კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№29 პროფესორი მამუკა გურგენიძე – ენდოსკოპიური მიმართულების უპირატესობებსა და მისი განვითარების დონეზე საქართველოში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ექიმმა  ენდოსკოპისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ევროპის ენდოსკოპიური ქირურგიის ასოციაციის წევრმა, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის კათედრის  ასოცირებული პროფესორმა – მამუკა გურგენიძემ, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და ამავე ინსტიტუტში დღემდე დიდი წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას. მისი პროფესია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი გზების  ენდოსკოპიას მოიცავს, რაც ითვალისწინებს როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო პროცედურებს.
მამუკა გურგენიძე: კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1991 წელს, გახსნის დღიდან, მივედი  და მას მერე ვაგრძელებ მუშაობასა და სწავლას. პარალელურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გახლდით გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების კლინიკებში და დღემდე წელიწადში რამდენჯერმე მიწევს უცხოეთში მივლინება, რომლის ფარგლებშიც ვეცნობი თანამედროვე ენდოსკოპიურ მიღწევებს. ჩემს ცოდნასა და გამოცდილებასაც ვუზიარებ ქართველ და უცხოელ კოლეგებს, სტუდენტებს. ჩვენი პროფესია მუდმივად ტონუსში ყოფნას ითხოვს, ვინაიდან ყოველდღიურად ვითარდება და რომ ჩამორჩე და პროცესებს ფეხი არ აუწყო, სათანადო სიმაღლეზე ვეღარ იქნები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ინსტიტუტი, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და პროფესიონალი კადრებით, ევროპისა და აშშ-ს წამყვან სამედიცინო ცენტრებს არ ჩამოუვარდება. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ 1991 წელს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებიდან დღემდე, მათ შორის, ახალი ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის მეთაურობით, მიმდინარეობს უახლესი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურების დანერგვა, რაც უპირველესად, ულტრათანამედროვე აპარატურის შესწავლასა და შეძენას უკავშირდება. მაგალითისთვის: სულ რამდენიმე დღეა, რაც პეტ-ის განყოფილება გაიხსნა, შეძენილია ბოლო თაობის მრ-და კტ-ტომოგრაფები და სხვა მრავალი.
– რამდენად კარგადაა განვითარებული ენდოსკოპიური მიმართულება საქართველოში?
– მხოლოდ აპარატურა არაფერს ნიშნავს თუ მასთან არ მუშაობს პროფესიონალი, მომზადებული ექიმი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენდოსკოპისტის მომზადებას, რასაც მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი-ორი წელი მაინც სჭირდება, ხოლო საქართველოში, რატომღაც, ეს პროცესი სულ რამდენიმე თვე გრძელდება, იმ ფონზე, როცა ძალიან მწირია საჭირო ქართული ლიტერატურა, მოსამზადებელი პროგრამები და სხვა, მაღალკვალიფიციური ენდოსკოპისტების ნაკლებობას საქართველო ნამდვილად არ განიცდის, თუმცა საჭიროა ყოველდღიური მუშაობა საკუთარი პროფესიონალიზმის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ  ყოველწლიურად  ჩავატაროთ კონგრესები, და მათ, ვისაც არ აქვთ საზღვარგარეთ წასვლის დრო, მივცეთ საშუალება, დაესწრონ და მოუსმინონ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც სულ რაღაც 20-წუთიან მოხსენებაში გვაძლევენ ძალიან საჭირო და ზუსტ ინფორმაციას ენდოსკოპიის თანამედროვე პრობლემურ და საინტერესო საკითხებზე.  ბევრი კლინიკა ყიდულობს აპარატურას და ეს დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ მეორე საკითხია მისი ათვისება და სწორად, ზუსტი დიაგნოზის მისაღებად გამოყენება.  ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იღებს მონაწილეობას ამ საკითხების გადაწყვეტაში და იმედი გვაქვს, მომავალშიც დაგვეხმარება მრავალი პრობლემის მოგვარებაში (თანამედროვე ენდოსკოპიური განყოფილების სტანდარტიზაციის, ენდოსკოპიის რეზიდენტურის მომზადების, ლიცენზირების, კვალიფიკაციის ამაღლების, ქართული ტერმინოლოგიის საკითხების გადაწყვეტა).
– რა უპირატესობა აქვს ენდოსკოპიურ მიმართულებას?
– ენდოსკოპიის  მეშვეობით შეგვიძლია, პირდაპირ, ყველაზე ზუსტად დავინახოთ კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი გზების ნებისმიერი სიდიდის ანთებად-დეგენერაციული და ონკოლოგიური დაზიანება, მათ შორის, ეს მეთოდი გვეხმარება სიმსივნური წარმონაქმნების უჯრედულ დონეზე აღმოჩენაშიც. ეს უკანასკნელი გვაძლევს საშუალებას, ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ დაავადება, რაც თავის მხრივ, ამარტივებს ენდოსკოპიური და ქირურგიული მკურნალობის პროცესს.
– როგორია პაციენტებთან ურთიერთობის პროცესი?
– როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან, მას აქვს პრობლემა და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს სწორი კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის. პაციენტიც თავის მხრივ, უნდა დაეხმაროს ექიმს მუშაობაში, რაც ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით გამოიხატება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს ზუტი და ამომწურავი ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ. პაციენტებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული პროცესია, ყველასთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. თუმცა, როდესაც პროფესიულ არჩევანს აკეთებ, შენ უკვე მზად ხარ ამისთვის და ფაქტობრივად, თავი გაქვს გადადებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც შენი დახმარება სჭირდება.
– როგორ წარმოგიდგენიათ ენდოსკოპიური მიმართულების მომავალი?
– როგორც სადიაგნოსტიკო, ისე სამკურნალო ტექნოლოგიები მიდის ნანოტექნოლოგიებისაკენ და დარწმუნებული ვარ, რომ სულ რაღაც 10-15 წელში ჩვენს პრაქტიკაში დაინერგება დღეისთვის, ჯერ კიდევ, ფანტასტიკური ტექნოლოგიები
скачать dle 11.3