კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 საბედისწერო სამკუთხედი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

აგათა კრისტი

​ერკიულ პუარო მაშინვე მიხვდა, რომ ამ ადამიანებს შორის ყველაფერი წესრიგში არ იყო. როდოსზე დასასვენებლად ჩავიდა, მაგრამ მისი ტვინი მაინც ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. ქალი ძალიან ლამაზი იყო – საფრთხის შემცველ სილამაზეს რომ ეძახიან, ზუსტად ისეთი. „შანელის“ საცურაო კოსტიუმში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ორმოცს გადაცილებული იყო, მაგრამ მისი სხეული ისეთ ჯადოსნურ ვნებას ასხივებდა, გვერდით გულგრილად ვერ ჩაუვლიდა კაცი. ვალენტინა დეკრე – მისის ჩენტრი, ძვირად ღირებულ კურორტზე თავის მეოთხე ქმართან, კაპიტან ჩენტრისთან ერთად იყო. წინა სამი ქმრიდან მხოლოდ ერთმა – ავტომრბოლელმა დააქვრივა. დანარჩენებს გაშორდა და საკმარისზე ბევრი ფულიც მიიღო. ავტომრბოლელის გარდა, იყო ბანკირისა და ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის მეუღლე. პუარო საუზმეზე ჩუმად ადევნებდა თვალს, როგორი შურით უმზერდნენ მას ქალები – პამელა და მისის ლოული,  ახალგაზრდა ქალბატონები. სასტუმროში მათ გარდა იყო რამდენიმე ხანდაზმული წყვილი ინგლისიდან, ასევე, გადამდგარი მაიორი, პუაროს დიდი ხნის ნაცნობი – დელაგრე. ახალი მობინადრეები ჩამოსვლისთანავე შეამჩნიეს. მისტერ კამერონ დუგლას გოლდი და მისი მეუღლე – ემა გოლდი ახალდაქორწინებულებიც კი ეგონა, მაგრამ პუარომ უთხრა, ხუთი-ექვსი წლის ცოლ-ქმარი იქნებაო. ასეც აღმოჩნდა. ქმარი – ცოტათი გონებაჩლუნგი, მაგრამ შესანიშნავი გარეგნობის, ნამდვილად ჰგავდა სასიყვარულო რომანების გმირს. ეცვა თანამედროვედ და გამომწვევად. ცოლი, ერთი შეხედვით კარგი გარეგნობის იყო, რომ იტყვიან – ყველაფერი თავის ადგილას ჰქონდა, თუმცა ცოტათი უფერულად გამოიყურებოდა. მით უფრო, მისის ჩენტრის ფონზე. ჭკუა და განათლება სახეზე აღბეჭდვოდა. მაგრამ ეტყობა, მის ქმარს ლამაზები და შტერები უფრო ხიბლავდა. თვალს არ აცილებდა შეზლონგზე წამოწოლილ ვალენტინას. პუაროს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ფარული თვალთვალი... ის, თუ როგორ აკვირდებოდა დუგლას გოლდს.
– აქ უკვე საშიშია ყოფნა. ღრუბელი მოგროვდება და ჭექა-ქუხილი ატყდება, – გადაუჩურჩულა პუაროს პამელამ, – გავერთობით.
დეტექტივმა თავი გადააქნია.
- შეიძლება, გასართობად აღარც გვქონდეს საქმე. სამკუთხედი ყოველთვის საშიშია. თან, ეს ქალი ნამდვილ მონადირე ვეფხვს ჰგავს.
– მისტერ პუარო, ალბათ, გინდოდათ გეთქვათ – კაცებზე მონადირე ვეფხვს... – გადაიკისკისა პამელამ, – შეხედეთ, შეხედეთ, როგორ აკვირდება. ცდილობს, რაიმე მიზეზით საუბარი წამოიწყოს მასთან. გასარუჯი ფლაკონიც მიაწოდა – გახსნას სთხოვს. პირველი ძაფები გაბმულია. ცოლი ამ დროს ზღვაში ცურავს და ქმარს ხელებს უქნევს. მდა... რას იტყვით, მუსიე პუარო.
– რა უნდა ვთქვა, ჩემო გოგო. მე მოვლენების მსვლელობას ვერ შევაჩერებ და შემიძლია, მხოლოდ რჩევა მივცე.
– რჩევა – ვის?
– ვფიქრობ, რომელს უფრო სჭირდება, – ჩაილაპარაკა პუარომ და ქვიშაზე  სამკუთხედის ხაზვა განაგრძო...
მეორე დღეს ყველასთვის გასაგები გახდა, რომ დუგლას გოლდს ცოლი საერთოდ აღარ აინტერესებდა. გვერდიდან არ სცილდებოდა ვალენტინას, რომლის ქმარიც დაუფარავი სიძულვილით უმზერდა. მის გოლდი ჯერ არ იმჩნევდა, თუმცა პუაროს მხედველობიდან არ გამოჰპარვია მისი დაწითლებული და ოდნავ შესიებული თვალები. დილით კი, ვერანდაზე მჯდარი დაინახა. ქალი საქარგავზე იყო თავდახრილი, მხრები საეჭვოდ უცახცახებდა. პუარომ ყავა აიღო და ვერანდაზე გავიდა.
– შეიძლება, თქვენ გვერდით ჩამოვჯდე? – თავაზიანად ჰკითხა ქალს და გაუღიმა.
– დიახ, რა თქმა უნდა, მისტერ პუარო... აი, ვქარგავ. აქ ისეთი სიმშვიდეა...
– ჰო, სიმშვიდე ნამდვილად არის. თქვენი ქმარი სად არის, მადამ?
– დუგლასი ძალიან კეთილია, მან მორის ჩენტრი წაიყვანა ქალაქის ძველი კედლის სანახავად. მე ნანახი მაქვს. როდოსზე ადრეც ვყოფილვარ.
– კარგად ცურავთ. ორი დღეა, გაკვირდებით. წყალში ისე ხართ, როგორც თევზი.
– ჰო. დუგლასიც ასეა. თუმცა, რატომღაც იზარებს ცურვას და წყალში ხშირად არ ჩამოდის.
– მისის ჩენტრიზე რას იტყვით?
ქალმა ამოიოხრა და მხრები აიჩეჩა.
– ლამაზია, მაგრამ ძალიან სულელი. მე რომ კაცი ვიყო, ასეთი ქალისგან ძალიან შორს გავიქცეოდი.
– გირჩევთ, ქმარს ხელი მოჰკიდოთ და აქედან გაემგზავროთ, – უთხრა პუარომ მოულოდნელად.
– თქვენ ფიქრობთ, რომ საქმე ასე ცუდად არის.
პუარომ თავი დაუქნია:
– დიახ, მადამ. კიდევ უფრო ცუდად იქნება, თუკი ჩემს რჩევას არ დაუჯერებთ და არ გაემგზავრებით.
– ჰო, მაგრამ დუგლასი არ გამომყვება. ის მთლიანად შეპყრობილია ამ ქალით. ო, მესიე პუარო, არ ვიცი, რა მელოდება. შვიდი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ასეთი საფრთხის წინაშე პირველად აღმოვჩნდი.
– გაემგზავრეთ, მადამ, გაემგზავრეთ.
საღამოს ბარში მისტერ ჩენტრიმ და პუარომ ბილიარდი ითამაშეს. ჩენტრის ცოლი და დუგლასი ისევ სასეირნოდ იყვნენ. ამჯერად მათთან ერთად პამელაც იყო. ბარმენმა შეკვეთებისთვის ჩამოიარა. მისის გოლდმა ფორთოხლის ლიქიორი შეუკვეთა, კაპიტანმა – ჩენტრიმ „ვარდისფერი ჯინი“, პუარომ – თავისი საყვარელი ალუბლის ლიქიორი. სასმელი ჯერ გასინჯულიც არ ჰქონდათ, რომ ბარში მხიარული სახეებით სეირნობიდან დაბრუნებულები შემოცვივდნენ. დუგლასმა ქალბატონებს სავარძლები შესთავაზა და სასმელის შესაკვეთად ბარმენი იხმო.
– დუგლას, მე საშინლად მწყურია. ჩემი ქმრის „ვარდისფერი ჯინი“ მომაწოდე, თუ შეიძლება.
დუგლასმა ქალს ჯინი მიაწოდა და ამ დროს ჩენტრიმაც იფეთქა.
– თავი დაანებე ჩემს ცოლს, სანამ ცოცხალი ვარ, ვალენტინას ვერავინ მიეკარება. მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ! – ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
პუაროსა და ქალების ძალისხმევით სკანდალი ჩაცხრა და მისის ჩენტრის თავისი ჯინის დალევის საშუალება მიეცა. პირველივე ყლუპი საბედისწერო აღმოჩნდა. ქალს სუნთქვა შეეკრა, გალურჯდა და სული დალია. ყველამ მაშინვე დუგლასზე მიიტანა ეჭვი, რომ მას კაპიტნის მოწამვლა უნდოდა და შეცდომით დაალევინა საწამლავი სასურველ ქალს. მხოლოდ პუარომ გახსნა „სამკუთხედის ჯაჭვი“. როცა პოლიცია მოვიდა, მან მკვლელობის სრული სურათი წარმოადგინა:
სამკუთხედის მთავარი „წვერები“ მისის გოლდი და კაპიტანი ჩენტრი იყვნენ. კაპიტანს დიდი ხანი ყელში ჰყავდა ცოლი ამოსული, მაგრამ მასთან გაყრა და ფულის გაყოფა არ უნდოდა. მისის მარჯორი გოლდისთან ურთიერთობა როდოსზე ჩამოსვლამდე ჰქონდა. ეს მათ შორის იყო რომანი და ორივე კარგად თამაშობდა გულმოკლული, ნაღალატევი მეუღლეების როლს. მკვლელობა კი ქალმა ჩაიდინა. მან ჩაუყარა საწამლავი მისის ჩენტრის, როცა კაპიტანმა ჩენტრიმ აყალ-მაყალი ატეხა. ქალმა დანაშაული აღიარა. მას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.
პუარომ ამოიოხრა:
– მისის, მე გთხოვეთ, გამგზავრებულიყავით. დარწმუნებული ვიყავი, რომ უკან კაპიტანი გამოგეკიდებოდათ და არა თქვენი ქმარი. რისთვის ჩაიდინეთ მკვლელობა? როგორც ჩანს, კარგად ვერ აგიხსენით საფრთხეები...


скачать dle 11.3