კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორია საკრებულოების მიერ მიღებული სასაცილო კანონები და როგორ გამოეხმაურნენ გამგებლები გოგი წულაიას ნაჩუქარ მახათებს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ბოლო პერიოდში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული ზოგიერთი რეგულაცია საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ არცთუ ისე დადებითი კუთხით. ცხოველებისთვის სექსის აკრძალვა, ფრინველებისთვის ფრთებისა და ნისკარტის მოჭრისთვის სასჯელი, კახეთში მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის გეგმა და სხვა ის თემებია, რომელთა გამოც რამდენიმე საკრებულოს წარმომადგენელმა გოგი წულაიასგან მახათებიც დაიმსახურა. გადავავლოთ თვალი ჩვენი საკრებულოს დადგენილებებს და მათ განმარტებებს.  
ფოთის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც შინაურ ცხოველთან სქესობრივი აქტი, მისი წამება ჩაითვლება დანაშაულად და გამოიწვევს პირის პასუხისგებაში მიცემას. სიახლეს არც ხაშური ჩამორჩა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, საკრებულომ შინაური ცხოველების მოშენების ასაკი განსაზღვრა. კერძოდ, აიკრძალა იმ ცხოველების გამრავლება, რომელთა ასაკიც ან 2 წლამდეა, ან 6 წელს ზემოთ. ორ წლამდე ან ექვს წელს ზემოთ კი შინაურ ცხოველებს სქესობრივი ურთიერთობა აუკრძალა. ხაშურის საკრებულომ „ცხოველებს სექსი აუკრძალა“ ამ სათაურმა საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ, გარდა ასაკობრივი შეზღუდვისა, აიკრძალა ცხოველების მოშენება ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი, გენეტოიური სნეულებები. იკრძალება, ასევე, სხვადასხვა სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება. ადილობრივი მერიის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც სელექციური მოშენებითაა დაკავებული. კერძო პირებისთვის აღნიშნული შეზღუდვები არ მოქმედებს.
ცხოველების უფლებების ზრუნვაში აღნიშნულ საკრებულოებს არც წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ჩამორჩა და საკრებულოს დადგენილებით, შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა, ასევე ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა ანდა ბუმბულის მოგლეჯა.  საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები ცხოველების ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს პოლიცია დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს და სპეციალურ თავშესაფარს გადასცემს. ასეთ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება ექნება, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის რეგულაციები. კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროსადგურების შესასვლელთან, 5-მეტრიან რადიუსში არ დაიშვება ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება. ამავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე. ამგვარი ჩანაწერების ნორმატიულ აქტში ასახვა, სავარაუდოდ, განპირობებულია ქალაქ თბილისის განაშენიანების გეგმის მექანიკური კოპირებით.
გოგი წულაია: წყალტუბოს, ფოთისა და ხაშურის გამგებლებს გავუგზავნე მახათები. სიმბოლურად გავუგზავნე ამ სამს, თორემ საქართველოში ყველა თვითმმართველობას ეკუთვნის მახათი. 73 მახათს ხომ არ ვიყიდდი. ამიტომ სიმბოლურად სამი ავარჩიე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვები უკეთესები არიან. ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს სულელური გადაწყვეტილებები. ფოთმა და ზუგდიდმა დამჯდარი დასაფლავების შესახებ, წყალტუბომ – ქათმებს ფრჩხილები არ უნდა დააჭრათ და ნისკარტი არ მოაჭრათო, ხაშურმა – ორ წლამდე ცხოველებში სექსი არ შეიძლება და არც ექვსი წლის მერეა ნებადართულიო, ახმეტის საკრებულომ მეტროს რეგულაციები შემოიღო და ასე შემდეგ. მგონია, რომ ამ ყველაფერს თბილისიდან მართავს ერთი ხელი. დიდი ჭკუით დატენილები არ არიან, მაგრამ ასეთი სისულელეები, ერთმანეთის მიყოლებით, სხვადასხვა საკრებულოში მოუვიდეთ, შეუძლებელია. ხაშურის მაჟორიტარმა მითხრა, რა იყო, შეეშალათ, თბილისიდან ჰქონდათ ჩამოტანილი და გადაწერესო. ჯერ ხაშურმა რატომ უნდა გადაწეროს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებები და მერე, საკრებულოში ერთი კაცი მაინც არ უნდა კითხულობდეს მას? ეს ხომ ცალკე ტრაგედიაა?! არ ვიცი, ამით საკრებულოს „დაჩმორების“ კოეფიციენტს ამოწმებენ თუ რას შვებიან. წალენჯიხის საკრებულომ  გლეხებს ბოსელში სინათლისა და გათბობის შეყვანა დაავალა, როცა ხალხს სახლში არა აქვს სინათლე და გათბობა, გადაუხდელობის გამო უამრავ ოჯახს უჭრიან და ვის რას ავალებ, რას მიედ-მოედები?! „გაერო“ გეუბნება, ბავშვები შიმშილობენო და შენ ძროხას უკრძალავ ორ წლამდე სექსს? თან მოტივს არ იკითხავთ? დაავადებების გავრცელება აღიკვეთებაო. დაავადებების გავრცელება თუ უნდათ, მაგისთვის პრეზერვატივია გამოგონილი. ქუთაისის მერიაში რვაასი ადამიანი მუშაობს. გაფორმებულები, თორემ მუშაობენ არა, თავს იკლავენ. ამიტომ ინსტრუქციაც მივაყოლე, სტერილიზაცია გოუკეთონ და ათხოვონ ერთმანეთს. მათი გადაწყვეტილებები დაცინვაა და მეც დაცინვის ფორმა ავირჩიე.
„უკაცრავად, მაგრამ გაირჭოს ერთ ადგილზე ეგ მახათი. ვინაა გოგი წულაია, საერთოდ რას წარმოადგენს? რატომ აქცევთ ამხელა ყურადღებას? გოგი წულაიას ასე გადაეცით, გრიგოლ ივანეიშვილმა გადმოგცათ, რომ გაირჭვე ერთ ადგილზე ეგ მახათიო და თუ არ ეყოფა, კიდევ მე დავუმატებ რაღაცას”, – განაცხადა წყალტუბოს გამგებელმა გრიგოლ ივანეიშვილმა მედიასთან.
скачать dle 11.3