კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ შეაყვარა თავი ბექა ჩხაიძემ მეუღლეს და რატომ ატკინა გული მის მშობლებს

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

მომღერალი ბექა ჩხაიძე დაქორწინდა. მისი რჩეული 22 წლის ანი ჩხეიძეა. ბექამ და ანიმ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს და ბექა დანახვისთანავე მოიხიბლა. მათი ქორწინება მათთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდათ, სექტემბერში დაქორწინებულიყვნენ. რატომ გადაწყვიტეს ასე უცებ დაქორწინება და როგორი სიყვარულის ისტორია აქვთ, წყვილი თავად გვიამბობს.
ბექა ჩხაიძე: ჩვენი დაოჯახება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. სექტემბერში ვაპირებდით დაქორწინებას – ხელის თხოვნით და ოფიციალურად, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცებ გადავწყვიტეთ, ეს ამბავი არცერთს არ გვქონდა დაგეგმილი. არც ვამბობდით, რომ შეყვარებულები ვიყავით და უკვე ისეთი თემა იყო, რომ ვიღაცას რაღაც ენები მიაქვს, ვითომ კეთილისმსურველები რომ არიან, სხვების ბედნიერებაზე რომ გულზე სკდებიან, უკვე იმდენი დაგროვდა, რომ ამოვიდა ყელში. ყველაზე მეტად „კეთილისმსურველები“ აბობოქრდნენ, ვითომ კარგის „პონტში“, სინამდვილეში, საქმეს რომ აფუჭებენ. თაკო დოლაბერიძესთან ვსადილობდით „ორანჟერეაში“ და ანის ვუთხარი, მათ რა დალევთ, მოდი, წავიდეთ-მეთქი და ბათუმში წამოვედით. მშობლებთან ცუდად გამოვიდა, რაღა დროს ჩვენი გაპარვაა. ამ მხრივ, ძალიან მტკივა გული. ჯობდა, ოფიციალურად გაგვეკეთებინა, მაგრამ არ მოისვენეს „კეთილისმსურველებმა“, იმდენი გამოჩნდა, რომ გავგიჟდი. ასე უცებ გადაწყვეტილი მერე უკეთ ლაგდება.
– ბექა, ვინ არის შენი რჩეული და როგორ გაიცანი?
– როგორი გვარია მითხარი – ჩხეიძეა. მაგარი ტანდემია – ჩხეიძე-ჩხაიძე. 22 წლისაა, ჯერ პატარაა, მაგრამ დიდი გოგოა, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ვინც გიყვარს, ის ადამიანი საუკეთესოა მსოფლიოში. რაც კარგია, ყველაფერი აქვს ამ გოგოს, ჩემი ბარდღუნიაა. ანი ჩემი მეგობრის მეუღლის დაბადების დღეზე გავიცანი. აჭარაში გადაუხადა ჩემმა მეგობარმა მეუღლეს დაბადების დღე და იქ ვიყავით ერთად. ყველაფერს იქიდან ჩაეყარა საფუძველი. ყველა ერთად წავედით და იქვე, გზიდანვე დავადგი კნეინას თვალი. რომ დავინახე, ვიფიქრე, ეს ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიე-მეთქი. მთელი გზა ვგეგმავდი ურთირთობას. მერე, დაბადების დღეზე წავიდა გულაობა, სიმღერები და შეუმჩნევლად შემოვაცვი ჩემი ჯაჭვის პერანგი. დიდი ხანია ვიცნობდი, მაგრამ ახლოს არა, უფრო დაბადების დღეზე დავახლოვდით. მერე გააქტიურებულ რეჟიმში გავაგრძელეთ მესიჯობა და დღეს ასე ვართ. ხომ იცი, დანახვისთანავე რომ იგრძნობ რაღაცას, მერე ტელეფონებით, კაფეებით, კლუბებით, სამეგობროს გაცნობა... სიმღერები დაბადების დღეზე მივუძღვენი, იქვე გავხსენი კარტები.
– სიყვარული როგორ აუხსენი?
 – საქციელებით გავაგებინე და მაგ ეტაპზე რომ გადავედით, ვუთხარი კიდეც. თავიდან მითხრა, ხომ არ ჩქარობო. მე არ ვჩქარობ, ზუსტად ვიცი-მეთქი.
ანი: თვითონ როგორც მეუბნება, დანახვის პირველივე წამიდან მოვიხიბლე შენითო. მე  თავისი სიმღერებით, განსხვავებული ჟესტებით მომხიბლა. სამოგზაუროდ ვიყავი წასული და აეროპორტში უცხო ადამიანი დამხვდა ბექასგან გამოგზავნილი ძალიან დიდი ვარდების თაიგულით. რომ ჩავდიოდი, მანქანაზე მხვდებოდა ხოლმე ყვავილები. სულ ცდილობდა, რომ ჩემს სამეგობროსთან ერთად სიურპრიზები გაეკეთებინა. წინასწარ არაფერს გეგმავს. შეიძლება, უცებ ძალიან ლამაზი საღამო მოეფიქრებინა. ცდილობდა, ყოველი დღე ერთად გაგვეტარებინა.
– ანი, ბექას წარსული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მისი ნდობა არ გაგიჭირდა?
– ადამიანებისგან ბევრი ნეგატივი იყო, მითქმა-მოთქმა, მაგრამ ჩემთვის იმდენად სუფთაა, არაფერს მიმალავს. აუცილებლად მიხვდები, თუ გატყუებს, თუ თამაშობს... ბექა ჩემთან ყოველთვის ძალიან ალალი იყო. ტყუილი არასდროს უთქვამს, სულ ცდილობდა, რომ ჩემთან ყოფილიყო. სალონში რომ მივდიოდი, ბევრჯერ მოუკითხავს, მჯდარა ჩემთან ერთად, ჩამხუტებია და წასულა. ორი საათიც ვერ ძლებდა უჩემოდ, ამ ორ საათში ხუთ წუთს მაინც გამონახავდა, რომ სადმე ვენახე.
ბექა: მაგაზე ვღადაობდით, მაგრამ მე ვინც მიყვარს, ჩემთან ბედნიერი იქნება და სანამ მარტო ვიყავი, ვისი რა საქმეა, ვისთან რა მქონდა. ახლა ჩემს ბედნიერებაში ვარ გადართული და ასე ვიქნები ბოლომდე.
– ანი, ბექას, ალბათ, გაცნობამდეც იცნობდი, მანამდე თუ მოგწონდა?
ანი: სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით მაგაზე, არ მომწონდა. პირდაპირ დანახვისას მე არ მქონია ის ემოციები, რაც მას. მერე ახლოს გაცნობამ მოიტანა ის გრძნობები, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. ერთნაირი ინტერესები გვაქვს, ორივეს გვიყვარს გართობა, შეგვიძლია, დილამდე გავერთოთ, ამ საკითხში კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ორივეს ძალიან დიდი და ძალიან კარგი სამეგობრო გვყავს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. დღეს ჩვენი მეგობრების დიდი თანადგომით ვართ ერთად. სულ მეგონა, რომ უფრო ისეთი ტიპი იყო, სულ გართობა, დალევა ახსოვდა, სინამდვილეში, პირიქითაა, მეუბნება, შენ როგორც გინდა, გავისეირნოთო. მე არ ვარ დალევის დიდი მოყვარული, შემიძლია, გავერთო ისე, რომ არ დავლიო და ბექაც ასეა. სულ ცდილობს, კომფორტულად ვიყოთ. ვეკითხებით ერთმანეთს, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და რაც გვაწუხებს, ყველაფერზე ვლაპარაკობთ. დიდ და გრანდიოზულ ქორწილს არ ვგეგმავთ, ალბათ, ახალგაზრდულ, ვიწრო წრეში დავიწერთ ჯვარს.
– ანი, ბექა ეჭვიანობის საბაბს არ გაძლევს ხოლმე?
– ბექაზე არასდროს მიეჭვიანია. სადაც არ უნდა ვიყოთ, სულ ცდილობს, რომ ყურადღებიანი იყოს ჩემ მიმართ. იყო შემთხვევა, ბექა მღეროდა და წინ ვცეკვავდით. ბექა პირადად მე მიმღეროდა. ვიღაც გოგომ ფეხზე დამაბიჯა და ხელი მკრა. ამ ყველაფერს ღიმილით ვხვდებით. ალბათ, ეჭვი მაშინ იბადება, როდესაც ურთიერთობაში რაღაც ბზარები ჩნდება. ჩვენ ძალიან კარგად ვართ და მსგავსი მომენტები არ გვაქვს. ერთხელ ბექამ იეჭვიანა ჩემს სტილისტზე, რომელთანაც დიდხანს ვიყავი, თმას ვიღებავდი. მოვარდა და ჩემ გვერდით იჯდა ოთხი საათი. ძალიან ლამაზი ფერი გამოვიდა და სტილისტი ვიდეოებს დებდა „ფეისბუქზე“ და ბექა ბრაზობდა, რატომ დებს შენს ვიდეოებს, რა ამბავია ამდენი ფოტოო. ყველა დაგვცინის და გვეხუმრება, ძირითადად, მეტსახელებზე. თვითონ არის ეგეთი, მე არ ვარ ისეთი თბილი, როგორიც ბექაა. თავიდანვე, როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ, აჩემებული ჰქონდა ბასასო. მისი მეგობრები ხუმრობდნენ, რა ბასასოო. დღესაც რომ გვირეკავენ, გვეკითხებიან, ბასასოებო, რას შვებითო. ახლა დაბდურიკოს მეძახის, დაბდურა ხარ, ყველაფერი შენ გემართებაო. ხან რას მეძახის, ხან რას. მე ვერ ვარ ასეთი, ემოციის გამოხატვა ბექას ბევრად მეტად შეუძლია.
– ბექა, როგორი ქმარი იქნები?
ბექა: დავიღალე, უკვე აღარ შემეძლო. ეს რაღაცნაირი გართობები კისერში ამოვიდა, ოცი კაცის სიცოცხლე ვიცოცხლე. უკვე აღარ მინდა დროსტარება, ახლა სხვა ეტაპებია ცხოვრებაში – ოჯახი, სამსახური და წინსვლა. ოჯახის კაცი გავხდი. ახლა ბაზარში სიარულსაც დავამუღამებ, პროდუქტები და ასე შემდეგ. უნიკალური ქმარი ვიქნები. მართლა, გადართული ვარ მხოლოდ ოჯახზე. ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობ, რომ წავიდა ეს ჰარი-ჰარალე. ახლა ოჯახი, შვილები. რაც მე „ვიგულავე“, სულ რომ სახლიდან აღარ გავიდე მთელი ცხოვრება მეყოფა. ახლა ერთად „ვიგულავებთ“, ხელს მიშლის რამეში თუ რა, დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს და გამოვაჩენ ყველგან. როგორც შეყვარებულები, სულ ისე უნდა ვიყოთ და საინტერესო და ბედნიერი იქნება მთელი ცხოვრება. ისეთი შეყვარებული ვარ, ახლა აქედან, 24-ე სართულიდან რომ გადავხტე, მგონია, დავფრინდები. ანიმ 16 წლის ასაკში დამაბრუნა.
скачать dle 11.3