კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 იოლად მოსარევები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ჯანმრთელი მკვდრები

​ცხადზე უცხადესია, რომ დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა მეტად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, თამბაქოს მომხმარებლისა თუ არამომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ისედაც გაუსაძლის ეკოლოგიურ გარემოში გვიწევს ცხოვრება: დედაქალაქს, კარგა ხანია, გამონაბოლქვის ოხშივარი ასდის.
მაგრამ, რაკი ზომა-წონა არაფერში ვიცით (ან იქნებ რამე სხვა მიზეზითაც), თამბაქოს კონტროლის ალიანსმა აწ უკვე ღია სივრცეშიც მოითხოვა თამბაქოს წევის აკრძალვა: მხოლოდ სპეცადგილებშიო.
ზემოხსენებულმა ალიანსმა ამ წინადადებით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომ ის კანონად იქცეს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავკაცმა კი (აკაკი ზოიძემ) კი ამ წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ქცევის მზადყოფნის შესახებ შეგვატყობინა. მაგრამ – ერთიც მგლისკენო და განაცხადა: „არის სიტუაციები, როდესაც მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ სხვისი უფლებების შელახვის გარეშე მოწიონ თამბაქო.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენებური ავტოტრანსპორტი ისე ხრჩოლავს (ლამისაა ბრმაც კი ხედავს), სულაც, რომ არ გქონდეს ნანახი თამბაქო, ფილტვები მაინც გამჭვარტლულია, მაგრამ არც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივით მიმართავს არავინ ამ ჩვენს პარლამენტს და არც ტექდათვალიერების დაჩქარების გამო (თვით მუნიციპალური ავტოტრანსპორტიც კი შავ-შავ კვამლს ტოვებს), გამოდის, რომ დაბალ ღობედ მწეველები აირჩიეს, მოსარევად იოლია.скачать dle 11.3