კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა ფაქტორები მოქმედებს მეხსიერების დაქვეითებაზე და რა არის გამოსავალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე



ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მეხსიერებაზე უარყოფითად მოქმედებს ხანგრძლივი ჯდომაა. ხანგრძლივად ჯდომა დიდ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, ვნებს გულს, ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს, რაც შეეხება სხეულს, ტვინთან დაკავშირებით კი, აღინიშნება მეხსიერების პრობლემები, ასევე ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება. ხანგრძლივად ჯდომა განაპირობებს საფეთქლის მედიალური წილის განლევას. აღსანიშნავია, რომ პერიოდულად ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ინტენსიური, ვეღარ ცვლის (ვეღარ ანეიტრალებს) მჯდომარე ცხოვრების თავის ტვინზე მოქმედების მავნე, დამაზიანებელ შედეგებს. საფეთქლის წილის განლევა ასაკოვნებთან ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებასაც იწვევს. მეცნიერთა განცხადებით, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების მჯდომარე წესის არიდება ალცჰაიმერის საპროფილაქტიკო საშუალებაა.
მეხსიერების დაქვეითების გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია სტრესი. კვლევით ნაჩვენებია, რომ ხანმოკლე, ერთჯერადი, ზომიერი სტრესი რამდენადმე ააქტივებს თავის ტვინს, მეხსიერების ფუნქციას და ადამიანს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას აიძულებს. ამ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი რთავს დამცველობით მექანიზმს, რომელიც განაპირობებს სტრესის ჰორმონთა ინტენსიურად გამომუშავებას, ამის გამო ნეირონებს შორის კავშირი და ურთიერთქმედება აქტიურდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის თავის ტვინის ფუნქციობის ეფექტურობას: იმატებს ყურადღების კონცენტრაცია და ადამიანი უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. სრულიად სხვაგვარი ვითარებაა ქრონიკული სტრესის შემთხვევაში, ემოციური არამდგრადობა, მომატებული განგაშის გრძნობა, ღელვა და შფოთი „ანგრევს“ თავის ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. უარესდება მეხსიერების ფუნქცია და ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები. ქრონიკული სტრესის დროს კორტიზოლისა და ეპინეფრინის მუდმივად მომატებული დონე უარყოფითად მოქმედებს ცალკეული ორგანოების ფუნქციურ მდგომარეობაზე. სტრესის დროს ირღვევა თავის ტვინის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებების გამომუშავება და გამოყოფა. კერძოდ:
* ადრენალინის – ამაგზნებელი ნეიროტრანსმიტერია. არეგულირებს ყურადღებას, აგზნებას (მათ შორის – სქესობრივსაც), აზროვნებითი პროცესების კონცენტრაციას. პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლაზე. ადრენალინის მაღალი დონე იწვევს მოუსვენრობას, უძილობას, შიშის გრძნობას, მწვავე სტრესს. ადრენალინის დეფიციტი განაპირობებს წონის მომატებას, აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას. ადრენალინის მარაგი სწრაფად განილევა სტრესების დროს.
* გაემ-ის იმავე გამა-ამინო-ერბოს მჟავის – მნიშვნელოვანი შემაკავებელი ნეიროტრანსმიტერია აქტიურად მონაწილეობს შიშისა და შფოთვის რეგულირებაში, ამცირებს სტრესის გავლენას, დამამშვიდებლად მოქმედებს თავის ტვინზე, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას. სტრესი იწვევს გაემ-ის დეფიციტს.
* ნორადრენალინი – სტრესის კიდევ ერთი ჰორმონია, რომელსაც ამაგზნებელი მოქმედება აქვს. დიდ როლს ასრულებს ყურადღების კონცენტრაციასა და დამახსოვრების პროცესში. სტრესის დროს მისი დონე მკვეთრად იცვლება..
სტრესის გამო იცვლება სისხლში ეგრეთ წოდებული ბედნიერების ჰორმონების – სეროტონინისა და დოფამინის დონეც. ამ უკანასკნელთა როლი კი უმნიშვნელოვანესია დამახსოვრების პროცესის ნორმალურად წარმართვაში. სტრესული დატვირთვა იწვევს სისხლში შაქრის დონის მერყეობასაც. გლუკოზა კი, მოგეხსენებათ, თავის ტვინის ენერგეტიკული წყაროა. ქრონიკული სტრესი, საზოგადოდ, ფიტავს მთელ ორგანიზმს, იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, რაც ხელს უშლის თავის ტვინის სისხლმომარაგებას, შედეგად კი ირღვევა თავის ტვინის ყველა უბნის ფუნქციობა, რაც, ბუნებრივია, მეხსიერების პროცესზეც უარყოფითად აისახება.
მუდმივი შფოთვა, უძილობა, დეპრესიული ფონი, წონის მატება, მაღალი არტერიული წნევა და სხვა ფაქტორები საბოლოოდ აუარესებს მეხსიერებას, მეტიც, ქრონიკული სტრესის გავლენით ადამიანებს არა მხოლოდ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების პათოლოგიებიც ეწყებათ.
სპეციალისტები  გვირჩევენ, მეხსიერებისა და საზოგადოდ, ტვინის ფუნქციობის გასაუმჯობესებლად ყურადღება მივაქციოთ საკუთარ სულიერ მდგომარეობას. თუ თქვენ მუდმივად შფოთავთ, ხშირად გეცვლებათ გუნება-განწყობა, გაწუხებთ უძილობა ძილთან დაკავშირებული სხვა სახის პრობლემები, ვერ აღწევთ თავს დეპრესიულ მდგომარეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად სტრესის ზემოქმედებას განიცდით. ეს კი აუარესებს თქვენს მეხსიერებას.
თავის ტვინზე სტრესის ზემოქმედების შემცირება შეუძლია მხოლოდ ღამის სრულფასოვან ძილსა და სიმშვიდეს, ამისათვის:
* ძილის წინ კარგად გაანიავეთ საძინებელი ოთახი და დაიძინეთ გრილ გარემოში;
* მკაცრად დაიცავით ძილის რეჟიმი;
* თავი შეიკავეთ ძილის წინ ყავის, ჩაისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან;
* მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე (განსაკუთრებით აუცილებელია ძილის წინ გასეირნება);
* საძინებელ ოთახში შეიქმენით კომფორტული გარემო;
* ძილის წინ გამორიცხეთ ტელევიზორის ყურება და კომპიუტერთან მუშაობა.
скачать dle 11.3