კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ უწოდა პრეზიდენტმა რეიგანმა ლავრენტი ბერიას „ეშმაკის კერძი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ბოლო წლებში განსაიდუმლოებული საბუთების ანალიზი საშუალებას იძლევა, უფრო მეტი რამ გავიგოთ ლავრენტი ბერიასა და მისი საქმიანობის შესახებ, რაც ათწლეულების განმავლობაში დაფარული იყო და მათზე მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებოდათ ხელი. პროფესორი ანატოლი გოლოვეცი წერს: „ლავრენტი ბერია საკმაოდ მრავალწახნაგა პიროვნება იყო და მისი გაპრიმიტიულება, რასაც ზოგიერთი მკვლევარი და პუბლიცისტი ახორციელებს, არასწორია. არც ისაა მართალი, რომ თითქოს ლავრენტი ბერია სისხლისმსმელი ჯალათი იყო და ლამის ადამიანებს ჭამდა... უდავოა, რომ ბერია მკაცრი, ზოგ შემთხვევაში სასტიკიც კი იყო. მაგრამ რომელი ჩინოვნიკი არ იყო სტალინურ სახელმწიფოში ასეთი? მეტიც, შეთქმულთა ბანდიდან, ვინც ბერია ვერაგულად მოკლა, ყველას უდანაშაულო ადამიანების ზღვა სისხლი ჰქონდა დაღვრილი და ამ მხრივ, ბერია მათთან ახლოც კი ვერ გაიჭაჭანებდა... ერთადერთი, რაც ბერიამ მაშინდელი საბჭოთა კანონებით დააშავა (თუმცა, ეს სულაც არ იყო დანაშაული), იყო ის, რომ ლავრენტი პავლოვიჩს ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, საქართველო და მისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მარტო ის რად ღირს, რომ ჯერ  კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე, ბერიამ მოახერხა და საბჭოთა ბელადს 350 მილიონი მანეთი გამოაყოფინა, საქართველოს მთელ პერიმეტრზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოსაწყობად. ასეთი „პევეო“ (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა) იმ  წლებშიაც და მერეც, მხოლოდ მოსკოვის მთელ პერიმეტრზე იყო განთავსებული... ბერიამ კი, ამ ძვირად ღირებული სისტემის აგება უკვე 1952 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და მხოლოდ 1953 წლის აგვისტოს დასაწყისში შეწყდა, არა და უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები იყო ჩატარებული...“
ბერიას მიერ საქართველოს მთელ პერიმეტრზე განსალაგებელი თავდაცვის სისტემა იმითაც იყო უნიკალური და საიმედო, რომ მასში პირველად გამოიყენეს, ეგრეთ წოდებული, „მოძრავი კლდის“ ტექნოლოგია, ანუ – მცხეთის მთის მასივის ერთ შენიღბულ მონაკვეთზე გათვალისწინებული იყო უზარმაზარი კარის დამონტაჟება. ანუ, კლდე გაიხსნებოდა და შიგნით აშენებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან რეაქტიული თვითმფრინავები გამოფრინდებოდნენ. ხოლო რაკეტების გასაშვები პლაციდან კი, საჭიროების შემთხვევაში ბირთვულქობინიანი რაკეტები ამოფრინდებოდნენ. ბერიას განადგურებისთანავე, ხრუშჩოვის ბრძანებით, ეს უნიკალური მშენებლობა მომენტალურად დახურეს. თუმცა, ამ საქმეში ჩახედული ადამიანები ამტკიცებენ, რომ მცხეთის მთის მასივში ბერიას პროექტი მაინც განხორციელდა და 1954 წლიდან საბჭოეთის დაშლამდე იქ ძლიერი თავდაცვითი ძალები იყო  დისლოცირებული. ფუნქციონირებდა, აგრეთვე, ოთხი ატომურქობინიანი რაკეტის გასაშვები შახტაც. ხოლო, როდესაც საბჭოთა კავშირმა რღვეა დაიწყო, ამ ზესაიდუმლო ობიექტის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. თავად საიდუმლო ობიექტი კი, ისე საიმედოდ ჩახერგეს, რომ იქ ვერავინ შედიოდა და როდესაც საბჭოეთის დაშლის მერე იქ ამერიკელებმა სცადეს შეღწევა, ისეთ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომ ამ განზრახვაზე უარი თქვეს...
ანატოლი გოლოვეცი წერს: „საქართველოს მთელ პარამეტრზე „პევეოს“ საიმედო სისტემის განლაგება ბერიას ერთადერთი იდეა არ იყო და ზოგადად, ლავრენტი პავლოვიჩს დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა სარაკეტო სისტემების განვითარებაში. სწორედ ბერიას იდეა იყო, შეექმნათ მოძრავი პლატფორმები ბალისტიკური რაკეტებისთვის. ანუ, ამ იდეის რეალიზაცია უკვე ბერიას მკვლელობის მერე მოხდა და უზარმაზარი საბჭოეთის სარკინიგზო ხაზებზე კურსირებდნენ ერთი შეხედვით უწყინარი ვაგონ-რეფრეჟერატორები. სინამდვილეში კი, ისინი ბალისტიკურ რაკეტებს ფარავდნენ თავიანთი დანადგარებიანად და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისთვის სულ რაღაც 55 წუთი სჭირდებოდათ. ანუ, მათ ვერც მტრის რადარი იჭერდა და რაც მთავარია, შეეძლოთ, ნებისმიერ წერტილში მისვლა და იქიდან მიზნისკენ გაფრენა. ეს ეშმაკობა ამერიკელებმა მხოლოდ „პერესტროიკის“ დროს გაიგეს და ისიც საბჭოთა ხელმძღვანელობის „კეთილი ნების“ წყალობით, რაც არც მეტი და არც ნაკლები, სამშობლოს ღალატი იყო...“
ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც შეერთებული შტრატების პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შეატყობინეს საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების მატარებლებში შენიღბვის შესახებ, რეიგანს უკითხავს: ვინ ეშმაკის კერძმა მოიფიქრა ჩვენთვის ეს მომაკვდინებელი სისტემაო.
– ლავრენტი ბერიამ, სერ, – უთქვამს რეიგანისთვის მამა-ბუშს, რომელიც იმ პერიოდში „ცეერუს“ შეფი იყო და ისიც განუმარტავს, თუ ვინ იყო ბერია.
როგორც მამა-ბუში თავის მემუარებში წერს: „რონალდ რეიგანმა ოვალურ კაბინეტში გაიარ-გამოიარა, შემდეგ მაგიდაზე ჩამოჯდა და სერიოზული სახით მითხრა:
– მადლობა ღმერთს, რომ ბერიას მისსავე რუსებმა  მოუღეს ბოლო, თორემ ის ისეთი ეშმაკი ყოფილა, რომ  ბოლოს ჩვენ მოგვიღებდაო...“
ანატოლი გოლოვეცი წერს: „ყველა ღირსებასა და პლუს-მინუსთან ერთად ბერიას ჰქონდა ერთი ნიუანსი, რომელიც შემთხვევითი არ იყო და ვფიქრობ, ლავრენტი პავლოვიჩი ამას შეგნებულად აკეთებდა. კერძოდ კი, იმას ვგულისხმობ, რომ „ინტერნაციონალი“ ბერია ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ეროვნებას და ამბობდა ქართველი ვარო. ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტმა რეიგანმა მამა-ბუშისგან სწორედ ბერიას წყალობით შეიტყო საქართველოს შესახებ. ცნობილი ფაქტია, რომ ერთ-ერთ პირველ, ეგრეთ წოდებულ, გაცნობით შეხვედრაზე მაშინდელ საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს პრეზიდენტმა რეიგანმა უთხრა:
– ბატონო მინისტრო, ვიცი, რომ ქართველი ლავრენტი ბერიას თანამემამულე ხართ და მასავით მოხერხებულიც ხომ არ ბრძანდებითო...“
გოლოვეცი არ აკონკრეტებს, თუ რა უპასუხა რეიგანს შევარდნაძემ, მაგრამ ფაქტია, რომ ბერიას წყალობით, საქართველოზე მთელმა მსოფლიომ შეიტყო და უკეთესი კი ის იქნებოდა, რომ ბერიას დასცლოდა და საქართველოსთვის ის უფრო მეტს გააკეთებდა.
скачать dle 11.3