კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: როგორ გამოვიყენო თმისთვის ღამის მკვებავი საშუალებები? მაქვს თმის ბოლოები გაყოფილი და მითხრეს, ეს გიშველისო.
პასუხი:
ცოტა ქალი თუ იყენებს ღამის მკვებავებს თმისთვის. არადა, თითქმის ყველა ცნობილ ბრენდს აქვს ასეთი პროდუქცია. ასეთი კრემები, თმის მთელს სიგრძეზე უნდა წაისვათ და არა მხოლოდ თმის ძირებზე. ამ დროს თმა სუფთა და ოდნავ ნესტიანი უნდა გქონდეთ. თმაზე მოიხვიეთ პირსახოცი ან დაიხურეთ ქუდი, ისე რომ თმის ღერები არ დაიჭიმოს და მთელი ღამის განმავლობაში გაიჩერეთ. დილით კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. თმა გლუვი და ბზინვარე იქნება. თუ თმის ბოლოები გაყოფილი გაქვთ, ალოეს ნიღაბს მიანიჭეთ უპირატესობა.
კითხვა: შეიძლება თუ არა SPF-ის შემცველი კრემის გამოყენება დაბანის შემდგომ, ღამის საათებში? ხომ არ დამიზიანებს ის კანს?
პასუხი:
კანი არ საჭიროებს მზისგან დაცვას ღამით, მაგრამ ინგრედიენტები, რომლებიც ულტრაიისფერ სხივებს აბრკოლებს, არ არის ზიანის მომტანი კანისთვის, ამიტომ, ასეთი კრემის გამოყენება ღამითაც შეიძლება.
კითხვა: რა პერიოდშია კარგი წარბების გაკეთება – დილით თუ საღამოს?
პასუხი:
წარბები საღამოს უნდა მოიწესრიგოთ, მას შემდეგ, რაც პირს დაიბანთ და სახიდან მაკიაჟს მოიცილებთ. წარბების ამოქნით კანის უჯრედები იხსნება და უფრო მეტი შანსია, მასში ბაქტერიები შეიჭრას. მაქსიმალურად მოერიდეთ ამ ადგილას კანის გაღიზიანებას.
კითხვა: მართალია, რომ ძილის დროს ცხიმები იწვება? მიჭირს წონაში დაკლება და ეს იმასთან ხომ არ არის კავშირში, რომ ძილი არ მყოფნის და სულ გამოუძინებელი ვარ?
პასუხი:
ძილის დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც ცხიმების წვას უწყობს ხელს. არასრულფასოვანი ძილი კი, რასაკვირველია, წონაში დაკლებას აფერხებს და ნერვულ სისტემაზეც უარყოფითად მოქმედებს.

скачать dle 11.3