კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა იწვევს ფრჩხილის სოკოს და როგორ ვუმკურნალოთ მას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ძირითადად იწვევენ დერმატოფიტები, არადერმატოფიტები და საფუარა სოკოები (Candida species). სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს ფრჩხილის ნებისმიერი ადგილი – ფრჩხილის ფირფიტა, საწოლი, ფუძე. ინფექცია ვითარდება ნელა. პროგრესირებასთან ერთად ფრჩხილი იცვლის ფერს, ფრჩხილის ფირფიტა განიცდის დეფორმაციას, ფრჩხილი და მიმდებარე ქსოვილი სქელდება. ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია უფრო ხშირია მოზრდილ პაციენტებთან. ავადობა პიკს აღწევს 40-60 წლის ასაკში. დაავადების სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. იშვითად გვხვდება ბავშვებთან. ონიქომიკოზი, ანუ სოკოვანი დაავადება, ფეხის ფრჩხილებს უფრო ხშირად აზიანებს, ვიდრე ხელისას. მისი ხელშემწყობი ფაქტორებია:
* მჭიდრო ფეხსაცმელი;
* ნესტიანი გარემო;
* ფეხის მომატებული ოფლიანობა;
* ფრჩხილის მიკროტრავმები და მასში ინფექციის შეღწევა.

დაავადებას არ ახასიათებს სუბიექტური შეგრძნებები. დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტას ეცვლება ფერი, რელიეფი, კანსა და ფრჩხილს შორის ჩნდება სიცარიელე – ონიქოლიზისი, ფრჩხილი დეფორმირდება და იმდენად სქელდება, რომ პაციენტს მისი მოჭრა უჭირს. დაავადებამ შესაძლოა, დააზიანოს ფრჩხილის ერთი გვერდი ან მთელი ფრჩხილი. არ არის გამორიცხული, პარალელურად განვითარდეს კანის სოკო, რომლის ნიშნებია თითებს შორის სისველე, ქავილი, ნახეთქები. ის გადამდებია და გადაეცემა დაავადებული ადამიანის ნივთებთან კონტაქტით. დაინფიცირება შესაძლებელია ზღვაზე, აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სპორტულ დარბაზში, მით უფრო, თუ ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის. მკურნალობის დაწყებამდე  საჭიროა ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექცია, რაც მკურნალობის პერიოდში თვეში ერთხელ უნდა განმეორდეს: რეზინის ხელთათმანების გამოყენებით ფორმალინში, ძმრის 40-პროცენტიან წყალხსნარში ან 1-პროცენტიან ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატში დასველებული ჩვრით ან ტამპონით მუშავდება ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი. შემდგომ ფეხსაცმელი თავსდება პოლიეთილენის პარკში და სადეზინფექციო ხსნარში დასველებული მეორე სუფთა ტამპონი რჩება ფეხსაცმლის შიგნით 24 საათის განმავლობაში. შემდგომ ნიავდება სუნის გაქრობამდე. ყურადღება უნდა მიექცეს იატაკს, აბაზანას, პირადი მოხმარების საგნებს და პერიოდულად ჩატარდეს მათი დეზინფექცია.
დაავადების ასარიდებლად უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები; სწორად შევარჩიოთ ფეხსაცმელი – ის უნდა იყოს თავისუფალი და მოხერხებული, რომ არ დააზიანოს კანი და ფრჩხილები; ჩავიცვათ აუცილებლად ბამბის წინდები და ყოველდღე გამოვიცვალოთ; აუზზე, საუნასა და მსგავს ადგილებში გამოვიყენოთ მხოლოდ რეზინის ღია ფეხსაცმელი.
უნდა ვერიდოთ ფეხშიშველ სიარულს ხალხმრავალ ადგილებში (აუზი, საუნა, ზღვის სანაპირო, სპორტული დარბაზი); არ ჩავიცვათ ვიწრო, ასევე სინთეზური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელები; არ შეიძლება    სხვისი ფეხსაცმლის, თეთრეულის, პირადი ჰიგიენის ნივთების (მაკრატელი, ღრუბელი, პირსახოცი და სხვა) გამოყენება.
ფრჩხილის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებშიც შეიძლება: აიღეთ თანაბარი რაოდენობის 40-პროცენტიანი სპირტი, გლიცერინი, 70-პროცენტიანი ძმარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 15 წუთით. კურსის ხანგრძლივობაა 1 კვირა. რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ, კურსი გაიმეოროთ.
მაგარი ყავა ძალზე ეფექტური საშუალებაა სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად. მოხარშეთ მაგარი ყავა და ჩაყავით მასში ხელის ან ფეხის ფრჩხილები. უკეთესია, თუ პროცედურას ძილის წინ ჩაიტარებთ. სოკო რამდენიმე დღეში გაქრება, კანი კი დარბილდება.
70-პროცენტიანი ძმარი, დიმეთილფტალატი, გლიცერინი და ზეითუნის ზეთი აურიეთ პროპორციებით 2:1:1:1. ამ საცხით ფრჩხილები ყოველდღე უნდა დაიმუშაოთ. დაიტანეთ ბამბის ტამპონებით და გაიჩერეთ 8-10 საათი. ჩამოიბანეთ სარეცხის საპნით. ეს ნარევი შეგიძლიათ, ხელის ფრჩხილების სამკურნალოდაც გამოიყენოთ.
ზაფხულში სასარგებლოა ასფურცელას ფოთლების კომპრესი. ახალდაკრეფილი ფოთლები დაავადებულ თითებზე უნდა დაიფინოთ და ბანდით გადაიხვიოთ.
ფეხის ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ დაავადებული ტერფი ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ ქრისტესისხლას კონცენტრირებულ თბილ ნახარშში. ფეხის აბაზანებთან ერთად, რეკომენდებულია დღის განმავლობაში დაზიანებულ ფრჩხილზე კომპრესების დადება.скачать dle 11.3