კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როდის მიიღებთ საყვედურს კოღოს ნაკბენის გამო და რას ნიშნავს ჩრჩილის მომრავლება სახლში

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

გავნაგრძობთ საზაფხულო თემას და ამჯერადაც, ყველა ოჯახისთვის საჭირბოროტო საკითხს შევეხებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხელი, მაგრამ ულამაზესი სეზონი დასვენებისა და ძალების აღსადგენად, ან უფრო თანამედროვედ რომ ვთქვათ, „რელაქსისთვის“, მართლაც შეუდარებელია, როგორც ყველაფერს ამქვეყნად, მასაც თავისი ნაკლი აქვს. როგორც კი დათბება, ბუნება გაიღვიძებს, აყვავდება, დამშვენდება და საამო სურნელით აავსებს არემარეს, ჩვენს სახლებსა და მით უმეტეს, ეზოებს, დაუპატიჟებელი სტუმრები ეწვევიან – საკმაოდ უსიამო და შემაწუხებელი: ჩრჩილები, ბუზები, კოღოები. ახლა მივადექით მთავარ სათქმელს: ეს შეუცნობელია და მიხვდით, ალბათ, რომ ამ მწერთა ეტიმოლოგიასა თუ მათი განადგურების საშუალებებზე არ გვექნება საუბარი. ახლა სწორედ იმას გაიგებთ, თუ რა სარგებელი შეიძლება, მივიღოთ ამ უსიამოვნებისგან – რაზე მიგვანიშნებს წინაპართა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაფუძნებული ათასგვარი ცრურწმენა თუ გადმოცემა: რას უნდა ვუფრთხოდეთ და რა გავითვალისწინოთ; რომელი მწერი როდის, რისი მაცნეა, რომ სათანადოდ მომზადებული დავხვდეთ ჭირსაც და ლხინსაც,  განსაცდელსაც და მოსალოდნელ წარმატებასაც. დღეს ჩვენი რესპონდენტი ამ თემაზე გახლავთ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონი თამაზი.  
– იქნებ ჩრჩილებით დაგვეწყო... მათი გადამკიდე, ლამის, ჩემი უსაყვარლესი ზაფხულის მოსვლაც კი შემჯავრდეს. დათბება თუ არა, მაშინვე საიდანღაც გამოძვრებიან და მერე მიდის ბრძოლა... მაგრამ, ეს თუ რაიმეზე მიმანიშნებს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ვიცოდე...
– ჩრჩილთან დაკავშირებით დაკვირვებას ხალხური მეხსიერება ძალიან დიდი ხანია, ინახავს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც თანამედროვე ყოფაში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა: მინიშნებები დღესაც ისევე უცხადდება ადამიანს, როგორც მაშინ, უხსოვარ დროს. ასე რომ, თუ სახლში და მით უმეტეს, თქვენს ოთახში ჩრჩილი შენიშნეთ, გაფრთხილდით, თვალი გადაავლეთ საახლობლო წრეს. იცოდეთ, მათგან რომელიღაც ფარულად გმტრობთ და ცდილობს, გაგანადგუროთ. ეს, როცა თითო-ოროლა დაფრინავს, მაგრამ თუ ძალიან გამრავლდნენ – დროა, საერთოდ შეცვალოთ ცხოვრების სტილი, თორემ დაიღუპებით. კარადაში გაჩენილი ჩრჩილიც თქვენკენაა, იცოდეთ: გაფრთხილებთ, გულისსწორის ვალების გამო, ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა გექნება და დროზე მიხედე ამ საქმესო. იმასაც დააკვირდით, თუ თეთრია ჩრჩილი, ეს გაფრთხილებაა, ხილო შავი – მიგანიშნებთ, რომ ცუდი რამ მოხდება.
– ბუზი რომ აუტანელი, ამაზრზენი და საერთოდ, ანტისანიტარიის ბუდეა, რის გამოც, ფანჯარა ვერ გაგვიღია ზაფხულში, ეს არავისთვისაა ახალი, მაგრამ თუ მისტიკური დანიშნულებაც ჰქონდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი...
– თქვენ წარმოიდგინეთ, აქვს და თანაც, ზოგჯერ ძალიან სასურველი და გასახარელიც. ბუნებაში, პიკნიკზე, ულამაზეს მდელოზე გაშლილ სუფრას რომ უზიხართ და მადიანად შეექცევით, რბილად რომ ვთქვათ, მოსაბეზრებელია უამრავი მობზუილე ბუზის მოგერიება, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: არ არის ჭირი, სიკეთე რომ არ ახლდეს თანო. ჰოდა, ხალხურ გადმოცემას თუ დავუჯერებთ: ბევრი ბუზი სიმდიდრის ნიშანიაო. მაგრამ, სახლში, კარის გაღებისთანავე, თუ ბუზებით გაივსო იქაურობა, ნამდვილად ვერ განუგეშებთ, მალე თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგება.
– ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ ჩავარდნოდეს ბუზი წვნიანით სავსე თეფშში, ან პირთან მიტანილ ჭიქაში. რაზე მიგვანიშნებს ეს?
– მართალია, ბუზი სასმელსა თუ საჭმელში, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ მისგან გამომდინარე პროგნოზზე, ამას ვერ ვიტყოდი. მაგალითად, თუ ბუზი ფინჯანში ყავის ან ჩაის სმისას ჩავარდა, სწორედ ხსენებული ცრურწმენების თანახმად, წინ სიურპრიზი გელოდებათ. მაგრამ, თუ ბუზი ჭამის დროს აღმოჩნდა თეფშზე, ცხელ კერძში, საჩუქარს მიიღებთ. ღვინოში ან არაყში მოფართხალე ბუზი კი, იმის უტყუარი ნიშანია, რომ წვეულებაზე, სადაც იმჟამად იმყოფებით, თავბრუს დაახვევთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს. ბავშვს თუ ცხელი რძე დაუსხით ან თავადაც სიამოვნებით შეექცეოდით, ამ დროს კი რომელიმეს ჭიქაში ბუზი ჩავარდა, დროს ნუღარ დაკარგავთ, სტუმრების დასახვედრად მოემზადეთ. ისინი უკვე გზაში არიან. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ერთი რამაა გასათვალისწინებელი: თუ ბუზი თქვენს თვალწინ ჩავარდა ჭიქაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი და ყველაფერი გამოგივათ. ოღონდ, სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ ბუზის გადაგდებისას, ჭიქის შიგთავსსაც არ გადაასხამთ. ის აუცილებლად უნდა დალიოთ.
– მართალია, ახლა ზაფხულია და ბუზებიც ამ სეზონზე გვაბეზრებენ თავს, მაგრამ ზოგჯერ, ზამთარშიც გამოძვრებიან ხოლმე ოთახში საიდანღაც. ალბათ, ამასაც აქვს მისტიკური დანიშნულება?
– ბუზი სახლში თუ ზამთარშიც აღმოაჩინეთ, ეს ერთგვარ შიშს იწვევს, რადგან ოჯახში დანაკარგს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, სიკვდილს მოასწავებს. თუმცა, არსებობს გამოსავალიც, ის ბუზი უნდა მოკლათ, მაგრამ, ნაგვის ყუთში გადაგდების ნაცვლად, უნდა „დაასაფლაოთ“. ანუ, გარეთ გაიტანეთ და ნებისმიერ ადგილას ჩაფალით მიწაში. ასე, მოსალოდნელ უბედურებასაც მასთან ერთად დამარხავთ. დაბოლოს, შემოდგომის ბუზი რომ ყველაზე მწარედ იკბინება ყველამ იცის. ჰოდა, ოცოდეთ, წინ ისეთი რამ გელით, ძალიან რომ გაგაკვირვებთ.
– ბოლოს მივადექით ჩვენს სისხლის მწოველ კოღოებს. ნუთუ, ეს წამებაც შეიძლება, რამეში გამოგვადგეს?
– ჰო, სისხლს კი გვწოვს კოღო. მაგრამ, იცოდით, მხოლოდ დედალი კოღო რომაა ამის ჩამდენი? და ისიც იმიტომ, რომ შთამომავლობა გამოკვებოს. სისხლი ხომ მდიდარია საკვები ნივთიერებებით, განსაკუთრებით, ცილებით. საცოდავი მამრი კოღო კი მხოლოდ მცენარეთა ნექტრითა და მტვრით იკვებება და მდედრზე ორჯერ ნაკლებს ცოცხლობს. ეს ისე, ლირიკული გადახვევა... ახლა კი კოღოს მინიშნებებს მივხედოთ. თუ ეს მწერი საღამო ხანს შემოგიჩნდათ და არ მოგასვენათ, მეორე დღეს თბილი ამინდი იქნება. მაგრამ, თუ განსაკუთრებით, შებინდებისას გაგამწარათ, ღამით წვიმა წამოვა. თუ გაზაფხულსა და შემოდგომაზეა უჩვეულოდ ბევრია, მარცვლეულის კარგ მოსავალს მიიღებთ. ყველაზე აუტანელია ღამით, ძალიან რომ გეძინება, ის კი ყურში ჩაგბზუის. ეს ნიშნავს, რომ მეორე დღეს დავალებას მიიღებ, მაგრამ თუ სახეზეც გიკბინათ, საყვედური არ აგცდებათ. თუმცა, ტყეში კარგი ორიენტირია, სადაც ბევრ კოღოს წააწყდებით, იქ კენკრასაც ბევრს დაკრეფთ. ასევე, კოღო და ქინქლა დიდ ღრუბლებად შეკრული თუ თქვენ წინ ტორტმანებს – ეს კარგ ამინდს მოასწავებს. გამოგწოვათ კოღომ სისხლი? – ვიღაც წონასწორობიდან გამოგიყვანთ. მაგრამ, სანამ სხვა იზამს ამას, თქვენს გამამწარებელს თავად თუ გამოუყვანთ წირვას, დილით ოჯახში აზრთა სხვადასხვაობა იჩენს თავს.   
скачать dle 11.3