცხოვრობდა.
პეტიციაზე ხელისმომწერთა შორის არიან ამერიკელი ქრისტინა ფუშა  და ამერიკის მოქალაქე, ქართველი ემიგრანტი მიხეილ ცინაძე, რომელიც საქართველოში ქართულ-ამერიკულ საინჟინრო მხაზველობით  კომპანია S Cad Group Georgia-ს ხელმძღვანელობს. ქალბატონი ფუშა ამერიკის რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური კონსულტანტია. საქართველოთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაინტერესდა, 2 წელი საქართველოშიც ცხოვრობდა და ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ქალბატონმა ქრისტინა ფუშამ და ბატონმა მიხეილმა  გადაწყვიტეს, სათავეში ჩაუდგენენ საქველმოქმედო პროექტს, ალბათ, სიმბოლურია, რომ რაიან სმიტის ოცნების ასრულებას ბატონი მიხეილი გეგმავს,  რომელმაც ამერიკაში დამკვიდრებამდე ემიგრანტის რთული გზა განვლო. მიხეილ ცინაძეს  ამერიკაში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:
მიხეილ ცინაძე: მეც თქვენსავით ვერ ვივიწყებ სმიტების ოჯახის   მკვლელობას. საშინელებაა, როცა ასეთი ტრაგედია ხდება. მე 20 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. როდესაც საქართველოდან ამერიკაში წამოვედი, აქ დასამკვიდრებლად ემიგრანტის  რთული გზა გავიარე, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის  თანადგომა, რაც ამ ქვეყანამ მომცა. მე არ ვიცნობდი  რაიან სმიტს,  ალბათ, მასაც არ გაუვლია მარტივად  გზა საქართველოში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისე უყვარდა საქართველო და მიაჩნდა თავის მეორე  სამშობლოდ,  როგორც მე. ამ მძიმე პერიოდში ერთადერთი მცირე ნუგეში, ალბათ, ის იქნება, რომ ყველა ერთად  შევიკრიბოთ და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ხსოვნის პატივსაცემად. საქართველოში არსებულ ექსპატრიანტების იმეილ ჯგუფში, მკვლელობამდე დაახლოებით 2 კვირის წინ რაიან სმიტმა დაწერა, რომ დაინტერესებულია, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი ააშენოს იმ ქალაქში, სადაც ის და მისი მეუღლე ზრდიან თავიანთ მცირეწლოვან შვილს. როგორც ჩანს, მარნეულში არ არსებობს ასეთი საბავშვო მოედანი და ისინი ცდილობდნენ, ეს პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოეგვარებინათ და თანხმობა მიეღოთ.
გამოვნახოთ გზა, იქნება ეს პეტიცია, ლობირება ხელისუფლებაში თუ მედიაში და მივიპყროთ კეთილი და საჭირო ხალხის ყურადღება და ავაშენოთ ბავშვთა
მოედანი რაიანის და მისი ოჯახის სახსოვრად. რაიან სმიტს სურდა პეტიციის შეტანა ხელისუფლების ყურადღების მოსაპყრობად და განსახილველად. მე შევიტანე ასეთი პეტიცია ოფიციალურ ვებსაიტზე – ichange.gov.ge, სამწუხაროდ, ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებულმა პეტიციამ 10 000 ხელმოწერა უნდა დააგროვოს, რომ ის განიხილონ. ეს, ალბათ, მისაღებია სრულიად ქვეყნის მაშტაბურ პროექტებზე ან რომელიმე პრობლემაზე, რომელიც თბილისის ფარგლებში განიხილება. მაგრამ მარნეულში სულ 20 000-მდე მოსახლეა და ამიტომ 10 000 ხელმოწერა ასეთ პეტიციაზე,  სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ 20 000 მოსახლეობით უნდა განიხილოს, ცოტა არ იყოს, არარეალურია.
– როგორია თქვენი გეგმა?
– პირველ რიგში, შევქმნათ ამ მოედნის პროექტი, რომელიც საჯაროდ განსახილველად სხვადასხვა საიტებზე დაიდება; მივიღოთ საჭირო სამშენებლო ნებართვა ხელისუფლებისაგან; შევაგროვოთ მშენებლობისთვის საჭირო თანხები სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების მეშვეობით. ჩვენ არ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ამ მშენებლობისათვის თანხები გამოყოს; ჩვენ, საქართელოს მოქალაქეები, ქართველი ამერიკელები და ამერიკელები, ვისაც უყვარს საქართველო, შევაგროვებთ და გამოვნახავთ საჭირო თანხებს; ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ფარგლებში გამოგვიყოს მიწის ნაკვეთი.
ეს  საქველმოქმედო  პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაიან სმიტმა ვერ მოასწრო თავისი ოცნების ასრულება, ვინაიდან ბოროტმა ძალებმა მისი და მისი ოჯახის სიცოცხლე დროზე ადრე წაიღო. ამ მემორიალის აშენებით საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, ჩვენ დავამკვიდრებთ მათ ხსოვნას და ეს იქნება  ხალხებს შორის მეგობრობის სიმბოლო. მე ამჟამად ამერიკაში ვიმყოფები, საქართველოში აგვისტოს მიწურულს დავბრუნდები და ამ პროექტს ჩემს ამერიკელ  და ქართველ მეგობრებთან ერთად განვახორციელებთ, მასში ჩართვის საშუალება კი ყველა მსურველს ექნება. დაინტერესებულმა ადამიანებმა, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ  ფოსტაზე:
mt@cadcabinets.com  

скачать dle 11.3