კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ეს საინტერესოა

* ანტიკურ ხანაში ქალკედონელებს ბრმებს ეძახდნენ, რადგან მათ  ბოსფორის სრუტის აზიურ მხარეს დააარსეს ქალაქი და ვერ დაინახეს იქვე, მეორე ნაპირზე ქალაქისთვის უკეთესი და მოხერხებული ადგილი, სადაც მოგვიანებით ბიზანტიონი და შემდეგ კონსტანტინეპოლი გაშენდა.
* აღმოსავლეთის ერთ-ერთ ხალხში ტრადიცია იყო, რომ თუ ქმარს ღალატში დაადანაშაულებდნენ, მას ბოდიში უნდა მოეხადა ცოლისთვის და გარანტია მიეცა, რომ ეს აღარასოდეს განმეორდებოდა. გარანტიად ითვლებოდა, თუ ქმარი საყვარელს აკოცებდა ძუძუზე – ასეთ შემთხვევაში საყვარელი მისი დედობილი ხდებოდა და ღალატი გამორიცხული იყო.
* სოციოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ცოლ-ქმრის საუბრით არა, მაგრამ საუბრის დროს პაუზებით შეიძლება მიხვდეთ, რამდენად სტაბილურია ქორწინება, მალე ემუქრებათ გაყრა თუ ცოლ-ქმარი სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებიან, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ – თუ პაუზების ხანგრძლივობა თანაბარია – ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივს სცემს და უყვართ.скачать dle 11.3