კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ მიაჩნია ლიკა ქორქიას სიყვარული ყველაზე მძიმე ტვირთად და როდის ხდება ის შეუვალი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მშვენიერი ლიკა ქორქია, გარდა იმისა, რომ „X ფაქტორში“ მონაწილეების გულშემატკივრებს აქტიურად ამხნევებს, ასევე ერთ-ერთი კომპანიის პიარ-მენეჯერია და შესაბამისად, საკმაოდ დატვირთულია.
ლიკა ქორქია: რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ ყავას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება ჰქონია: აძლიერებს იმუნიტეტს, გმატებს ენერგიას, ყავის დალევის შემდეგ უფრო კრეატიული ხდები, ყურადღებიანი. როცა ვსვამდი, ვფხიზლდებოდი, უცბად რაღაც ახლის კეთება მინდებოდა და ძიება-ძიებაში შევიყვარე ყავა. იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ არ ვსვამდი, ვფიქრობდი: რაში სჭირდება ადამიანს დამატებითი მასტიმულირებელი რაღაცები-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ცხოვრების სწრაფი ტემპი როცა გაქვს, საჭიროა ისეთი რამ, რაც უფრო გამოგაფხიზლებს, გამოგიყვანს მდგომარეობიდან. სწორედ ამ პერიოდში მივიღე კომპანია „ჩერისგან“ შემოთავაზება, რომლის მომხმარებელიც ვიყავი. ყავასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები კი, კიდევ სულ სხვა სამყარო და მისტიკა ყოფილა, რამაც კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა.
– პირად საუბარში მითხარი: მკაცრად ვაკონტროლებ ჩემი კვების რეჟიმსო.
– ეკოლოგიურად იმდენად მძიმე მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ალბათ, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ყოველი დღის რაციონი ვაკონტროლოთ. ქუჩაში რომ გადიხარ, საერთოდ ვერ სუნთქავ. ვცდილობ, სოფელში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ვჭამო, რომ ნიტრატებით არ იყოს გაჯერებული. ჯანსაღად ვიკვებო, ბევრი წყალი დავლიო. რაღაც პერიოდი ძალიან დავისტრესე, რადგან მივხვდი, ბეტონის ოთხკუთხედ სივრცეში ვცხოვრობთ. სადაც გავიხედე, ყველგან ბეტონი დამხვდა და რომ ვსეირნობდი ქალაქში, სუნთქვა მიჭირდა. მინდა, რაღაც ბალანსი გავაკეთო, კვებით მაინც უნდა შევუწყო ხელი, რადგან ყველაფერში რომ ჩავეშვათ, ცოტა ხანში პლასტმასის ბოთლად გადავიქცევით.
– როგორ იქცევი, როდესაც რთული პერიოდი გაქვს?
– მეც მქონია რთული პერიოდები. არასდროს მიყვარს ჩემს პრობლემებზე საუბარი. რადგან, როცა რაღაც პრობლემა მაქვს, ზუსტად ვიცი, ეს პრობლემა ხელოვნურად შევიქმენი და შემეძლო, თავიდან ამერიდებინა. თუ შენთვის მაქსიმუმი არსებობს, ის მაქსიმუმი უნდა მიიღო და ნაკლები დრო უნდა გაატარო თვითგვემაში. არის პრობლემა – უნდა გადავჭრა, წავიქეცი, მეტკინა – არ უნდა ვიტირო. ბავშვობაშიც ასე ვიყავი, ცოტა მამაკაცური თვისებები გამომიმუშავდა, გავძლიერდი. რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ძლიერები და სენსიტიურები ვხდებით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
–  რის მიმართ გახდი სენსიტიური?
– აქამდე ამდენი ხელგამოწვდილი მოხუცი არ მინახავს. ასეთ დროს აბსოლუტურად შეუვალი ვხვდები და ვხვდები, რომ არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში. ასეთ დროს გადავდივარ თვითგვემაში, ვითრგუნები და მათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ: როდესაც ისინი იბადებოდნენ, როგორი სიხარულით ხვდებოდნენ მათ დაბადებას ოჯახის წევრები... ასაკობრივი დაუფასებლობა კი, ყველაზე მეტად მაგდებს სტრესში.
– სინანულის განცდა ხშირად გაქვს?
– სინანულის განცდა სულ მაქვს, სულ ვნანობ. ბევრი რამ მინანია, ჩემს საქციელზეც, ყოფითზეც. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. როცა ვნანობ, მერე ვცდილობ, რაღაცით გამოვასწორო, შევფუთო და ჩემი მაქსიმუმი დავდო.
– მას შემდეგ რაც შენ და ბახვა ბრეგვაძეს ერთად მიგყავდათ შოუები, გავრცელდა ჭორი, რომ შეყვარებულები იყავით.
– ბახვას და ჩემი კომუნიკაცია, როგორც წამყვანების „X ფაქტორში“ შედგა. ბახვას ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს. თუ უყვარხარ, უყვარხარ ბოლომდე, მთელი გულით, ძალიან ერთგულია. თუ უნდა, რომ იყო კარგად, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ისეთი ადამიანია, რომ არ შეიძლება, არ გიყვარდეს. დიდი სიყვარულის ბუშტია, რომელიც პოზიტიურ ენერგიას აფრქვევს.
– გავიგე: ლიკა შეყვარებულიაო.
– ასეთი ინფორმაციები სულ მესმის. პირად ცხოვრებაზე არასდროს ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ინტიმური პირადი ცხოვრება და სარწმუნოებაა. თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ამ მხრივ არანაირი სიახლე არ არის. მიყვარდეს – ყოველთვის აუცილებელია. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი, გარემო, ადამიანები, ოჯახი, ქვეყანა უნდა გიყვარდეს. სიყვარულიც აუცილებელია და თუ შეგიყვარდება, ის უნდა იყოს ფერადი.
– რას გულისხმობ ფერად სიყვარულში?
– ბევრი ფერისგან შედგება, ცისარტყელაა, რომელიც სულ კარგ ხასიათზე გაყენებს, გამხიარულებს, გაბედნიერებს, მოტივაცია გაქვს, სულ რაღაც გემეტება. ასეთად წარმომიდგენია სიყვარული: სულ მონდომებული ხარ, სულ ინსპირაცია გაქვს, ახლისკენ ბიძგია, ახალი საინტერესო სივრცეები იხსნება შენში. მგონია, რომ სიყვარული ერთხელ მოდის და ფერადია. მე ასეთი სიყვარულის მჯერა, თუმცა ნიჰილიზმში ხანდახან მეც ვვარდები. მგონია, რომ სიყვარული ყველაზე მძიმე ტვირთია, რაც ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს. რეალურად, შენ გევალება ყველაზე რთული რამ, ისევე როგორც შენს პარტნიორს. რამდენადაც ფერადია, გაბედნიერებს, იმდენად მძიმე შესანარჩუნებელია. თუ კარგად გაქვს გაცნობიერებული, რომ ეს სიფერადე, სიბრჭყვიალე გიღირს, მაშინ მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთო. მეც მინდა, რომ ერთხელ მიყვარდეს. ორიენტირებს ზოგადად არ ვაკეთებ: ქმარი, შვილი, ოჯახი... მინდა, რომ მყავდეს მეუღლე, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი იქნება. მასთან ერთად დავჯდები და ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრებთ. თუ არ დამეთანხმება, მომისმენს და ბევრ რამეს მირჩევს. ურთიერთობაში პატივისცემა და ჰარმონია აუცილებელია.
– ალბათ, ადვილად არ გიყვარდება?
– ადრე უფრო მარტივად მომწონდა, უფრო გარეგნობაას ვაქცევდი ყურადღებას. ვამბობდი: ჩემთვის მთავარია, ვიზუალურად ლამაზი იყოს, ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა, ერთმანეთს ვუგებდეთ, ვერთობოდეთ-მეთქი. კი ვარ ესთეტი და მომწონს, როცა რაღაცას ვუყურებ, რაც ჩემთვის მოსაწონია. მაგრამ მთავარია, კარგი ადამიანი იყოს. დღეს საშიშროების წინაშე ვდგავართ, გვიწევს თქმა, რომ მთავარია, ჩვენ გვერდით უბრალოდ კარგი ადამიანი იყოს და გვქონდეს ბევრი საერთო ინტერესი. ჩემი მეორე ნახევარი ჩემნაირი არ უნდა იყოს, ჩვენი აზრები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს. ყველაზე დიდი კულტურაა, შეგეძლოს განსხვავებული აზრის მოსმენა და ამ განსხვავებული აზრით ცხოვრება.
– ასეთი ადამიანი არასდროს შეგხვედრია?
–  ასეთი ადამიანები ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემა ჩემშია. მე არ ვარ აჩქარებული ადამიანი. ხშირად არასწორი ვარ იმაში, რომ თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, ერთხელ უნდა მივიღო. არ მიყვარს ექსპერიმენტები და სიახლეები პირად ცხოვრებაში. არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, რომ განვავითარო ურთიერთობა, ვბლოკავ ხოლმე. ჩემ ირგვლივ იდეალური ადამიანები არიან, მათთან უდიდესი პატივისცემის გარდა არაფერი მაკავშირებს. როცა ვიღაცას მოსწონხარ, ეს სასიხარულო და დასაფასებელია. მაგრამ მე თუ არ ვარ რეალიზებული, სხვების მიმართ აგრესიული ვხდები. ჯობია, ეს ყველაფერი გავაკეთო და როცა მივხვდები, რომ ამის დროა, მერე უკვე ვიფიქრებ.
– დღეს, სამწუხაროდ, ადამიანები ცდილობენ, ქრისტიანული ღირებულებები გააუფასურონ. ერთ-ერთი ჯვრისწერაა.
– ჯვრისწერა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რიტუალია. გაუფასურება არ ვიცი, მგონია, რომ რაღაცების „გაპრავება“ ხდება. ხელმოწერა რეალურად რას გიკეთებს, ამით შენს სიყვარულს ფურცელზე ამტკიცებ თუ სახლმწიფოს უმტკიცებ? რაში მჭირდება ეს ხელმოწერა, მთავარია, ჩემს მეორე ნახევარს დავუმტკიცო ჩემი სიყვარული. მაგრამ ესეც რიტუალია და მომწონს. თუმცა ჯვრისწერა მაინც სულ სხვაა და თან თუ მართლმადიდებლობის კუთხით მიუდგები, აუცილებელია.

скачать dle 11.3