კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორი ტიპის ადამიანი უშვებს ბევრ შეცდომას ცხოვრებაში და რა კავშირშია ამასთან სულის რეინკარნაცია

ბევრს აქვს ინტერესი, გაიგოს, გადადის თუ არა ნიჭი მშობლებიდან შვილებზე და არის თუ არა ის გენეტიკური. ასევე, არის თუ არა სულში დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭისა და ინსტინქტების საფუძველი.
ხშირ შემთხვევაში, ის, ვისაც გარკვეული მიდრეკილება და ნიჭი აქვს, ეს მისი წინაპრების გენეტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება და კვდება. ის რამდენიმე სხეულს იცვლის და თითოეულ სხეულში ჩასახლებული უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, იძენს ახალ შეგრძნებებს, ემატება ჭკუა და იმის გაცნობიერების უნარი, ვინ არის კეთილად განწყობილი მის მიმართ და ვინ – პირიქით, ბოროტად. ასე რომ, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველია.
თუ განსაკუთრებულ ნიჭს ავლენთ მუსიკაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათემატიკაში, სპორტსა და ასე შემდეგ, ესე იგი ჩათვალეთ, რომ თქვენმა სულმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება წინა ცხოვრებაში დააგროვა და აითვისა. თუ უცხო ენების ათვისება გიადვილდებათ და ერთდროულად რამდენიმე ენას ფლობთ, სავარაუდოა, რომ თქვენ კი არ სწავლობთ, უბრალოდ, ამ ცხოვრებაში აღიდგენთ და იხსენებთ იმ ენას, რომელზეც წარსულში საუბრობდით, ანუ სხვა ცხოვრებაში ლაპარაკობდით, როცა თქვენი სული სხვა ადამიანის სხეულში იყო ჩაბუდებული.
ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებული, გამძაფრებული ინტუიციით გამოირჩევა, ზოგი ცუდი ჩვევებისკენაა მიდრეკილი, ზოგიც ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებს. ესეც წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილ გამოცდილებასთანაა კავშირში.
ადამიანის სული იყოფა სამ გამოკვეთილ ტიპად. პირველ ტიპს განეკუთვნება ბრძენი სული. ასეთ ადამიანებს გამძაფრებული ინტუიცია აქვთ და გამოირჩევიან სწორი ცხოვრებისეული ხედვითა და ნებისყოფით. მეორე კატეგორია გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდილებით. ისინი მუდმივად ძიებაში არიან, არ აკმაყოფილებთ უკვე განცდილი და მოძიებული.  მესამე ტიპს კი განეკუთვნებიან ისინი, ვინც ახლა დადგნენ ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე, განვითარების ადრეულ საფეხურებს გადიან და ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და ასათვისებელი. ამ უკანასკნელი კატეგორიის წარმომადგენლები ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებენ, გამოირჩევიან ცუდი მიდრეკილებებითა და ჩვევებით, არიან ფეთქებადი ხასიათისა და აგრესიული ტიპები. ახალ სხეულში ჩასახლებული სული კი, გვაძლევს არა კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ წარსულ ცხოვრებაში შეჯამებულ შედეგებს, რაც გამოვლინდება მიდრეკილებებსა და ნიჭიერებაში.
 არის შემთხვევები, როცა წინაპრები განსაკუთრებულად ნიჭიერები და ცნობილი ადამიანები იყვნენ, თუმცა მათი შთამომავლები საკმაოდ ცუდი ჩვევების მქონე და უნიჭოები გამოვიდნენ. თუ ვამბობთ, რომ ნიჭი მხოლოდ გენეტიკურად გადადის, მაშინ ასე რატომ ხდება? ან პირიქით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი თავადაც გაოცებულია, საიდან დაჰყვა მსგავსი ნიჭიერება, როცა მისი მშობლები უბრალო,  არასრული განათლების მქონენი არიან. ამაზე დაფიქრდით, და თავად მიხვდებით, რომ ზემოთ ნათქვამში ჭეშმარიტება ნამდვილად დევს.скачать dle 11.3