კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№28 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს მტევნის ნების ძვლის მოტეხილობის შემდეგ საშუალოდ რამდენი კვირაა საჭირო სრული რეაბილიტაციისთვის? 4 კვირა მქონდა თაბაშირი.
პასუხი:
რეაბილიტაციას, თუ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, დაახლოებით, 3 კვირა სჭირდება.
კითხვა: ორწლი-ნახევრის ბავშვს საღეჭ კბილებზე მცირე კარიესი გაუჩნდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე, რომ აღარ მოემატოს და ესეც მოვაშორო?
პასუხი:
დროულად უნდა მიიყვანოთ ბავშვი ბავშვთა სტომატოლოგთან, რომ იქნებ შეძლოთ, სარძევე კბილების შენარჩუნება, სანამ ბუნებრივად მოცვლის პროცესი დაიწყება. კბილების სიჯანსაღისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და ასაკის შესაბამისი სწორი კვება.
კითხვა: დედა 48 წლისაა და ამ ბოლო დროს დაეწყო ფეხების ტკივილი, ხშირად უსივდება მუხლთან და ქვემოთ ტერფთან. დაუდგინეს მენჯის ძვლის თანდაყოლილი ამოვარდნილობა ერთ ფეხზე და მეორე ფეხზე გვითხრეს, რომ ერთ ფეხზე მეტი დატვირთვის გამო აქვს ტკივილები. მაინტერესებს, შესაძლებელია ასეთი რამე და თუ კეთდება ამის ოპერაცია?
პასუხი:
როგორც ჩანს, დედას აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი (კოქსართროზი), რომლის ერთ-ერთი მიზეზი თანდაყოლილი დისპლაზიაა. ერთი სახსრის დაზიანების შემთხვევაში მეორეს დაზიანებაც მოსალოდნელია, რადგან დაზიანებული სახსრის დაზოგვის მიზნით ადამიანს დატვირთვა გაადაქვს ჯერ კიდევ ჯანსაღ სახსარზე და დამატებითი დატვირთვის გამო მეორე მხარეც ზიანდება. დროული დიაგნოსტიკისა და კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება პროცესის შეჩერება, თუ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და პროცესის პროგრესირება გაგრძელდა, მაშინ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
კითხვა: რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული კბილების მტვრევადობა 20 წლის ასაკში?
პასუხი:
სავარაუდოა მინერალების დეფიციტი (კალციუმი, ფტორი და ფოსფორი). უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი და მასთან ახლო მდებარე ჯირკვლების მდგომარეობა. უნდა დათვალიერდეს პირის ღრუ (კბილები). მიმართეთ სტომატოლოგს და დამატებით რეკომენდაციებს, გამოკვლევებისა და მკურნალობის თაობაზე მისგან მიიღებთ.
კითხვა: ვარ 5 კვირის ორსული. მაქვს ჭარბი წონა. როგორ უნდა ვიკვებო ისე, რომ კიდევ აღარ მოვიმატო ან თუ არის შესაძლებელი ორსულობისას წონის კლება და როგორ?
პასუხი:
საკვები რაციონიდან გამორიცხეთ ტკბილეული, ცომეული, გაზიანი სასმელი. მიირთვით რძის პროდუქტები, ხორცი, ხილი და ბოსტნეული... წონის პრობლემების მოსაგვარებლად ჩართეთ ენდოკრინოლოგი. ნორმით, ორსულობის დროს 9-11 კილოგრამი უნდა მოიმატოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3