კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ჩაუტარეთ ტესტი თქვენს ტვინს

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

არსებობს ძალიან ბევრი ტესტი, რომელიც სხვადასხვა შესაძლებლობის გაზომვას გთავაზობთ: IQ-ს, ყურადღების, მეხსიერების, სქესობრივი ორიენტაციასაც კი.  ყველაზე საინტერესო ის ტესტია, რომელიც ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს ეხება. ადამიანის ტვინი, ისევე როგორც სხეული, ასაკობრივ ცვლილებებს ექვემდებარება. ალბათ, გაინტერესებთ, რამდენად სწრაფად მოხდება ეს თქვენს შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ტვინი „ბერდება“ 60 წლის შემდეგ. მაგრამ ეს პროცესი ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება დაბერების პროცესი უფრო ადრე დაეწყოს, ზოგს კი – გვიან. გაინტერესებთ, გაიგოთ რამდენი წლისაა თქვენი ტვინი სინამდვილეში? მაშინ, გაეცით პასუხი – „კი“ ან „არა“ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს და დათვალეთ დადებითი პასუხები.
1. დღე-ღამეში მძინავს 7-8 საათის განმავლობაში;
2. ყოველდღე ბევრ ხილს და ბოსტნეულს ვჭამ;
3. ჩემს ყოველდღიურ რაციონში შედის კენკრაც – მოცვი, ჟოლო, ან მაყვალი;
4. კვირაში სამჯერ მაქვს „თევზის დღე“;
5. რეგულარულად ვიღებ თევზის ქონს საკვების დანამატის სახით;
6. ყოველდღე ვიღებ ვიტამინ B6-ს (ფოლიუმის მჟავა) და მულტივიტამინებს;
7. ყოველდღიურად ვიღებ ასპირინის მცირე დოზას;
8. ვსვამ წითელ ღვინოს ან ყურძნის წვენს კვირაში არანაკლებ 5 დღე;
9. კვირის განმავლობაში ხშირად ვუთმობ დროს, 30 წუთს მაინც, ფიზიკურ ვარჯიშს;
10. ვკითხულობ წიგნებს, ვხსნი კროსვორდებს. ხშირად ვარ დაკავებული საქმიანობით, რომელიც დაკავშორებულია აქტიურ სწავლასთან, და მახსოვრებასთან, გამოთვლასთან, ანალიზთან და ამოცანის ამოხსნასთან;
11. ჩემს წინაპრებში არიან ადამიანები, ვინც იცოცხლა 80 წლამდე მეხსიერების დაკარგვის გარეშე;
12. სისხლში ქოლესტერინის დონე ნორმის ფარგლებშია;
13. „ცუდი“ ქოლესტერინის დონე ნორმას არ აღემატება, საკმაოდ დაბალია;
14. არ მაქვს პრობლემები ჭარბ წონასთან დაკავშირებით;
15. ვჭამ ჯანსაღ საკვებს (ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ზეითუნის ზეთი, ცოტა წითელის ხორცი და ასე შემდეგ);
16. კარაქისა და მარგარინის ნაცვლად ვიყენებ ზეითუნის ზეთს ან მცენარეულ ზეთს ტრანს-ცხიმების გარეშე;
17. არასოდეს მომიწევია;
18. ჩემი წნევა ნორმაშია;
19. არ მაქვს დიაბეტი;
20. არ მაქვს მეტაბოლური სინდრომი (მისთვის დამახასიათებელია მაღალი დონის ტრიგლიცერიდები, „ლუდის“ მუცელი, მაღალი წნევა);
21. არ მაქვს ძილთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიცა ხვრინვა, აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს), ქრონიკული უძილობა;
22. არ განვიცდი ყოველდღიურ უკონტროლო სტრესს;
23. ვატარებ დიდ დროს მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან;
24. არ მაქვს მეხსიერების პრობლემები;

ახლა კი შეაჯამეთ შედეგები, ანუ, რამდენი დადებითი პასუხი მიითვალეთ:
თუ დააგროვეთ დადებითი 23-24 ქულა: გილოცავთ, ასაკი ვერაფერს დააკლებს თქვენ ტვინს. რადგან მისი „ნამდვილი“ ასაკი 15 წლით ნაკლებია თქვენს ბიოლოგიურ ასაკზე. ალცჰაიმერის განვითარების რისკი კი,  პრაქტიკულად,  ნულის ტოლია.
20-22 ქულა: კარგი შედეგია. თქვენს ბიოლოგიურ ასაკს მინუს 10 წელი. მაგრამ თუ გინდათ, კიდევ უფრო გაახალგაზრდავდეთ, გამოასწორეთ ის შემთხვევები, რაზეც გაეცით პასუხი „არა“.
15-19 ქულა: ნორმალურია. თქვენი ტვინი – თქვენი თანატოლია. მაგრამ, მაინც, ნუ დააჩქარებთ დაბერების პროცესს. უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ.
აქედან კი პრობლემები იწყება.
14 ქულა და უფრო ნაკლები: დაუმატეთ თქვენს ბიოლოგიურ ასაკს 5 წელი. თქვენი პრობლემები აშკარაა და ეს სერიოზული მიზეზია ექიმთან ვიზიტისთვის და ცხოვრების სტილის შესაცვლელად.
скачать dle 11.3