კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 „ურავნილოვკის“ პარაზიტიზმი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ შეღავათებიც თვლითაა

​საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესჩივლეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უპირატეს მდგომარეობაშია (ეკლესია-მონასტრების მშენებლობისას დედაეკლესია გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან).
ჰოდა, ჩვენც გვინდაო. საკონსტიტუციო სასამართლომაც კვერი დაუკრა (მერაბ ტურავას, ევა გოცირიძის, გიორგი კვერენჩხილაძისა და მაია კოპალეიშვილის შესრულებით), თქვენც გეკუთვნით თქვენი სალოცავების მშენებლობისას დღგ-სგან თავისუფლებაო.
კონსტიტუციურად აღშფოთებულები და აწ უკვე დაკმაყოფილებულები არიან: „საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, „ქრისტეს ეკლესია“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, „მეშვიდე დღის ქრისტიანთა და ვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, „ქართველ მუსლიმანთა კავშირი”, „წმინდა სამების ეკლესია“.
მეორე მხრივ, ჯიუტზე ჯიუტი ფაქტია, შეღავათები ყველას დამსახურებისამებრ ეკუთვნის (როცა არაფერი გაგიკეთებია და თანაბრობას ითხოვ, სოციალისტური პრინციპია, ანუ „ურავნილოვკა“ პარაზიტიზმია).
აქვე ჩემს ერთ (სხვათა შორის, არაქართველ) რესპონდენტს დავესესხები რიტორიკულ კითხვაში: საქართველოს უმცირესობები იმავე პროცენტით იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს ომებში, მოსახლეობის რამდენ პროცენტსაც შეადგენენ?!
ჰოდა, არა მხოლოდ ტარანა, შეღავათებიც თვლითაა!

скачать dle 11.3