კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№. შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 19 აპრილს. უცხოეთი თუ არის ჩემთვის კარმულ-კოსმიური მისია და რომელი ქვეყნებია მისაღები, რომ გავემგზავრო?
პასუხი:
უცხოეთი თქვენთვის აუცილებელია და კარმულიც, რათა დაკისრებული მისია შეასრულოთ, ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიოთ და გაგიმართლოთ. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია და პორტუგალია. აქვე გეტყვით, რომ უნდა მოერიდოთ ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობას, როგორიცაა: რუსეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, ნიკარაგუა, ეთიოპია, კანადა, ახალი ზელანდია.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 26 მარტს, დილის 8 საათისთვის. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი:
თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი: გასართობი ინდუსტრია – კაზინო, რესტორანი, ატრაქციონები ან ლატარია; ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა. საიუველირო სფეროს ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო ან საგამომცემლო საქმიანობა; თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავთ, ასევე წარმატებები გელით ისეთ პროფესიებში, როგორიცაა: დიზაინი, ხელოვნება, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია და სოციოლოგია.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 30 აგვისტოს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები? მომავალში მინდა, უცხოეთში წასვლა, სწავლის გაგრძელება და მუშაობა. რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგია, აუდიო-მობილური-ვიდეო სისტემები, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პედიატრია. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, თურქეთი, პოლონეთი, რუსეთი, კანადა, სლოვაკეთი.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 4 ივნისს. მინდა რაიმე ბიზნესის წამოწყება. რომელ სფეროში მელის ამ მხრივ მეტი მოგება და წარმატება?
პასუხი:
ზოგადად, თქვენთვის კარგია ბიზნესით დაკავება – ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. კარგია თქვენთვის უძრავი ქონების, ხელოვნების, ბენზინის, სასმელების, კლინიკების ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 8 მარტს. უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები, რომ წავიდე?
პასუხი:
უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა, ამიტომ იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა, ძალიან კარგია. ქვეყნებიდან კი თქვენთვის წარმატების მომტანია და სასიკეთო: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, სერბეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, პორტუგალია, რუსეთი, სლოვენია, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი და კანადა.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 10 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი:
თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შრომისუნარიანი, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის სწორად მხარჯველი. ასევე, გამოავლინეთ ინიციატივა, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი სულისკვეთების, ნებისმიერ საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით.скачать dle 11.3