კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 მაყვლის საოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც მისი ფესვი, ასევე ფოთოლი და ნაყოფიც. ნაყოფი სასარგებლოა როგორც ნედლი, ასევე გადამუშავებული სახით.  გამოირჩევა პექტინოვან მთრიმლავ და არომატული ნივთიერებების შემცველობით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არის ორგანული მჟავები, ნახშირწყლები, მინერალური მარილებს, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ცილები, ცხიმოვანი ზეთებს, სიტოსტერინი. მაყვალს აქვს ანთებისა და დაჩირქების საწინააღმდეგო, შემახორცებელი, ბაქტერიოციდული, ოფლმდენი, შარდმდენი და ნივთიერებათა ცვლის დამარეგულირებელი თვისებები. გამოირჩევა დამამშვიდებელი მოქმედებით. ამ დანიშნულებით გამოიყენება ნერვული აშლილობის, ნევროზისა და ნევრასთენიის დროს. მისი ნედლი ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ანემია, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები.
 ხალხურ მედიცინაში მისი ფოთლებისა და ფესვების ნახარშს იყენებენ  მუცლის ტკივილისა და კუჭ-ნაწლავის აშლილობისას, მაყვლის კოჟრებს კი  ღვიძლის დაავადებების დროს. ამისთვის  საჭიროა შავ ღვინოში მოხარშული მაყვლის ფესვები. მაყვლის ფოთლები გამოიყენება ჭრილობებიდან ჩირქის ასალაგებლად. მცენარის დანაყული ფესვები კი გამოგადგებათ კოლიტის სამკურნალოდ. ზოგადად, ეს მცენარე მედიცინაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, ფაღარათის, მოწამვლის, ზემო სასუნთქი გზების დაავადების, ხველის, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაციის დროს. მშრალი ნაყოფები შედის ოფლმდენი ჩაის ნაკრების შემადგენლობაში. ჰიპერტონული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნერვული სისტემების დარღვევეის დროს იყენებენ ფოთლების ნაყენს: 2 გრამ ნედლეულს დაუმატეთ 400 მილილიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მშრალი კენკრის ნაყოფის  ნაყენი და გამონახარში ავადმყოფებს უკლავს წყურვილს, ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით, ამიტომ მას იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. მაყვალი აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა, გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, უმწიფარი კენკრა შეიძლება, მიიღოთ ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მაყვლის ფოთლებისგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა გამაგრილებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს. მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისებების გამო მის ნახარშს (1/10) იყენებენ კუჭიდან სისხლდენისა და კუჭის აშლილობის დროს, ამ ნახარშს სვამენ 4-ჯერ დღეში 2 სუფრის კოვზის ოდენობით.
მაყვალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რადგან ის ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ხელს უწყობს ენერგიის წვას, აღადგენს ნაწლავების პერისტალტიკას, დაბლა სწევს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთლების ნაყენს იყენებენ  ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის შემთხვევაში კი – გამოსავლებად, ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და მიიღეთ სამჯერ ღღეში, ჭამამდე
მაყვლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო მის ექსტრაქტზე ხშირად პრობლემური და მგრძნობიარე კანისთვის ამზადებენ სახის საცხებს. ამ მცენარეს აქვს თვისება, კანი გაწმინდოს და მას ბუნებრივი ფერი დაუბრუნოს.
მაყვლის ნაყოფს აგროვებენ მისი სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში დააშრობენ 30 გრადუს ტემპერატურაზე. ხოლო მის ფოთლებს კი, ზაფხულში, მისი სრულად განვითარების პერიოდში აგროვებენ. აშრობენ ჩრდილში, ნორმალურ ტემპერატურაზე, მთავარია, კარგი ვენტილაცია იყოს. ფესვებს გვიან შემოდგომაზე ინახავენ. კარგად ასუფთავებენ, ჭრიან და  აშრობენ.
უკუჩვენებები: არ არის  სასურველი მისი გამოყენება ნეფრიტისა და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ასევე, ნუ გამოიყენებთ მას გამწვავებული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნიკრისის ქარის, პოლიართრიტისა და ოსტეოქონდროზის დროს. დიაბეტის დროს მაყვალი ერთ ჭიქაზე მეტი არ უნდა მიიღოთ.


скачать dle 11.3