კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№30 „მე რომ აგენტი ვიყო…“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მიმნგრევ-მომნგრევი

რაკი ქართულ პოლიტსინამდვილეში არჩევნები მიჩვენე და გაერთიანებას გიჩვენებო, ათმა ოპოზიციურმა პარტიამ (ათს ვამბობთ, თორემ, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ნახევარზე მეტის ამომრჩეველი ერთ პროცენტსაც ვერ მიუკაკუნებს) ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა: არც მეტი, არც ნაკლები, გრიგოლ ვაშაძე. რომელიც პირადად მე გარდა მრავალგზის ნამინისტრობისა იმითაც დამამახსოვრდა, რომ თვით 2008 წლოს ომის შემდეგაც კი არ დაუთმია რფ-ის მოქალაქეობა და ისეთი პარადოქსიც შეიქმნა, რომ ამ ჩვენი მაშინ მინისტრის, ანუ გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპანტი მინისტრი სერგეი ლავროვი გამოდიოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ვლ. პუტინი, პრეზიდენტი კი – ცხინვალისა და სოხუმის ამღიარებელი მედვედევი.
რაც იყო, იყო და ვერც ვერაფერი შეცვლის, თუმცა ამჯერად აწ უკვე პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ იმის დასტურად, რომ რფ-ის აგენტი არ არის, იმაზე მეტად გამაოგნებელი რამ მოიტანა, მართლაც, აგენტი რომ აღმოჩენილიყო.
კერძოდ, განცხადა (მომყავს ციტატა): „რუსეთის აგენტი რომ ვიყო, ბატონებო და ქალბატონებო, მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ (ანუ სალომე ზურაბიშვილია აგენტიო), ისე დაგინგრევდით საგარეო პოლიტიკას, რომ დღემდე აფხაზეთისა და ცხინვალის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსის კი არა, ამ რეგიონების ხსენებაც აგეკრძალებოდათ.“
განცხადება, უდავოდ, ძრწოლვის მომგვრელია, იმას გარდა, რომ რატომ უნდა იფიქროს ნორმალურმა ადამიანმა ასეთ სცენარზე საკუთარ სახელმწიფოსთან მიმართებაში, მაგრამ – ის უფრო საინტერესოა, ხსენებას როგორ აგვიკრძალავდა?! –

скачать dle 11.3