კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ მოიპოვა გიორგი ბირკაძემ საბრძოლო ხელოვნებაში შავი ქამრები, რომელსაც საქართველოში ბალერონობის გამო სცემდნენ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ბოსტონ-ბალეტის აკადემიის პედაგოგს, რეპეტიტორს, ბოსტონის საბალეტო დასის მიწვეულ ქორეოგრაფს, გიორგი ბირკაძეს, წარმატებულ საბალეტო ქორეოგრაფიასთან ერთად საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე სახეობაში შავი ქამარი აქვს მოგებული. მისი მეუღლე ბოსტონის საბალეტო დასის პრიმა ბალერინაა. რა გზა გაიარა გიორგი ბირკაძემ ბალერონობიდან სპორტამდე და როგორ გახდა ბოსტონის ბალეტის პედაგოგი, გიორგი თავად გვიამბობს.
გიორგი ბირკაძე: გარდატეხის ასაკში რომ ვიყავი, თბილისში არეულობა დაიწყო, რთული დრო იყო. ძველი ბიჭები იყვნენ და მათთან ძალიან ბევრი პრობლემა მექმნებოდა. მახსოვს, პარასკევს მხვდებოდნენ, მირტყამდნენ. გოგონებთან ერთად არ შემეძლო სიარული – მათ თვალწინ მცემდნენ ან რამეს გამიკეთებდნენ.  ვინც ჩემს ეზოში ცხოვრობდა, ყველა მეგობრობდა ჩემთან, სხვები მცემდნენ. მშობლებისთვის არ მითქვამს – ხომ იცი, ქართველებს ყველაფრის გულში ჩაკვლა გვჩვევია. ვიფიქრე, თავის დაცვა  უნდა მესწავლა. დავიწყე ძიუდოზე, კრივზე სიარული. ბალეტს აქ არავინ აქცევდა ყურადღებას, რთული დრო იყო. 17 წლის რომ გავხდი, მეგობრებთან  ერთად მოსკოვში წავედი. რადგან ქართველები ვიყავით, იქ უარესი ხდებოდა.  რუსულად რომ ვლაპარაკობდი აქცენტი მქონდა და მახსოვს, მეტროში რომ ჩავდიოდით, არც ვლაპარაკობდით. იქ დავიწყე სერიოზულად ძიუდოსა და კრივის სწავლა. 18 წლის რომ გავხდი, რუსეთის ჯარში წამიყვანეს. ორი წელი ვიყავი და ყველგან მოვხვდი, დაჭრილიც ვიყავი. არ მინდა, ვთქვა რომელ ომში, რადგან მე მყავს ჩეჩენი და ყველა წარმოშობის მეგობარი. ჯარმა მასწავლა, კარგად როგორ უნდა ვიჩხუბო. ვცეკვავდი და ვჩხუბობდი. ვფიქრობდი, მე სხვაზე ათჯერ მეტი უნდა გავაკეთო-მეთქი. ვითვისებდი ყველაფერს, რასაც მასწავლიდნენ. მარტო ვიყავი, არავინ იცოდა, როგორ ვიყავი, თბილისში ხომ არ ვეტყოდი დედაჩემს. დედაჩემი საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი, რესტორანში მუშაობდა და თეფშებს წმენდდა.
– რა კავშირი აქვს საბრძოლო ხელოვნებასა და სპორტს?
– ავიღოთ განდაგანა, მთიულური ცეკვები – ეს საბრძოლო ცეკვებია. სპარტელები როდესაც იბრძოდნენ, კოორდინაციის ილეთების მისაღწევად ცეკვავდნენ. მე ჩემს ქორეოგრაფიაში ვიყენებ საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს. ნიჭიერი ვიყავი ძიუდოში, ჯიუჯიცუში. ყველა მეუბნებოდა – კი, ბალეტი გავიგეთ, მაგრამ შენ ძალიან კარგი მოჩხუბარი, მოჭიდავე ხარო. მეც „მივაწექი“ ძალიან და როცა დრო მქონდა, როდესაც ბალეტით არ ვიყავი  დაკავებული, ვჭიდაობდი. მე ქართველი მოცეკვავე ვარ, სპორტსმენი კაცი, ჩვენ ძლიერი ხალხი ვართ. ვფიქრობ, კარგი მოცეკვავე ვიყავი, კარგი კოორდინაცია მქონდა... მეეზოვეც რომ ვიყო, პირველი ვიქნებოდი.
– თქვენი პირველი წარმატება რუსეთს უკავშირდება?
– მალე გავხდი კრემლის წამყვანი მოცეკვავე და ხუთ წელიწადში პუტინი აირჩიეს პრეზიდენტად. მახსოვს, პირველად ჩემი დიდი წარმატება ომის შემდგომ იყო, როდესაც კრემლში გამოაცხადეს ჩემი სახელი – „ქართველი ბიჭი, გიორგი ბირკაძე“. განსაკუთრებული მომენტი იყო, ვფიქრობდი მამაჩემზე, ყველაფერზე... მასწავლებელზეც, ვისაც არ ვუყვარდი... მერე „ნიუ-იორკ-თაიმსში“ დაიბეჭდა ჩემ შესახებ. მას შემდეგ განსაკუთრებული ცოტა მახსოვს, რადგან უამრავი წარმატება იყო. ელცინსა და პუტინს რამდენჯერმე შევხვდი. ელცინი კარგი ტიპი იყო, ცუდი არასდროს უთქვამს. ჩემმა მასწავლებელმა პუტინზე მითხრა ეგ კაცი არ არის, კულტურა არ აინტერესებს და შენ რუსეთიდან უნდა წახვიდეო. წავედი  ესპანეთში და იქ დავიწყე მუშაობა. ოპერაში დამპატიჟეს, როგორც მოცეკვავე, მითხრეს: თუ შეიძლება, მოეხმარე ჩვენს ქორეოგრაფსო და ასე გავითქვი სახელი.
– როგორ მოხვდით ბოსტონ-ბალეტის დასში?
– მე რომ ფილიპინებში ვიყავი, ჩემმა მეუღლემ აშლიმ მიიღო ძალიან კარგი შემოთავაზება. „ბოსტონ ბალეტში“ ერთად არ შევსულვართ. დირექტორს რომ ველაპარაკე, გავიგე, რომ ბოსტონში არ იციან ქართული, ესპანური საბალეტო ხელოვნება. მხოლოდ კლასიკურ ბალეტს ცეკვავენ. თან, ერთი მასწავლებელი ჰყავს 1 200 მოსწავლეს, რაც საკმარისი არ არის. მე შემომთავაზეს: თუ შეიძლება, მოგვეხმარე და გვაჩვენე სხვა კულტურაო. ვაჩვენე და მთხოვეს, მათთან მასწავლებლად დავრჩენილიყავი. ტრავმა მქონდა მუხლზე და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, მე მგონი, ის დროა, დავამთავრო დასში მოღვაწეობა და როგორც ქორეოგრაფმა, ისე ვიმუშაო-მეთქი.
– თქვენს მეუღლეს როგორ დაუკავშირეთ ბედი?
– ჩემი მეუღლე ესპანეთში გავიცანი. შევედი დარბაზში, სადაც ის ცეკვავდა.  ახლა ბოსტონის პირველი მოცეკვავეა, მაშინ ახალგაზრდა იყო, არ იყო ცნობადი. დაველაპარაკე, ესპანური ვიცოდი, ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი. ნელ-ნელა დავახლოვდით. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ არაევროპელი,  არაამერიკელი გოგო იყო. ყველა მეუბნებოდა: შენ, რა, ქართველი გოგო იპოვეო. ქერა თმა აქვს, მაგრამ ძალიან ჩვენებური, ძალიან ქართველი გოგოსავითაა. ორივე ერთად ვცეკვავდით. მერე გავიცანი მისი მშობლები, ყველაფერი ქართულად, ტრადიციულად გავაკეთე. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვცეკვავდით. ჩვენ არასდროს არაფერზე ვკამათობთ. არც არანაირი პრობლემა გვაქვს, გარდა ბალეტისა. მე ჩემი მეუღლის პირველი კრიტიკოსი ვარ, როგორც ის ჩემთვის. ვფიქრობ, ის ჩემი ანგელოზია. ის მოცეკვავეა, მშვენიერი არტისტია და ჩემი საყრდენია. მე კი მისთვის ძლიერი კაცი ვარ – კაცი უფრო ძლიერი უნდა იყოს და ქალს უნდა მოეხმაროს.
 ფილიპინებზე გამართულ კონკურსზე „ფასკუნჯი“ დავდგი და 15 ნომინაციიდან  12 ავიღეთ. ერთადერთი უცხოელი ვარ, ვინც კი ოდესმე იქ ყოფილა წარდგენილი. ერთ წელიწადში დავბრუნდი ამერიკაში. დამპატიჟეს და გიორგი ბალანჩივაძისნაირი სხვა ქორეოგრაფია დავდგი.
скачать dle 11.3