კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა წერილი მისწერა ლენინს 19 წლის სტალინმა სტოკჰოლმში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სტალინი იატაკქვეშა ბოლშევიკებისთვის ფულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. მაშინ ჯერ კიდევ „კობად“ წოდებული სოსო ჯუღაშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვებდა სოლიდურ თანხებს, რაც ემიგრაციაში მყოფი ლენინისა და სხვა ბოლშევიკებისთვის იყო განკუთვნილი. პროფესორი ვარლამ სინელნიკოვი წერს: „ანტიცარისტული ბოლშევიკური მოძრაობა ლენინს ძალიან ფართოდ ჰქონდა გაშლილი არა მარტო უკიდეგანო რუსეთის იმპერიაში, არამედ მთელს ევროპაში. ამ მოძრაობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი პროპაგანდა-აგიტაცია იყო, რაც ძირითადად, მოსახლეობაში ანტისამთავრობო პროკლამაციებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების გავრცელებაში გამოიხატებოდა. ეს საქმე კი სოლიდურ თანხებს მოითხოვდა. სწორედ ამ თანხის მოპოვებაზე ზრუნავდა „კობა“ (სტალინი) და მისი რაზმი ჯერ კიდევ ბოლშევიკური მოძრაობის გარიჟრაჟზე და რომ არა სტალინის ძალისხმევა, დიდი ალბათობით, ბოლშევიკური მოძრაობა საწყისშივე ჩაკვდებოდა...“
ისტორიის დოქტორმა, ამერიკელმა საიმონ კელიმ ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში გამოიკვლია ბოლშევიკური მოძრაობის ისტორია 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამდე და გამოჩენილი ბოლშევიკები (მათი წვლილის მიხედვით) ათბალიანი სისტემით შეაფასა. საგულისხმო ფაქტია, რომ კელის შკალით, მაქსიმალური ქულები მხოლოდ ლენინმა და სტალინმა დაიმსახურეს. პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: 1) ლენინი – 10; 2) სტალინი – 10; 3) ორჯონიკიძე – 8; 4) მახარაძე – 8; 5) ტროცკი – 8; 6) სვერდლოვი – 8; 7) ბუხარინი – 7; 8) კამენევი – 7; 9) ზინოვიევი – 7; 10) კიროვი – 7.  საიმონ კელი წერდა: „მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მარქსისტთა ლენინური ჯგუფი იყო ერთ-ერთი იმ უამრავი პარტიათაგანი, რომლებიც ბუზებივით მომრავლდნენ ცარისტულ რუსეთში. თანაც, ლენინის ჯგუფი საკმაოდ მცირერიცხოვანი და ნაკლებგავლენიანი იყო სხვებთან შედარებით... იყო, სანამ ამ მოძრაობას სტალინი არ შეუერთდა. ჩემი გამოკვლევებით დავადგინე, რომ ბოლშევიკურ მოძრაობაში სტალინი 19 წლის ასაკში, 1899 წლის იანვარში ჩაება. ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილი მაშინ, ჯერ კიდევ, პირადად არ იცნობდა ვლადიმირ ლენინს. თუმცა, მის არცერთ ნაშრომს არ ტოვებდა წაუკითხავს და მის იდეებს მხურვალედ უჭერდა მხარს (ამ ფაქტს თავად სტალინი უსვამს ხაზს მისსავე თხზულებებში). 1899 წლის მაისში სტალინმა პირადი წერილი მისწერა სტოკჰოლმში  მყოფ ლენინს და ფილიპე მახარაძეს გაატანა. ამ წერილის შინაარსი წარმოადგენდა სტალინურ გეგმას, თუ როგორ უნდა აღორძინებულიყო და განვითარებულიყო ლენინის მომხრეთა მოძრაობა, რომელიც ფაქტობრივად, სულს ღაფავდა, განსაკუთრებით – კავკასიაში. აი, ამ წერილის ფრაგმენტი: „ძვირფასო ვლადიმირ ილიჩ, მიუხედავად ჩვენი მოძრაობის პროგრესულობისა, ჩვენი მომხრეთა რიცხვი, ფაქტობრივად, არ მატულობს და ჩემი აზრით, ამისი მთავარი მიზეზია ის, რომ არ ხდება ჩვენი წამოწყების ფართო მასებში სათანადოდ გავრცელება. ამიტომ, გთავაზობთ, შევქმნათ საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც თანხებს მოიძიებენ, „წურბელა კაპიტალისტებს“ აართმევენ ხალხის ფულს და ხალხისვე სასიკეთოდ გამოიყენებენ მას. „სასიკეთოდ გამოყენებაში“ ვგულისხმობ ფართო სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მოძრაობას და ეს საქმე, ჩემი აზრით, სასწრაფოდ ასაწყობია...“ ლენინმა, უკვე ჟენევიდან, ფილიპე მახარაძისვე მეშვეობით მისწერა პასუხი თავის გულმხურვალე მომხრეს და ნება დართო, ბოლშევიკების „აღორძინების“ გეგმა აემოქმედებინა“.
ლენინის მიერ ხელდასხმულმა „კობამ“ 1899 წლის მარტის დასაწყისში შეკრიბა თავისი მშობლიური გორის მკვიდრნი (სტალინთან ერთად სულ ხუთნი), რომელთა შორის იყო ადგილობრივი ვაჭრის არშაკ ტერ-პეტროსიანის ვაჟი სიმონი, იგივე – „კამო“. სწორედ მაშინ დაგეგმეს პირველი ექსპროპრიაცია და წარმატებითაც შეასრულეს კიდეც... თავად „კამო“, თავის გამოუქვეყნებელ დღიურში (ეს დღიური 85 წელი საიდუმლო არქივში ინახებოდა და მხოლოდ 2014 წელს განსაჯაროვდა) წერდა: „კობამ“ ილიჩის წერილი წაგვიკითხა, რომელშიც ის მოკითხვას უთვლიდა მას და მის მეგობრებს, ანუ – ჩვენ. შემდეგ სოსომ გვითხრა, რომ ლენინთან და სხვა ემიგრანტებთან ფული იყო გასაგზავნი, რათა მათ შიმშილით არ ამოხდენოდათ სული. ასევე, ფული იყო საჭირო საიდუმლო ტიპოგრაფიისა და იარაღის შესაძენად. ჩვენ ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეტაცებინა სისხლისმსმელი ვაჭრის, არამ პოღოსიანის ძმა რუბენი და არამისთვის ფული მოგვეთხოვა. ასეც გავაკეთეთ. რუბენი თბილისიდან, გოლოვინის (რუსთაველის) გამზირიდან გავიტაცეთ და სოლოლაკში გადავმალეთ. არამს კი წერილი მივუგდეთ და ორი ათასი თუმანი (ოცი ათასი მანეთი) მოვთხოვეთ. არამმა ეს ფული გორის ციხესთან ამოიტანა ღამით, რუბენი კი მეორე დღეს  გავუშვით“.
გორელი ვაჭრის ძმის გატაცება სტალინისა და „კამოს“ პირველი, ეგრეთ წოდებული, „ექსი“ იყო. ასევე „კამოს“ ჩანაწერებიდანაა ცნობილი, რომ ამ თანხიდან 10 ათასი ლენინს გაეგზავნა ჟენევაში ფილიპე მახარაძის ხელით, 8 ათასად გერმანიაში არალეგალური სტამბა  შეიძინეს, რომელიც საქართველოში სერგო ორჯონიკიძემ და ანასტას მიქოიანმა ჩამოიტანეს და სოლოლაკში დაამონტაჟეს (ავლაბრის ცნობილ სტამბაზე დიდი ხნით ადრე), ხოლო 2 ათასი მანეთი ცეცხლსასროლი იარაღების შეძენასა და შემდგომი „ექსის“ მომზადებას დასჭირდა, რომელიც უკვე თბილისში  განხორციელდა... საიმონ კელი წერს: „რა თქმა უნდა, ბოლშევიკები ფულს კრიმინალური ხერხებით შოულობდნენ და ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო, მაგრამ მათ ამართლებდა ის, რომ ამ ფულით ისინი იდეის (თუნდაც მცდარის) განსახორციელებლად იყენებდნენ და სხვა პარტიებივით მეძავებსა და დროსტარებაში არ ფლანგავდნენ. საგულისხმო და დადასტურებული ფაქტია ის, რომ არაერთხელ მომხდარა ისე, სტალინს რამდენიმე ასეული ათასი ჰქონია შენახული პარტიის ფული და დღეების განმავლობაში მშიერი ყოფილა...“
ბოლშევიკური სახელმწიფო დაიშალა და ეს უკვე მომხდარი ფაქტია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ სახელმწიფოს სათავეში იდეური პიროვნებები იდგნენ, რომელთა შორისაც ყველაზე გამორჩეული სტალინი იყო.
скачать dle 11.3