კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლობა დონორობას?
პასუხი:
მოგეხსენებათ, სხვადასხვა სექტანტები ეწინააღმდეგებიან დონორობას – სისხლის გადასხმას. თუმცა, სინამდვილეში, დონორობა კეთილი საქმეა, როდესაც მას მოყვასის სიყვარულით ვიქმთ.
კითხვა: მე წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილი ჩემებურად მესმის. ზოგჯერ დავაც კი მომსვლია მორწმუნე მრევლში მათი განმარტებების დროს. როგორ გავიგოთ ბიბლია მართებულად?
პასუხი:
როგორც ეგნატე ბრიანჩანინოვი შეგვაგონებს: „ნუ გაკადნიერდები, თავად განმარტო სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები. სულიწმიდა განმარტავს მათ წმიდა მამების მეოხებით: ხოლო ღვთის სიტყვა, სიტყვა ხსნისა, კადნიერი განმმარტებლისთვის იქცევა მომაკვდინებლად, ორლესულ მახვილად, რითაც ისინი განიგმირავენ თავს მარადიული დაღუპვისთვის“. ამიტომ წმიდა წერილის განმარტებისთვის წმიდა მამათა თხზულებებს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ხშირად ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანს ვერ ვეხმარები და შემდეგ ამაზე ძალიან ვდარდობ. თუ არსებობს მოწყალების გაღების რაიმე წესი?
პასუხი:
შემოსავალს ადამიანს უფალი აძლევს და გაცემულ სიკეთეს სიკეთითვე უბრუნებს. ასე რომ, თუ სამოწყალო თანხა ყოველთვის გადადებული გექნებათ, თქვენ ამით არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით, მოგემატებათ. ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ გაიღოს მოწყალება – ზოგმა თანხით, ზოგმა – რაიმე სხვა სიკეთით. ვისაც არ აქვს სამოწყალო თანხა, შეუძლია, ღვთისთვის სათნო სხვა საქციელით გაიღოს მოწყალება. თუ  ფული არ გაქვთ, მშვიდად ჩაუარეთ მათხოვრებს და დალოცეთ ისინი – ღმერთმა გიშველოთო.
კითხვა: ხშირად უნდა ვიკითხოთ თუ არა „ფსალმუნები“?
პასუხი:
„ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. წმიდა მამათა გადმოცემით: ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით სული ცოდვებისგან განიწმინდება. ასე რომ, ხშირად იკითხეთ „ფსალმუნები“.
კითხვა: რა უმთავრესი მოვალეობა გვაკისრია გარდაცვლილთა მიმართ?
პასუხი:
ჩვენი უმთავრესი მოვალეობა გარდაცვლილთა სულის საცხონებლად არის ლოცვა. ასევე, მოწყალების გაღება ღარიბ-ღატაკთათვის, გარდაცვლილთა მოხსენიება და პანაშვიდის გადახდა ეკლესიაში მათ სახელზე.скачать dle 11.3