კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ არ დაუტოვა გიორგი შენგელაიამ შვილი სოფიკო ჭიაურელს და რატომ დაიხია მასთან უკან ბიძინა ივანიშვილმა

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  რეჟისორი გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების გამო სკანდალში გაეხვა. იმის მიუხედავად, რომ ის და მისი ოჯახი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ, ცნობილმა რეჟისორმა ჯერ თავად ბიძინა ივანიშვილი შეამკო ჩვეული ეპითეტებით, შემდეგ კი მისი ხელისუფლების კრიტიკაც არ დაიშურა. საბოლოოდ საქმე სასამართლომდე არ მივა – ფონდმა „ქართუმ“ მას სტიპენდია შეუნარჩუნა,  რასაც თავად  გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილს მიაწერს. შვილზე, საყვარელ საქმეზე,  სოფიკო ჭიაურელზე და სოფლის ცხოვრებაზე,  სადაც  გიორგი შენგელაია წლების წინ გადაბარგდა – ამ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი გულახდილად საუბრობს.
გიორგი შენგელაია: ეს ამბავი სასამართლომდე აღარ მივა,  თვითონ გააჩერეს საქმე.  ფონდი  „ქართუსგან“ მივიღე დიდი წერილი, სადაც წერია, რომ ჩვენ  პენსიას არასდროს არ ვუუქმებთ არავის  და არც თქვენთან დაკავშირებით ვაპირებდით ამის გაკეთებას, თუ  ამის შესახებ თქვენ  თვითონ არ  გამოხატავთ  სურვილსო.  ეს სისულელე საერთოდ არ მესმის. ჰკითხეთ ვინმემ მაგ იდიოტებს –  რატომ უნდა მოვითხოვო პენსიის ჩამორთმევა. მე ვარ საშუალო კლასის წარმომადგენელი, ამ სამი ათასი ლარით ვცხოვრობ. თუ მაძლევენ, მომცენ, თუ არ მაძლევენ – ნუ მომცემენ, მე განცხადებას არ დავუწერ. არა და, თვითონ „ქართუს“  პრეზიდენტმა დამირეკა, და პირდაპირ მითხრა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ პენსია შეგიწყვიტოთო. ბიძინას გარეშე ეგენი გადაწყვეტილებას არ იღებენ, როგორც ჩანს, ესეც ბიძინას გადაწყვეტილება იყო და მერე უკან დაიხია. ეს არის ხელშეკრულება, რომელსაც ყოველ წელს აგრძელებენ. თანხის რაოდენობას, როგორც ვიცი, ისინი გადაწყვეტდნენ, ვინც იკრიბებიან და განიხილავენ ადამიანების დამსახურებას. ეს  პენსია არის მათთვის,  ვისაც  შემოქმედებითი მიღწევები აქვთ, ლევან თედიაშვილი, ომარ ფხაკაძე, ბუბა კიკაბიძე, სოფიკო ჭიაურელი, ქვეყანა ხალხი იღებდა და იღებს ამ პენსიას, არა მარტო გიორგი შენგელაია. ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ. ყველა ტელევიზია ჩემს კინოებს ატრიალებს,  იციან, რომ ხალხს ჩემი ფილმები  უყვარს.     
–  თქვენ და თქვენი  შვილი, ნიკუშა  ძალიან  დაახლოებული იყავით ბიძინა ივანიშვილთან, როგორც ჩანს, მას ძალიან ეწყინა  თქვენი საკმაოდ ხისტი შეფასება, რაც არ დაიშურეთ.     
–  ხისტი კი არა,  უფრო მეტი უნდა მეთქვა, მე კიდევ თავი შევიკავე.   ბიძინასთან მეც  კარგად ვიყავი,   ბევრჯერ არ ვყოფილვარ მასთან, არ ვაწუხებდი. შუშის სასახლეში სულ ორ-სამჯერ ვარ ნამყოფი.   ნიკუშასთან უფრო  ახლოს იყო. მე ნიკუშას მამა არ ვარ? ამით ნიკუშასაც უკეთებდა ცუდ საქმეს, მე და ჩემი შვილი ერთმანეთს ხშირად ვასესხებთ ხოლმე ფულს, ხან მას სჭირდება ჩემგან ფულის სესხება, ხან – მე მისგან. მე რომ სტიპენდიას მიხსნიდა, ამით  ნიკუშასაც ხომ ავნებდა, თან მეგობრობს მასთან.   ვერ გავიგე, რა ვთქვი ასეთი, ერთი უწიგნური კაცია-მეთქი, ეს არის ფაქტი. პოლემიკა მეზარება, თორემ მე რომ ბიძინას ტელეეთერში დავუჯდე, ჩავხდი შარვალს. არაფერი არ იცის, ერთი წიგნი არ წაუკითხავს.  ნიკუშაც შეესწრო ამ ამბავს, როცა მას   როსტომ ჩხეიძის „ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია“ მივუტანე საჩუქრად. ვუთხარი, ბიძინა ეს წიგნი მოგიტანეთ-მეთქი. მე მას ყოველთვის თქვენობით ველაპარაკებოდი, რაზეც სულ შენიშვნასავით მეუბნებოდა, თქვენობით ნუ მელაპარაკები, შენი შვილი ნიკუშა მელაპარაკება შენობითო. თქვენობით პატივისცემას გამოვხატავდი. აი, ასეთია რა, ცოტა სოფლელი თავისი იდეებით. დაეჩვია ხალხი საქართველოში შენობით ლაპარაკს.  ჰოდა, რა მოხდა, როცა წიგნი მივეცი, არც შეხედა, არც დაათვალიერა, გადადო გვერდით და ხმამაღლა მითხრა, ჩემი ცოლი ბავშვთან არის ამერიკაში, რომ ჩამოვა; წაიკითხავს და მომიყვებაო. არ არის ეს საგიჟეთი? მე თვითონ მაგარი მკითხველი ვარ, გავბრაზდი,  ავიღე წიგნი და უკან წამოვიღე, რა ჩემ ფეხებად უნდა ყოფილიყო წიგნი მაგასთან. რამდენჯერმე ფილმი გავუგზავნე, არც ერთი არ ჰქონდა ნანახი, ეტყობა, სადმე შემოდო. შეიძლება, ვაჟა-ფშაველა არ ნახო კაცმა? იმ დღესაც  საქმეზე ვიყავი მისული, მაგრამ გავბრაზდი. არა და არ დამნიშნა კინოსტუდიაში, იმიტომ რომ დაჰპირდა ტრიპოლსკის, რომელიც მაგის ბავშვის ნათლიაა. შეიძლება, კინოს ტრიპოლსკიმ უხელმძღვანელოს? ან მაგასთან მიწებებულმა ჯაჭვლიანმა?  ჯაჭვლიანი „სკოლზკი“ ტიპია, ბიძინას მოსწონს ეგეთი ხალხი. საზოგადოება ჩემკენაა. ოთარ იოსელიანმა მოიწერა საფრანგეთიდან: კინოსტუდიის დირექტორობაზე მე მხარს ვუჭერ გიორგი შენგელაიასო. მაინც არ გააკეთა. მაგან რა იცის, რომ კინოსტუდია  ქართველი ხალხისაა. მაგას შეუძლია ბანკის ხელმძღვანელობა, ფულების თვლა და ასეთი რაღაცები.  მე ვფიქრობდი. დამნიშნავს კინოსტუდიაში, წავალ და მაღალ დონეზე ავიყვან კინოსტუდიას, ამისი ნიჭიც მაქვს და გამოცდილებაც.  იმერლები ცოტა მატყუარები არიან, პირში  ხომ ვერ მეტყოდა, ვერ დაგნიშნავო, თან იცოდა, რომ მეკუთვნოდა. ადგა და ჩემ თვალწინ  დაურეკა ქუმსიშვილს: ხვალვე დანიშნეთ გიორგი შენგელაია კინოსტუდიის დირექტორადო. მითხრა, თქვენ არ შეწუხდეთ მასთან სიარულით, ნიკუშა მივიდესო.  ქუმსიშვილმა ხელები  გაშალა: ვერ გავიგე რა იყო. ბიძინამ დარეკა – ჯერ თქვა დანიშნეთო, მერე მითხრა, ერთი დღით დანიშნეო. მეტი უნდა მეთქვა, კიდევ თავი შევიკავე.      
– ნიკუშასგან საყვედური არ მოგიღიათ, მისი უფროსი მეგობარი რომ მოიმდურეთ?
– არა, კაცო, რა საყვედური, ნიკუშა ჩემი შვილია,  კაცური საქციელი აქვს ყოველთვის. რა უნდა ეთქვა. იცი, რა გავაკეთე, ბიძინასგან რომ წამოვედი? ცოტა გვერდით დადგა, რაღაცნაირი  სახით. დავუძახე, მოვიდა და მანქანიდან ტუჩებში ვაკოცე ქრისტიანული წესით. როგორც ვიცი, ამ ამბების მერე ნიკუშას აღარ უნახავს, მაგრამ რომ ნახავს, რა უნდა უთხრას, მე გიორგი ვარ, ის ნიკუშაა. მთელი ჩემი შემოსავალი ეს თანხაა, კულტურის სამინისტრო მიხდის პატარა  პენსიას, როგორც  რუსთაველის პრემიის ლაურეატს. იმ ფულით ვერ იცხოვრებ.  სოფელ დიღომში დიდი  ეზო მაქვს. იქ მომყავს   ბოსტნეული,  ხილი,  საკუთარი პროდუქტით ვიკვებები, მაგრამ მაგით იოლას ხომ ვერ  გახვალ, კიტრი, პამიდორი და მწვანილი ხორცი და ბრინჯი ხომ არაა, ათასი რამე გჭირდება ადამიანს. კახეთშიც გვქონდა სახლი, მაგრამ რაც დარჩა დედაჩემისგან, მუზეუმი გავაკეთეთ, როგორ შეიძლება, მისი კუთვნილი ნივთები, ყველაფერი, მუზეუმში არ ყოფილიყო და ისტორიაში არ შესულიყო, ისე როგორც შევიდა ილია, ექვთიმე.
–  დიღომში მარტო ცხოვრება არ გიჭირთ?
– არა,  არ მიჭირს.  ნიკუშა მოდის ხოლმე ხშირად. ეგენი ქალაქში ცხოვრობენ,  მე დიღომში გადმოვედი. წლები ვიცხოვრე ქალაქში, მერე  ჰაერი გაფუჭდა, მანქანით ვერ გაივლი... მანდ ცხოვრებას სოფელში ცხოვრება სჯობია. როგორც იქნა, სახლიც გავაკეთე. აქ ხალხს ძალიან ვუყვარვარ. ნიკუშას უყვარს ჩემთან მოსვლა. ჩვენ იდეალური მამაშვილობა გვაქვს.  მამა ვარ მისი, ვალდებული ვარ, ვურჩიო რამე.  
–  ნიკუშა თქვენ უფრო გგავთ თუ   დედას?
– დედასი  არ ვიცი,  ჩემი გენები რომ აქვს, ვიცი. როცა ექიმთან წაყვანა ან რაღაც მჭირდება, ვეუბნები. პატარა იყო, როცა იმ ქალისგან ჩემთან წამოვიყვანე.
– რთულად გადაიტანა ის პერიოდი, როცა თქვენ და სოფიკო ჭიაურელი დასცილდით?
– მაგ ქალს ნუ მახსენებთ, არ მსიამოვნებს. ის იმ წუთში დავივიწყე, როცა ეს გააკეთა. კახელზე ხომ გაგიგიათ, კახელმა ცოლი რომ დამარხა, თქვა: ესეც ესეო! როგორც კაცს, მან შეურაცხყოფა მომაყენა. მეც ასე ვთქვი, როცა სოფიკომ მიღალატა: წასულა სადაც უნდა და ვისთანაც უნდა-მეთქი, და ჩემს სახლში წამოვედი. მე ხომ მაგათთან ჩასიძებული ვიყავი. მთავრობის მოცემული, ჩემი პატარა ბინა მქონდა კეკელიძის ქუჩაზე და იმ სახლში გადავედი საცხოვრებლად. ჭიაურელები არისტოკრატები კი არა, პლებეები არიან. როდესაც შევარდნაძემ სოფიკო საკავშირო პარლამენტის წევრად შეარჩია, მერე ყველას ზემოდან გვიყურებდა, თავში რაღაც აუვარდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. მერე  არც მახსოვდა სოფიკო, არც განვიცდიდი, მაგან ჩაიდინა ბოროტმოქმედება და მე რა მქონდა სანერვიულო, პირველ რიგში, სანდროს, ჩვენ ავადმყოფ შვილს გაუკეთა ცუდი. სამართლიანად  მოვიქეცი, ნიკუშა ჩემთან წამოვიყვანე, ერთად ვცხოვრობდით. იმ ქალთან ვერ დავტოვებდი, მაგრამ სოფიკოსთან მისვლას არ ვუკრძალავდი. სახლში მოსამსახურე მყავდა, კინოსტუდიაში ვმუშაობდი, ნორმალური ანაზღაურება მქონდა და მშვენივრად ვზრდიდი ნიკუშას. სოფიკოს სახლი ნიკუშას დარჩა. სანდროსაც  ჩემთან წამოვიყვანდი, მაგრამ  პრობლემების გამო მისთვის დედასთან დარჩენა უმჯობესი იყო.  
– თქვენ რატომ არ დაოჯახდით?
– მეუბნებოდნენ, მეხვეწებოდნენ  ჩემი მეგობრები, მოიყვანე ცოლიო.  ისინი ფიქრობდნენ,  რომ ეს იქნებოდა ჩემი  პასუხი სოფიკოს ნამოქმედარზე.  მე სულ  ვამბობდი, ჯერ არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, მაგათ დავმარხავ-მეთქი. მართლა ასე მოხდა. ძალიან მალე მოკვდნენ ორივენი. მერე ვიფიქრე ცოლის მოყვანა, მაგრამ ვერ მოვიყვანე.  ასაკიანი ქალის მოყვანა არ მინდოდა, უფრო ახალგაზრდებში კულტურული ქალი ვერ ვიპოვე, სად არიან ისეთი ქალები, ჩემს თაობაში რომ იყვნენ სოფიკო და კიდევ ვიღაცები. გოგოები ქაჯებივით გახდნენ, დახეული შარვლებით დადიან, რაღაც უბედურებები აცვიათ. მე არ მინდა  მოხუცი ქალის მოყვანა, მე მოსავლელი არაფერი მჭირს, საღად ვარ, თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, ძალიან კარგი მოსამსახურე მყავს. ისიც  მეხმარება. სახსრები მტკივა, თორემ ენერგიაზე კი ვარ, ჩემს ბოსტანს მე ვამუშავებ. ეზოში კარგი ატამი მოდის. ყოველდღე უამრავი ხალხი შემოდის ჩემთან, ხუთი ლარი მასესხეო, კაცი რომ გთხოვს, ხომ ხვდებით, რა დღეშია. ასე დამართა მთავრობამ ამ ხალხს. ახლა შემოდგომაზე პოლიტიკაში უნდა ჩავერთო. მიტინგებს რომ განაახლებს ზაზა სარალიძე, საქმე იქით მიდის, მეც ვივლი. ამ გაუბედურებულ კაცს ყველა ატყუებს, სახეზე ეტყობათ, კაცო, რომ ატყუებენ. ამ უსამართლობას როგორ უნდა შეეგუო. არასამთავრობოებთან ერთად მეც უნდა გავაქტიურდე, ტრიბუნაზეც გამოვალ, როგორმე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები  უნდა დაინიშნოს.  სექტემბრისთვის ახალ ფილმს გავაკეთებ, რომელიც აპოკალიფსს მიეძღვნება.  იოანე ღვთისმეტყველი, ქრისტეს საყვარელი მოწაფე ამბობს, რომ  დადგება დრო, როცა ყველა  ცუდი ხალხი, ქლესები, მოისპობიან და   დედამიწაზე მარტო კარგი ხალხი დარჩება. ეს  მართლაც ასე იქნება. მოსახლეობის ერთი მესამედი საზიზღარია, ორი მესამედი – კარგი. სწორედ ის კარგი  ნაწილი უნდა გადარჩეს. მკვლელები,  ბოროტმოქმედი პროკურორები და  ცუდი ხალხი   უნდა მოვიცილოთ.     
скачать dle 11.3