კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ გახდაa თეონა თავართქილაძე ვეგეტარიანელი და როდის აზიდვინებს ის ყუთებს რეზი არველაძეს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

თეონა თავართქილაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა და ამით ძალიან კმაყოფილია. მან ახალი ბიზნესი წამოიწყო – ქალბატონებს თავის მოვლის საშუალებების შერჩევაში ეხმარება და სასარგებლო რჩევებს აძლევს. თეონა ოცი წელია, ვეგეტარიანელია და ხორცი არ უჭამია. თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თეონა თავართქილაძე: რაც „ბიუთი ბოქსი“ არსებობს, ჩემი ცხოვრების სტილი ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ ჩემი შვილები უცხოეთში არიან, ერთი ფეხბურთს თამაშობს, მეორე – მუშაობს. აქამდე ხშირად დავდიოდი ბავშვებთან, თვეობით იქ ვიყავი ხოლმე, ხან – ერთთან, ხან – მეორესთან. ახლა, შეიძლება, მაქსიმუმ, სამი დღე შევძლო სადღაც წასვლა. ვატო სამი თვეა, პოლონეთში გადავიდა სამუშაოდ და ერთხელაც არ ვყოფილვარ, არ მინახავს, ბავშვი სად ცხოვრობს. ნიკასთან დიდხანს ვრჩებოდი, რომ ბავშვი მარტო არ ყოფილიყო. მაგრამ ახლა, მთელი ჩემი დრო და ენერგია „ბიუთი ბოქსს” მიაქვს. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია. ნიკა რომ პირველად სასწავლებლად წავიდა, მაშინ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ვფიქრობდი: სახლი დაცარიელდა, რა მეშველება-მეთქი. პირველი მომენტია ძალიან რთულად გადასატანი, როგორ უნდა შეეგუო შვილის წასვლას. თან, როდესაც სერიოზულად არის დაკავებული, ასე ხომ არ არის – წავიდეს-წამოვიდეს... თავიდან ძნელი იყო, მერე უკვე მივეჩვიეთ. თან, ვატოს შემთხვევაში, ფეხბურთელი როგორც ცხოვრობს – სულ „ზბორი“, სულ წასული, ესეც არ იყო ჩემთვის ახალი, რეზიდან მოყოლებული ისედაც შეჩვეული ვიყავი. თან ჩემთვის ფეხბურთელის ცხოვრება რეზითაც არ იყო სიახლე, იმიტომ რომ ოჯახში ბიძაჩემისგან, კახი ასათიანისგან, ასეთ ცხოვრებას მიჩვეული ვიყავი. მე როგორი დედაც ვარ, ვფიქრობ, დედა ასეთი უნდა იყოს. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თავში სულ არის ჩართული: ნეტავ, ბავშვები სად არიან, როგორ არიან. დიდი დოზით ვრეკავ და ყველაფერს ვიგებ.
– რას გულისხმობს „ბიუთი ბოქსი“ და როგორ მოგივიდათ ამ პროექტის იდეა?
– ეს მეთოდი უცხოეთში დიდი ხანია, არსებობს. დაახლოებით ერთი წელია, რაც  ვმუშაობ პროექტზე „ბიუთი ენდ ზე ბოქს“. თავად „ბოქსის“ არსებობიდან კი, უკვე ხუთი თვე გავიდა. ქართველ ქალბატონებს ძალიან მოეწონათ და აიტაცეს ეს იდეა. დღეს სილამაზის პროდუქტების სფეროში იმდენი რამ გამოდის და იმხელა ბაზარია, რომ რჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, რაც ჩემს პირად მაგალითებზე მაქვს  გამოცდილი. თუ ვინმემ არ გირჩია, ვერ დაეწევი, ვერ მოახერხებ, ყველგან იარო და ყველაფერი გასინჯო და ამიტომ ეს პატარა სილამაზის კოლოფები რომ სახლში გაქვს და შიგნით დევს პატარა სასინჯი ნიმუშები, რაც ახალი გამოდის და რაც იმ თვეში და იმ სეზონზე არის ტრენდული, მგონი, რომ ძალიან კომფორტულია  ქალებისთვის და ამაზე მუშაობაც საინტერესოა. ყოველთვე შეგიძლია გამოიწერო ეს კოლოფები და გაეცნო კოსმეტოლოგიურ და თავის მოვლის საშუალებებში მიმდინარე სიახლეებს. მე სანამ სხვებს ვურჩევ, ყველაფერი დატესტილი მაქვს და პროდუქციის ხარისხში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყოველთვე შიგთავსი იცვლება და არ მეორდება. ჩვენი კოლოფი თავისი გამოწერითა და მიტანიანად 30 ლარი ღირს. ბევრი ვიბრძოლე, რომ საქართველოში, შეიძლება, ყველასთვის არა, მაგრამ ბევრისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
მე ვიტყოდი, ამ პროექტის ფიშკა არის ის, რომ წინასწარ არასდროს იცი, რა მოგივა ამ ყუთით. არანაირ ექსპერტობაზე თავს არ ვდებ, მეგობრულ რჩევებს ვაძლევ ყველას, მე ვტესტავ და რომ დავრწმუნდები, მერე ვურჩევ სხვას. უამრავი კაციც იწერს ქალებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ძვირიან და იაფფასიან კოსმეტიკას. ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს შემადგენლობას, რაზეა დამზადებული. იაფიანი და ძვირიანი კრემების განსხვავება უმეტესწილად შეფუთვაშია. ამ ძიებაში ვარ მე ყოველთვე, ვიპოვო კარგი პროდუქტი კარგ ფასად.
– რეზი რამდენად არის შენს საქმიანობაში ჩართული?
– რეზი რჩევებს ვერ მაძლევს, მაგრამ მგულშემატკივრობს. ყოფილა, რომ ჩვენთვის ყუთები უთრევია. უამრავი „ბოქსით“ არის ხოლმე ოთახი გადაჭედილი, გასაგზავნია და ყველანი ჩართულები ვართ. რეზი, ჩემი და, შვილები, შვილების მეგობრები კურიერებად მუშაობენ ხოლმე ჩვენთან, რაღაცას რომ ვერ ვასწრებთ და სასწრაფოდ არის მისატანი, ბავშვებს მიაქვთ.
– შენ და რეზის მრავალწლიანი ოჯახი გაქვთ, თუ გქონიათ კრიზისული პერიოდები?
– მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მის იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის.
– თეონა, რატომ გახდი ვეგეტარიანელი?
– კვებას და ვარჯიშს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ცურვა ძალიან მიყვარს და როცა ვახერხებ, ვცურავ. რაც შეეხება ვეგეტარიანელობას, ოც წელზე მეტია, არანაირი ხორცი არ მიჭამია. ასე რომ, ვფიქრობ, რამ გამოიწვია, რატომ დავიწყე... მაშინ ასეთი მიმდინარეობა იყო. ამ მიმართულებას ავყევი და არც ვიფიქრებდი, რომ ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდებოდა. ამასობაში გავიდა ოცი წელი. მოვიხედე უკან და ვიფიქრე, სად არის ეს ხორცი? უკვე გამორიცხულია, რომ ვჭამო. ფსიქოლოგიაც ჩაერთო და შევისისხლხორცე. თუმცა ძალიან მიყვარდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მარტო მიმდინარეობის აყოლა არ იყო, ჩაერთო ჩემში რაღაც მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და ასე ჩამოვყალიბდი ვეგეტარიანელად. თუმცა არაფერს ვამტკიცებ, არავის არ ვახვევ თავს, რომ ასეა სწორი, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორ არის სწორი. მე მართლა ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ცილის გარეშე მაინც მიჭირს კუნთის ამოყვანა, რთულია. პროტეინებს და წამლით მიღებას მე ვაპროტესტებ და რა რჩება? ვხვდები, რომ ორგანიზმისთვის მართლა საჭიროა ეს ცილები ან ისე უნდა იკვებო, რომ სხვა რაღაცებიდან შეივსო. კვერცხს ვჭამ, ლობიოშია ბევრი ცილა, მაგრამ ასე კვებას ფიზიკურად ვერ ვახერხებ. ამიტომ არ ვიცი, როგორ არის სწორი.
–  რეზიც ვეგეტარიანელი ხომ არ გახადე?
– რეზი ვეგეტარიანელობაზე კი არა, დიეტაზე ვერ გადამიყვანია. სახლში ხორციან საკვებს დიდად ვერ ვამზადებ, ვერ ვეკარები, მიჭირს და თავს ვიკავებ. მეხმარებიან. ამის საშუალება რომ არ მქონდეს, აბა, რას ვიზამდი, გავაკეთებდი,   
– რთულია არველაძეების რძლობა?
– არა, პირიქით, ძალიან იოლია. ადვილი ხალხია, მარტივი, საყვარელი, მშობლებიც – არაჩვეულებრივი.
скачать dle 11.3