თუ ზღვაზე გარუჯვას აპირებთ... » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№29 თუ ზღვაზე გარუჯვას აპირებთ...

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ზღვის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტიური ხდება რუჯის მიღება. თუმცა, სანამ გარუჯვას გადაწყვეტთ, მოგაწვდით რეკომენდაციებს უსაფრთხოდ გარუჯვის შესახებ.
მზის სასარგებლო თვისებები სწორად და დოზირებულად უნდა გამოიყენოთ. მზის სხივები ერთგვარი წამალია, საოცარ გამაჯანსაღებელ ეფექტს იძლევა, თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი წამალი, სწორი დოზით გამოყენებას მოითხოვს. გარუჯვის ოპტიმალურ დროდ  დილის 9:00-11:00 საათი და 17:00-18:30 ითვლება. ღრუბლიანმა ცამ არ მოგატყუოთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუ მზე ღრუბლებს ეფარება, მისი ბიოგენური აქტივობა წყდება. არადა, ღრუბელი მზის სხივების 50 პროცენტს ატარებს. მზის  ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ზღვაში ბანაობის დროსაც  გრძელდება. წყლის ზედაპირზე გაშიშვლებული სხეული უფრო მეტად სხივდება, ვიდრე ხმელეთზე, ვინაიდან წყლის ზედაპირი მზის სხივების მნიშვნელოვან ნაწილს ირეკლავს.
მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი, არადოზირებული გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, მზით დამწვრობა განვითარდეს. ამ დროს, ვითარდება კანის მკვეთრად გამოხატული სიწითლე, მტკივნეული შეშუპება, დაჭიმულობისა და წვის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები პირველი ხარისხის დამწვრობას შეესაბამება. კიდევ უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური დასხივების შემთხვევაში, სითხით სავსე თხელკედლიანი ბუშტუკები წარმოიქმნება. ასეთ შემთხვევაში, კანის ადგილობრივი რეაქციის გარდა, თავს იჩენს  ორგანიზმის გადახურებისთვის  და მზის დაკვრისთვის დამახასიათებელი ზოგადი ჩივილები, კერძოდ: ციებ-ცხელება, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე.
მზით დამწვრობისგან განვითარებული კანის ზედაპირული დაზიანების დროს წყალში ხსნად ფუძეზე დამზადებული დამწვრობის საწინააღმდეგო ადგილობრივი კრემები, ლოსიონები და გელები იხმარეთ. ჩამოსაბანად კარგია ბავშვის საპნის გამოყენება. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები. ტკივილის შემთხვევაში, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი. გამოიყენეთ სხეულის გამაგრილებელი საფენები, გამაგრილებელი მალამოები, საჭიროების შემთხვევაში – ანტიჰისტამინური პრეპარატები. დაუშვებელია დამწვრობის შედეგად განვითარებული ბუშტუკების ხელოვნურად გახეთქვა, ვინაიდან ამ დროს  დიდია ინფიცირების რისკი.
სხეულზე თითებით ზეწოლის შემდეგ თეთრი ლაქის გაჩენის შემთხვევაში, პლაჟი სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ.
გარუჯვის წინ, აკრძალულია სხეულის საპნით დაბანა, კანის სხვადასხვა ლოსიონებით დამუშავება  და სუნამოს დაპკურება. საპონი კანის დამცავ ბარიერს არღვევს  და  ცხიმის დამცავ ფენას აცილებს, ხოლო, ლოსიონები და სუნამოები, კანს ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარეს ხდის, რამაც შეიძლება, არათანაბარი ნარუჯისა და ყავისფერი ლაქების გაჩენა გამოიწვიოს.
გარუჯვის წინ, ტუჩზე დაიტანეთ დამცავი ფილტრის შემცველი უფერო, ჰიგიენური საცხი.
მზისგან დაცვისა და კანის  დარბილების მიზნით აკრძალულია მინერალური ცხიმების – ვაზელინის ან გლიცერინის გამოყენება, რადგან კანზე ისინი მცირე ზომის შემკრები ლინზების ეფექტს  ავლენენ, რამაც, საბოლოოდ, დამწრობამდეც კი შეიძლება მიგიყვანოთ.
პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ, აუცილებელია შხაპის მიღება და მზისგან დამცავი კრემის ჩამობანა, რის შემდეგაც სხეულზე დამამშვიდებელი და მკვებავი კრემი უნდა დაიტანოთ.
რაც უფრი ღია კანი აქვს ადამიანს, მით უფრო მაღალი დამცავი ფილტრის შემცველი საშუალებები უნდა გამოიყენოს. მზისგან დამცავი საშუალების შერჩევის დროს, ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს, მასზე მითითებული იყოს  UVA+UVB დაცვა და WATERPROOF, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემი მზისგან დაცვის ფართო სპექტრით ხასიათდება და  წყლისადმი მდგრადია.
რუჯის მიღება არ შეიძლება უზმოზე ან უშუალოდ კვების შემდეგ. გარუჯვის დროს კი, არაა სასურველი უმოძრაოდ ყოფნა, ვინაიდან მოძრაობა კანში ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს,  რაც რუჯის სწრაფად  და თანაბრად  მიღების საშუალებას მოგცემთ.скачать dle 11.3