კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა სტერეოტიპების დარღვევას აპირებს შვილთან დაკავშირებით გურამ შეროზია და რა მდგომარეობაში არ უნდოდა მის ცოლს, რომ გურამს ენახა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

გურამ შეროზია და ხატია ჯოხარიძე 10 ივლისს პატარა გოგონას, ელენას მშობლები გახდნენ. ელენამ ამქვეყნად მოვლინება ცოტა დააგვიანა, თუმცა მამიკოს საქმეებში ყველანაირად შეუწყო ხელი. „თბილისელები“ ულოცავს მათ პატარა ელენას დაბადებას. ჯანმრთელობას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს.
გურამ შეროზია: დღეს ვნახე ბავშვი (ინტერვიუ ჩაწერილია 12 ივლისს – ავტორი), ხელშიც ავიყვანე და პამპერსის გამოცვალსაც დავესწარი. ხომ უნდა ჩავენაცვლოთ მე და ხატია ერთმანეთს, გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ცხოვრება. ვაპირებ, რომ სამსახურების პარალელურად, სახლშიც შემოვრიბინო ხოლმე და ხატიას დავეხმარო. ამიტომაც ვამუღამებ ხელში დაჭერას, საჭმლის მომზადებასაც ვისწავლი.
– ისეთი მამა იქნები, რომელიც ბავშვს ღამეებსაც გაუთენებს, აჭმევს კიდევ და პამპერსაც გამოუცლის?
– მე და ხატიამ უნდა გადავინაწილოთ ყველაფერი. ეს მხოლოდ დედის მოვალეობა ხომ არ არის. დედამ 9 თვე ატარა მუცლით, მაგაში ფიზიოლოგიურად ვერ გავიყავით ფუნქციები და ახლა, რაშიც შეგვიძლია, იმაში მაინც გავიყოთ. სიამოვნებით გავინაწილებდი მის ორსულობას, ხანდახან კი მერჩია წუწუნს.
– ხშირად წუწუნებდა?
– როგორც ყველა ორსული – ზომიერების ფარგლებში. ძალიან ნაკითხი მომავალი მამა ვარ, ყველაფერს „ვგუგლავდი“, ვკითხულობდი და თუ რამე ისე არ იყო, მაშინ ვხვდებოდი, რომ ეს იყო დროებითი, რაღაცის შესაბამისი.
– როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
– ორი წამის დაბადებული იყო, რომ შევედი და ვნახე. მოწითალო, რაღაცნაირი იყო, საყვარელი. ძალიან საინტერესო მომენტია, 9 თვე ზის მუცელში და შემდეგ უყურებ და გიყურებს ჭკვიანი ბავშვივით. გისმენს, რომ ელაპარაკები. რაც უნდა უცნაური იყოს, გიღიმის კიდეც. ვეჭორავები, ნებისმიერ თემაზე შემიძლია დაველაპრაკო. მგონია, რომ ესმის და მეთანხმება. პრობლემებს არ ვახვევ თავზე, ძირითადად, პოზიტიურ ამბებზე ვესაუბრები. ალბათ, სტატისტიკურ ქართველ მამებზე მეტად მზრუნველი და ჩართული ვიქნები მოვლის პროცესში, მაგრამ რომ წამოიზრდება, მერე უფრო გამოვლინდება ჩემი კონტრასტულობა სხვა ქართველ მამებთან შედარებით.
– შენი აზრით, კონტრასტულად განსხვავებული მამა იქნები?
– თავისთავად. არც მონად შემიძლია ბავშვის გაზრდა და არც აკრძალვებითა და ჩარჩოებით. მინდა, ბავშვობიდან შეეგუოს, რომ გოგონაა, გენდერული თანასწორობაა, რომ თვითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი და გათხოვებაზე, პრინცზე მეოცნებე პრინცესა არ გაიზარდოს. არცერთ შემთხვევაში შტერი გოგონა არ იქნება. რომ ვხედავ საშინელებებს, ქართველი მამების, დედების მიერ დაწესებულ დოგმებს, სტერეოტიპებს, შეზღუდულ ბავშვებს, რა თქმა უნდა, დასჭირდება ჩემი დახმარება, რომ ემანსიპირებული იყოს. მერეც, მუდმივად, მისი უფრო მეგობარი ვიქნები.
– რა არ მოგწონს მამაშვილურ, დედაშვილურ ურთიერთობაში?
– გათხოვება რომ უწევს ბევრს, ძალით რომ ტენიან  და მერე, ქმართან ურთიერთობა რომ არ გამოვა და სახლში დაბრუნება კი „ტეხავს“. ის, რომ სახლში ყველაფერს უკრძალავენ და შემდეგ ბავშვს იმდენად უნდა დამოუკიდებელი იყოს, თავისუფლების ძებნაში პირველივე შემხვედრს მიჰყვება და უარეს სისტუაციაში ვარდება. გოგოს არ ეკადრება, გოგოს საქმე არ არის, არ მომწონს ეს სისულელეები. სამშობიაროდან ნაცრისფერი შარვლით გამოვიყვანეთ, მაინცდამაინც, გოგოს ვარდისფერი უნდა ეცვასო, სულ არ მაინტერესებს. ყველანაირი ფერი აქვს, კაბაც აქვს და შარვალიც. ისეთი მაგარი იყო შოპინგის პროცესი... ყველა კაბა მინდოდა, რომ მეყიდა. ისეთი კაბებია, სუვენირები გეგონება. მინდა, რომ ბავშვობიდან დახვეწილი და გრაციოზული გოგო იყოს, ამიტომ ზედმეტად კლასიკისკენ მივდიოდი, მაგრამ ეს ფერადოვნებაც მიყვარს, ფუშფუშა კაბებიც აქვს.
– უკვე დაგავიწყათ ელენამ ყველაფერი?
– მასეც ვერ ვიტყოდი. ბავშვი, რომ იბადება და სოციალურ ქსელში სულ მის ფოტოებს დებენ: ბავშვი, ბავშვიო და თვითონ რომ აღარ არსებობენ. მე ისევ ვარსებობ და ისევ ვაგრძელებ გართობასაც, ცხოვრებასაც და ბავშვისთვისაც ვიცლი. ისეთიც არ ვარ, იშვიათად რომ სცალიათ ბავშვისთვის და არც ისეთი, ბავშვის იქით ცხოვრება რომ მთავრდება. ბავშვს სჭირდება წარმატებული, რეალიზებული მამა.
– როგორც ვიცი, ბავშვი თავის დროზე არ აპირებდა დაბადებას, გადაუცდა ხატიას მშობიარობის ვადა და დაემუქრე კიდეც შვილს, თუ არ გამოხვალ, ძალით გამოგიყვანო. მგონი, გაჭრა შენმა მუქარამ, მალევე დაიბადა.
– ჯერ ერთი სული მქონდა დაბადებულიყო, 28 ივნისს რომ ელოდები, 8 ივლისია და ჯერ კიდევ არ დაბადებულა. თან, საშიშიც იყო, საბოლოოდ ძალით არ გამოგვიგდია და თვითონ გადაწყვიტა დაბადება. გაჭრა ჩემმა მუქარამ, თან პატივი მცა: კონცერტზე ვაპირებდი წასვლას, მერე ტური მქონდა ბაქოში წასაყვანი, დამელოდა, რომ ჩამოვედი ბაქოდან, მერე დაიბადა. პირველივე წუთიდან დავიწყეთ ურთიერთობა თანადგომით. მუცლიდან ასე მგულშემატკივრობდა და მერე ხომ წარმოგიდგენია, რა იქნება.
– ხომ არ დაესწარი მშობიარობას?
– ტკივილები რომ დაეწყო, გზაში ვიყავი და დამაწყდა ნერვები. მშობიარობის მომენტს მივუსწარი. დასწრება მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ, ეს ხატიასთვის დისკომფორტი იქნებოდა – არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში მენახა და ანგარიში გავუწიე. თან, პანიკიორი ვარ, შეიძლება, მოსასულიერებელი გავმხდარიყავი. ამიტომ ორივე მხარისთვის სჯობდა, გარეთ დავლოდებოდი.
– მახსოვს, სახელზე ბევრს დაობდით.
– ელენა შევურჩიეთ. ხატიას სხვა სახელი მოსწონდა, მე – სხვა, ვხოცავდით ერთმანეთს და საბოლოოდ, ორივეს მოგვეწონა და გადავრჩით.
скачать dle 11.3