კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გაცილებით მიმზიდველი, ვიდრე მაკიაჟი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ბევრ ქალს მიაჩნია, რომ მომხიბვლელობის გასაღები კარგი მაკიაჟია. ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე უამრავმა ფაქტორმა იმოქმედა. გარეგნობაზე მთავარი აქცენტები სპეციალურად გაკეთდა და მასმედიაც მხარს უჭერს ამ დამოკიდებულების გაღვივებას. სინამდვილეში ეს ბიზნესია, რომელშიც დიდი რაოდენობის ფული ტრიალებს. სწორედ ამიტომაც, ისინი ყველანაირად არწმუნებენ ქალებს, რომ მაკიაჟი მათი მომხიბვლელობის გარანტია. სინამდვილეში, სილამაზეს არც ტუჩსაცხი განაპირობებს, არც თვალის ჩრდილები და არც ტუში.
არსებობს ფაქტორები, რომლებიც გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ქალის მომხიბვლელობაზე, ვიდრე მაკიაჟი,  ან მოდური ტანსაცმელი.   
* ქალი ძალიან მოსაწყენია ვნებისა და ემოციების გარეშე. ქალის ცხოვრება სავსე უნდა იყოს თავგადასავლებით, ახალი მისწრაფებებით, ემოციებით. რეალურად, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ქალისთვის ძალიან რთულია, დააღწიოს თავი ყოველდღიურ მოვალეობებს. გააკეთოს ის, რაც გულით სურს... და როდესაც ქალი უარყოფს იმას, რაც მას შინაგან სხივს აძლევს, მისი ცხოვრება უკვე აზრს მოკლებული და უსიცოცხლო ხდება.
* როცა ქალი საკუთარი მისწრაფებებისთვის დროს პოულობს, ხვდება, რამდენად ძვირფასია ცხოვრება. ძალიან მომხიბვლელია და შთამბეჭდავია ადამიანი, რომელიც საკუთარ ოცნებებსა და მისწრაფებებს არ უგულვებელყოფს. არ შეიძლება ისე იცხოვრო, რომ სიამოვნება არ მიიღო. ქალი, რომელიც ცხოვრებისგან ბოძებულ შესაძლებლობებს იყენებს, ხშირად არის აღტაცების საგანი. რატომ? იმიტომ რომ ვნება გადამდებია.
* ასევე ძალიან გადამდებია თანაგრძნობა. ეს თითქმის მაგიური სითბოა. ის ისეთია, როგორც ჰიპნოზი, რადგან გარშემო მყოფთათვის იმ კომფორტის ზონას ქმნის, საიდანაც წასვლა არავის უნდება. ანუ, როცა ქალმა იცის, როგორ მიიღოს და გასცეს ეს სითბო, ის შეუცვლელი ხდება. თანაგრძნობა გადამწყვეტია ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისთვის. სხვათა შორის, თვითკმაყოფილი და ნარცისი ქალი ამ მომხიბვლელობას მოკლებულია.
* არსებობს ერთი პოპულარული მითი – ლამაზი ქალი ჭკვიანი არ არის. ამ სტერეოტიპს მეორე მიმართულებაც აქვს – გონიერი ქალი აუცილებლად უშნოა. რეალურად, ქალი ინტელექტის გარეშე ჰგავს მწერალს, რომელსაც წიგნები არასოდეს წაუკითხავს. ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი სწორედ ინტელექტით იქმნება, ამიტომ ხარისხიანი ურთიერთობისთვის კარგი გონებრივი მონაცემები გადამწყვეტია. სიღრმის გარეშე ყველაზე ლამაზი ადამიანიც კი ძალიან მოსაწყენია. მის გვერდით ცხოვრება მოკლებულია ყოველგვარ მრავალფეროვნებას.
* ქალი უნდა იყოს მხიარული, თავგადასავლების წყურვილი და მადლიერების გრძნობა ყველაფრისათვის, რაც მას აქვს,   გაცილებით მიმზიდველს ხდის. თუ ქალს არ შეუძლია, საკმარისად მოდუნდეს, იღიღინოს საყვარელი მელოდია შხაპის მიღების ან საქმიანობის დროს, მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ჩაიდინოს პატარა სიგიჟეები, მოაწყოს გაქცევები ყოველდღიური რუტინიდან, იგი კაცს ვერ მოხიბლავს. მით უფრო ხანგრძლივად. სიხარული გადამდებია, ის საოცრად იზიდავს ადამიანებს.
* არაფერია იმაზე მომხიბვლელი, როცა ქალი არ ნებდება ცხოვრების გამოწვევებს. ასეთი სიჯიუტე, რომელიც შეეხება კარიერას, პირად ურთიერთობას, ჯანმრთელობას, ძალიან შთამაგონებელია. სამყაროს უყვარს მებრძოლები, ასევე, მამაკაცებსაც. საუბარია რწმენაზე, რომ ცხოვრება ვერასოდეს დაამარცხებს, ვიდრე ამ მარცხს თავად არ აღიარებს. როდესაც ქალი საკუთარ თავს ნდობას უცხადებს, ეს კარგად იგრძნობა  და აფასებენ.  
და ბოლოს, ყველაზე მიმზიდველი თვისება – სასიცოცხლო ენერგია, ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა. განუმეორებელია ქალი, რომელიც მისდევს საკუთარ მისწრაფებებს, ამჟღავნებს თანაგრძნობას, ეძებს თავგადასავლებს, უარს აცხადებს დანებებაზე და სჯერა საკუთარი თავის.

                                                                          თუ თქვენი
                                                                     სიყვარული რთულია

თუ ერთბაშად აღმოაჩინეთ, რომ ხართ ქალი, რომლის სიყვარულიც რთულია, ურთიერთობების შესახებ ბევრი რამის სწავლა მოგიწევთ.  სიყვარული არც ადვილია და არც ისეთი რომანტიკული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან დამღლელია, თუმცა, თუ გიყვარს სასიამოვნოც ხდება.
არიან ქალები, რომლებსაც მამაკაცები ისე ეტანებიან, როგორც პეპელა სინათლეს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეტისმეტი სიახლოვე დამღუპველია. თქვენთან პაემნები კაცისთვის მუდმივი დრამაა – ანუ, თავად არ იცით, რა გინდათ, ჭირვეულობთ და მუდმივად უკმაყოფილო ხართ. როგორც უნდა მოსწონდეთ, მამაკაცს თქვენთან ურთიერთობა  გაუჭირდება. იქნება გამუდმებული ბრძოლები, ხმაურიანი ჩხუბი და დროებითი შერიგებები.
არსებობენ ქალები, რომელთა  გრძნობები და მღელვარება იმაზე ბევრად მძაფრია,  ვიდრე ეს სხვას შეუძლია. ასეთ ქალთან ყოფნა პირველ ეტაპზე მომაჯადოებელი და საოცრად საინტერესოა, თუმცა კაცისთვის, ხანგრძლივ პერსპექტივაში საშინლად მომქანცველიც. პარტნიორს, უბრალოდ, ფიტავს, რადგან ქალის ძლიერი სიყვარული, მამაკაცის ენერგიით იკვებება.
სცადეთ, დამშვიდდეთ, ისევ და ისევ სიყვარულისთვის. იყავით საყვარელი, კეთილშობილი და ნაზი და რაც მთავარია, მარტივი. ნამდვილი ბუნების შენიღბვა დიდხანს არასდროს გამოგივათ. საბოლოოდ, ყველა მამაკაცი, დამარცხებული ხელებს მაღლა ასწევს. თუ მის მოთვინიერებას,  შეზღუდვას თავს დაანებებთ.
ცხოვრებაში უცებ შემოიჭრება ხოლმე ქარიშხალი, ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ხეებს მიწიდან თხრის და უცებვე ჩაივლის, გზას აგრძელებს – აი, რას ჰგავს სიყვარული და ძალიან, ძალიან რთულია. მაგრამ უნდა დააფასოთ და ამის გამო თავდაჯერებულობა არ დაკარგოთ.
ნებისმიერი სახის სიყვარული ღირს ბრძოლად. ნაყოფიერი, წარმატებული ურთიერთობა არ არსებობს ბევრი მუშაობის გარეშე. დახარჯული დროისა და დაკარგული სიყვარულის შემდეგ იმის გაცნობიერებას იწყებ, რომ ჯანმრთელი ურთიერთობა ყოველდღიური შრომის ნაყოფია. ადვილი არასდროს არაფერია, განსაკუთრებით დიდი სიყვარული. სიყვარული და მოთმინება ერთი და იგივე რამაა. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს.
კომპრომისები თუ არასდროს გეხერხებოდათ, ეს პრობლემა უნდა მოაგვაროთ. შეუწყნარებლობა ნებისმიერი რამის მიმართ გაუმართლებელია. ეს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას და ურთიერთობებიც იმსხვრევა. სიყვარული კომპრომისების გარეშე ვერ გაიზრდება. სიყვარული გაცემა და მიღებაა.
ადამიანი, რომელსაც ნამდვილად, გულწრფელად და მთელი გულით ეყვარებით, ის ადამიანი იქნება, ვინც ამას დაიმსახურებს. როცა ისეთ სიყვარულს იპოვით, რომელიც დიდხანს გრძელდება, შეკითხვებს ნუღარ დასვამთ – ეს სწორედ ისაა. 
скачать dle 11.3