კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№29 სკამცხებული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ იმათ დაბეგვრა, ამათ ჩამოხრჩობა

ას შემდეგ, რაც ამ ჩვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბიუჯეტის შევსების ქერის ორმოს გზას მიაგნო (თამბაქოზე აქციზის გაძვირებით, რომლის მოტივადაც ჩვენზე ზრუნვას ასახელებს – ისე დაუმშვენდათ არც თუ მოკლე ცხვირები), როგორც ჩანს, მუზა გაეხსნათ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანს მორიგი იდეა მოუმწიფდა თავის საკანონმდებლო თავში.
კერძოდ, რომ 2 500 ლარს ზევით ხელფასები არა 20-თ, არამედ 30 პროცენტით დაიბეგროს. ესო, როგორც თავად ამბობს, ბიუჯეტში დამატებით 500 მილიონამდე ლარის მობილიზებას შეგვაძლებინებსო.
და დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში მიმართავენ მთავრობას (ეს მხოლოდ იდეაა და პარლამენტში ვერ განვიხილავთო) და გვარწმუნებს, რომ ეს 500 მილიონი განათლების სისტემისკენ მიიმართება (ზედ დააწერენ, ნეტავ, ამ გზით დაზოგილ კუპიურებს?!).
ცხადია, დასაბეგრთა სიაში საკუთარ თავსაც მოიაზრებს, ვინაიდან ამ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებისთვის გარანტირებული შემოსავალი მხოლოდ საჯარო სექტორის საშუალო და მაღალ რგოლში დასაქმებულებს  აქვთ (იმიტომ რომ სკამცხებულები არიან), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ რამდენიმე წელია საჭირო ამ იდეის კანონად ქცევისთვის (თუ საერთოდ იქცა), იქნებ აჯობებდა, ინიციატივა შეევსოთ და დაბალშემოსავლიანები, უბრალოდ, დაეხვრიტათ?!

скачать dle 11.3