კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2019 (156)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)

№28 როგორ ჩააცმევს დემნა გვასალია მთელ მსოფლიოს საკუთარ მძიმე მოგონებებზე შექმნილ სამოსს და რით დაუპირისპირდა ის თავის წარმომავლობას

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

პირველ ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდის, „ვეტმანის“  ჩვენება გაიმართა. დემნა გვასალიამ სპეციალურად ამ შოუსთვის, რომელსაც თავად ფილმს უწოდებს 40 ქართველი მოდელი შეარჩია თბილისიდან. „ვეტმანის“ ახალი კოლექცია დემნა გვასალიამ საქართველოს მიუძღვნა – ბავშვობის მძიმე მოგონებები კი თითოეულ კოსტიუმზე გადმოიტანა – ქართული დროშა და ქართული ასოებით გაფორმებული სამოსი კი შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. ტანსაცმელზე ლამაზი ქართული ასოებით იყო გამოყვანილი სიტყვები და ფრაზები: „საქართველო“, „უფალო შეგვიწყალენ“, „ტანსაცმელი“, „მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ“…
დემნა გვასალია: „დიდ ოჯახში გავიზარდე. მშობლებთან, ძმასთან, ბებიასთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დღემდე მახსოვს იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც უნდა გაზრდილიყო და ეცხოვრა ადამიანს. ბევრ სასაცილო, ბავშვურ რაღაცებს ვაკეთებდი: ვცდილობდი, დამეჭირა თევზი მდინარეში, რომელიც სახლთან ახლოს მიედინებოდა; ჩვენს ეზოში აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური; ბებიასთვის ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვაწყობდი მუსიკალურ, იმიტირებულ კონცერტებს; ეზოში ვიპარავდი  საკუთარ მარწყვს... ჩვენ მოვდიოდით მანქანით, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ შევძელით წინ წასვლა და განვაგრძეთ გზა ფეხით. გვქონდა რამდენიმე ავტომატი – „კალაშნიკოვი“. დედამ გაყიდა ერთი, რათა ცხენი გვეყიდა, რადგან  ბებიას სიარული  არ შეეძლო. ეს იყო საშინელება… როდესაც
ვერტმფრენმა აგვიყვანა, ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან სახალისო იყო, ადგილი არ იყო და მე უნდა ვმჯდარიყავი უკანა სავარძელზე, ბარგთან. იმ დროს ვერ ვხვდებოდი, რატომ ტიროდა დედა. ომის შემდგომი პერიოდი მთელი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ენების სწავლა, ახალ კულტურასთან ადაპტაცია, ორი დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება... მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, შევხვედროდი არაჩვეულებრივ ხალხს, აღმომეჩინა, გავცნობოდი საინტერესო ადგილებს, ცხოვრების საშუალებებს და გამეცნობიერებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი. და ეს გეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული. ირგვლივ ამდენმა მოძრაობამ გამხადა ისეთი, როგორიც დღეს ვარ... შესაბამისად‚ კმაყოფილი ვარ ჩემი ბედის, ცხოვრების, რომელმაც ეს შანსები მომცა“.
 დემნა გვასალიამ ჩვენების შემდეგ „ვოგთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„მე ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი. საქართველოს, სადაც მე და ჩემი ძმა, გურამი, ერთად 90-იანებში გავიზარდეთ და ომს, რომელიც მოხდა, როდესაც იქ ვცხოვრობდით. მინდოდა, ამ ჩვენებით წინ დავდგომოდი ბრაზს, შიშს, ტკივილს. აქამდე გახსენება არ მინდოდა. ახლა კი, ამის გარეთ გამოტანით თავი საკმარისად დაცულად ვიგრძენი. არასდროს ვყოფილვარ შემოქმედებითად ასეთი ბედნიერი. დღეს ყველა ომზე, დევნილებზე საუბრობს და მე ზუსტად ვიცი, ეს რა არის. უცნაურია, ეს ჩემი ცხოვრებაა და თან, ყველაფერი ისაა, რასაც „სიენენზეც“ ნახავთ. ვფიქრობ, აქამდე არ მქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა, რომ ასეთი კოლექცია წარმომედგინა. 10 წლის ვიყავი, როცა ჩემი სახლი დაბომბეს და დევნილი აღმოვჩნდი ჩემს სამშობლოში. ეს არის ყველაზე პირადი შოუ, რომელიც მე ოდესმე გავაკეთე. ადრე, როდესაც ვფიქრობდი მოდაზე, ტანსაცმელზე, ვფიქრობდი ხალხზე, იმაზე, თუ რა აზრის არიან
მოდაზე, რა მოსწონდათ მათ. პირველ რიგში, მე თვითონ ვუთხარი საკუთარ თავს: არა. მე მინდა გავაკეთო ის, რაც მე მომწონს და მე ვფიქრობ, რომ მზად ვარ, ჩემს წარსულს დავუპირისპირდე, ფაქტობრივად, ეს ყველაფერია. ეს არის შოუ, რომელშიც მე დავუპირისპირდი ჩემს წარმომავლობას. საიდანაც მე ჩამოვედი, ჩემი ეროვნული სირცხვილია. 10 წლის განმავლობაში ვიყავი ჩემს ქვეყანაში, როგორც ლტოლვილი. მე არ შემიძლია წასვლა ძალიან სამწუხარო მიზეზების გამო, რაც ჩემს სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდება და ამიტომ იძულებული გავხდი, საქართველო პარიზში ჩამომეყვანა. მათ აქვთ სულიერი მხარე, მაგრამ ისინი ომობენ და არასდროს არიან ბედნიერები. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. იქ ჩემი ფესვებია, მაგრამ ამის გაკეთება საჭირო იყო. მე მინდოდა ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა, შოუს ნაცვლად ფილმის ჩვენება. დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა.”
ლუკა ბიჭიკაშვილი (ჩვენებაში მონაწილე ქართველი მოდელი): „ვეტმანის“ წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ ქუჩაში დამინახეს და ისე შემარჩიეს. ისეთი შოკი და ბედნიერება იყო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიჯერებდი. იქ მივედი, ლუქები ვნახე, ტანსაცმელზე ქართული წარწერები – „ტანსაცმელი“, ერთ-ერთ ლუქს გალაკტიონის ლექსი ეწერა. ყველაზე დიდ შოკი და ბედნიერება იყო, როდესაც გავიგე, რომ მე წარვადგენდი სამოსს საქართველოს დროშით. დემნა ჩემთან მოვიდა და მითხრა – ხედავ, რა ლუქი გაცვიაო? ძალიან საპასუხისმგებლოა-მეთქი. ძალიან
აქტუალურად იყო წამოწეული არა მხოლოდ ძველი პერიოდის აფხაზეთის თემა, არამედ ბოლოდროინდელი ამბები – „ბასიანისა“ და „გალერის“ მოვლენები. მეც გადავიტანე ეს ყველაფერი და რაც დემნას სათქმელი იყო, თითოეულ მოდელს ამ სამოსით უნდა გადმოგვეცა. დემნა დიდ პატივს სცემს ყველას და ყველაფერს. ყველას ისე გვესაუბრებოდა, გვეკონტაქტებოდა, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს. ყველაზე საინტერესო მომენტი იყო, როდესაც მოდელებს თითოეულ ლუქზე მისალოცი ტექსტები მიგვაწერინა. მე მივაწერე – „ბევრი სიყვარული“. დემნა თითოეულ დეტალში იყო ჩართული, ასწორებდა ღილებს, ყველაფერს. თმა, უბრალოდ, ძალიან დაბალზე მაქვს შეჭრილი და ამასაც საათ-ნახევარი მიკეთებდნენ, თითოეულ თმის ღერს დეტალურად გადიოდა ის, ვინც მჭრიდა, წვერი დღეების მიხედვით გამპარსეს, გაითვალისწინეს, რამდენ დღეში ამოვიდოდა, რომ ზუსტად ისე ყოფილიყო ჩვენების დღეს,  როგორც უნდოდათ. უბრალო მაკიაჟით ძალიან ბუნებრივი ფერი მიიღეს, თითქოს ჩვენი კანის სტრუქტურა, თუმცა პროცესი საათობით გრძელდებოდა. ამ ყველაფრის მერე ჩავდიოდით ქვემოთ, ნახულობდა დემნა, აძლევდა კორექტირებას, თმა სადღაც ცოტა შეეთხელებინათ... დემნასთვის ეს კოლექცია უმნიშვნელოვანესი იყო და ჩვენც, თითოეული ქართველი მოდელი, ამ ყველაფერს დიდი სერიოზულობით მოვეკიდეთ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო. ყველაფერი იყო ზღაპრის დონეზე იდეალურად.
скачать dle 11.3