კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ბორის ბედიას ანეკდოტები

სვანი შედის აფთიაქში და ფარმაცევტს ეუბნება:
– შავი პრეზერვატივი მომეცით!
– შავი არ გვაქვს და თეთრი არ წავა?
– რას ამბობთ, ქალმა გუშინ ქმარი დამარხა და თეთრი პრეზერვატივით მივადგე?
***
ოჯახში, მამა ადგენს შვილის ქორწილის სტუმრების სიას. უმცროსი შვილი ეუბნება:
– მამა პეტრეს უნდა დავუძახოთ, ნათესავია ჩვენი... მამა გიორგისაც უნდა დავუძახოთ, ჩემი მოძღვარია და თან, ჯვარს ეგ წერს ჩემს ძმას.
უცბად, ცოლი გამოხტა სამზარეულოდან:
– მამა ვახტანგისაც დაუძახეთ აუცილებლად, ოჯახის ახლობელია.
– რა იყოთ, გამაგებინეთ, ქორწილია თუ სინოდის სხდომა?
***
მეგრელი გურულს სტუმრობს. რომ შეთვრებიან, მეგრელი ეკითხება:
– ძაღლი თუ გყავს, პატენი?
– არა, რაია რო?
– ასეთი ლამაზი ცოლი რომ გყავს, აუცილებელია!
ცოტა ხნის მერე, გურული ესტუმრება მეგრელს. ეზოში უშველებელი ნაგაზი აბია. დიასახლისმა, კაი პურმარილი გააწყო. კარგად რომ შეთვრენ, გურული ეუბნება:
– რავა ვთქვა, ძამა, მარა ტყვილა კი არჩენ ამხელა ძაღლს!
***
ქმარს ცოლი ეჩხუბება:
– როდემდის უნდა სვა, გამაგებინე? ადი სასაფლაოზე გაიარე, რამდენია მკვდარი მაგ დალევით.
მეორე დღეს, ისევ მთვრალი მივა ქმარი. ცოლი, ერთ ამბავს დააწევს.
– მომისმინე, დედაკაცო, ახლა ვიყავი ზუსტად სასაფლაოზე და ყველას ქვაზე აწერია: „შვილებისგან“, „მეუღლისგან“, „მეგობრებისგან“...  იქ მე „ღვინისგანო“ ვერსად წავიკითხე.
***
ქუთაისელმა ოქროს თევზი დაიჭრა და ეუბნება:
– მოკლედ, სამსართულიანი სახლი მინდა და დიდი „ჯიპი“.
– ბატონი ბრძანდებით. ოღონდ, აირჩიეთ: კრედიტით თუ ლიზინგით?
– მომისმინე! შენ აირჩიე: კარაქში გირჩევნია თუ ზეთში!

ნიკა არაბიძის ანეკდოტები

ცოლი სამსახურიდან ურეკავს ქმარს:
– ვაიმე, საყვარელო, ეს რა დამემართა, ლამის თავი მოვიკლა. დილით, წამალი რომ დაგიტოვე მაგიდაზე, ამერია და კუჭში შესაკრავის მაგივრად, დამამშვიდებელი დაგიდე. როგორ ხარ?
– ნუ მოიკლავ თავს, ძვირფასო. დავლიე შენი დატოვებული წამალი, ჩავისვარე, მარა, სულაც არ ვნერვიულობ.
***
ქუჩაში, დგას კაცი და გამვლელებს აკვირდება.
– რას უყურებ, ძია კაცო?
– რას და... ტანზე ისეთებმა გაიხადეს, ზამთარი მომენატრა.
***
პალატის კარზე აკაკუნებენ. შემოდის მედდა, გადახდის საბანს პაციენტს, ჩახდის, გაუპარსავს ერთ ადგილს, გადააბრუნებს, ოყნას  გაუკეთებს, ნემსს, მოკლედ მთელ პროცედურებს მორჩება და მიდის.
პაციენტი: ისა და... ხომ ვერ მეტყვით, შემოსვლისას რაღაზე აკაკუნებდით?
***
კაცი მამაოსთან თხოვნით მივა:
– მამაო, იქნებ წმიდა გიორგის ეს ხატი ცოტა დაბლა დაკიდოთ, ვერ ვწვდები და მოვკვდი ამ გველეშაპის კოცნით.
***
გურიაში „უცნობის“ კონცერტია და გამოაკრეს აფიშა – „ვინცხა“.скачать dle 11.3