კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს და მე კი, უნდა ვითმინო, რომ გათხოვილი ქალი მერქვას

ალბათ, დღეს, საყვარლის თემა არავის უკვირს. ამბობენ კიდეც, მერე რა, თუ კაცს ცოლიც ჰყავს და საყვარელიც, კაცია და ეპატიებაო. მაგრამ, დამიჯერეთ, ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერ აღვწერ ცოლისთვის – პატიოსანი, მეოჯახე ქალისთვის, ეს რას ნიშნავს, როგორი შეურაცხყოფა და აბუჩად აგდებაა. ისეთი ცოლქმრული ურთიერთობა გვქონდა, ვინმეს რომ ეთქვა, რეზოს საყვარელი ჰყავსო, თავს გავუტეხავდი, მაგრამ ჩემი თვალით წავიკითხე, მის მობილურ ტელეფონში, სასიყვარულო მესიჯები. გეფიცებით, არასდროს მიფიქრია, ქმრის ტელეფონი ამეღო და ზარები მენახა ან შეტყობინებები წამეკითხა. უკვე 19 წელია, რაც ოჯახი გვაქვს და თვალდახუჭული ვენდობოდი. თან, არც ეტყობოდა, რომ ცოლის პარალელურად, სხვა ქალი ჰყავდა – არც სამსახურიდან დაუგვიანია, არც რაიმეზე უთქვამს ჩემთვის უარი, სრულფასოვანი ინტიმური ურთიერთობაც გვქონდა და ოჯახური იდილიაც. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ სხვა ქალში გამცვლიდა. რომ წავუკითხე თავისივე მიწერილი და იმ ქალბატონის მოწერილი ტექსტები ტელეფონში, არ დაუმალავს, მშვიდად მითხრა, რა ვქნა, მყავს სხვა ქალი, მაგრამ, ხომ იცი, მე შენ მიყვარხარო. რას ნიშნავს ეს? ვლანძღე, ვუყვირე, არაკაცი ვეძახე.... გავიკეტე კარი და ჩემს დაქალთან წავედი და იმ ღამით იქ დავრჩი. არც ბავშვები მახსოვდა და არც მამამთილ-დედამთილი, ისეთი გაცეცხლებული ვიყავი. მეორე დღეს, დილით დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მშვიდად დავილაპარაკოთო. კაფეში შევხვდი. ვიფიქრე, დაველაპარაკები გაშორებაზე და თავად გადაწყვიტოს, რას იზამს-მეთქი. ის კი, პირიქით, მე მამტყუნებდა, რა სკანდალი მოაწყვე, რა მოხდა, ხომ არაფერს გაკლებ, იმასთან, უბრალოდ, ვერთობიო. ამხელა კაცს სულ გამოელია ჭკუა ან მე მთვლის დებილად. რას ჰქვია ერთობა? დარწმუნებული ვარ, იმას ეუბნება, ცოლი არ მიყვარს, შენ ხარ ჩემი მზე და მთვარეო. მოკლედ, გაშორების კატეგორიული წინააღმდეგია: რას იტყვის ხალხი, გინდა, მოხუცი მშობლები გადაყვნენ ამ ამბავს და შვილები სხვისი სალაპარაკო გახადოო. თან, მეუბნება, შენ გამთხოვებელი აღარ ხარ, გათხოვილი ქალის სახელი გაქვს და განათხოვარს კი იცი, კაცები როგორც უყურებენო. აღარ ვიცი, რა წყალში გადავვარდე. ნამდვილად მრცხვენია შვილების, ოჯახის წევრების, მაგრამ უფრო იმაზე ვდარდობ, რომ გავშორდე, დაიწყება ჭორაობა – აი, სხვა ქალი ჰყავს, ეს არ ჰყვარებია, სიყალბეში იცხოვრესო და ათას კუდს მოაბამენ. ჩემი დედამთილ-მამამთილი, ზუსტად ვიცი, ჩვენს გაშორებას ვერ გადაიტანენ. ერთი შვილი ჰყავთ და მე, როგორც ქალიშვილი, ისე მიმიღეს. წლებია, ზედმეტი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, წყენაც კი არ მახსოვს მათგან. იმის გამო, რომ გათხოვილი ქალის სახელი მქონდეს და იმაზე ვიფიქრო, ვინ რას იტყვის, დარჩენილი სიცოცხლე მოღალატე ქმართან უნდა გავატარო, რომელიც იმ დღიდან შემძულდა, როცა გავიგე, სხვა ქალზე გამცვალა. ერთი წუთითაც არ ვიდარდებ, აკრიფავს თავის ნივთებს და საცხოვრებლად მასთან გადავა. მაგრამ, ზუსტად ვიცი, ოჯახს არ დაანგრევს და იმ ქალთან მალულად მაინც იძრომიალებს. ვერ აღვწერ, რა დამცირებაა ცოლისთვის, როცა იცი, შენი ქმარი სახლში, სხვა, ნაფერები ქალის სურნელით მოდის.
ნინო, 44 წლის.скачать dle 11.3