კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რაში ვერ გაუწია წინააღმდეგობა გვანცა დარასელიამ მეუღლეს და რატომ იყო მისთვის გათხოვების გადაწყვეტილება რთული

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დაახლოებით ორი თვეა, რაც გვანცა დარასელია თავის ოჯახთან ერთად მცხეთაში გადავიდა საცხოვრებლად. სადაც ახალგაზრდა წყვილმა მშვენიერი ბუდე მოიწყო და ორ საყვარელ შვილთან ერთად ცხოვრობს.
გვანცა დარასელია: დაახლოებით ორი თვეა, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, მცხეთაში გადავედით. საერთოდ, გეგმაში გვაქვს, რომ იქ გადავიდეთ საცხოვრებლად. ახლა ჩვენი ბუდის მოწყობის პროცესში ვართ. იმისთვის, რომ თბილისს მოვშორებოდით, ბევრი მიზეზი გვქონდა. დღითი დღე ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება ჩვენს საზაფხულო გეგმებს, ჩემი და ვახოს შემთხვევაში, ამის წინასწარ დაგეგმვა ვერ ხერხდება. რადგან ვახოს აქვს ისეთი სპონტანური საქმე, რომ არ იცის, როდის სად მოუწევს ყოფნა. ერთადერთი, ვიცი ის, რომ ბავშვებს აბასთუმანში გავუშვებ, ამ ტრადიციას არ ვუღალატებთ. შემდეგ ჩემთან, სოფელში წავიყვან, მერე კი –  ზღვაზე.
– ახლა, 7 წლის შემდეგ, როგორია ბუდის მოწყობის პროცესი?
– ასეთი გადაწყვეტილებები ურთიერთობაშიც ახალ პოზიტივს აჩენს და თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებ. რა თქმა უნდა, სტრესებთანაც არის დაკავშირებული, რადგან, რომ გგონია, დაამთავრე, არ არის დამთავრებული, სულ რაღაც არის გასაკეთებელი. ხან მე ვწუწუნებ, ხან ვახო. ძალიან აზარტული იყო. საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვართ, თუმცა ბევრი რამ კიდევ დაგვრჩა გასაკეთებელი.
– რამდენად იყავი რემონტის ამბებში ჩართული?
– ჩართული ვიყავი დაგეგმარების პროცესში: ოთახები სად უნდა ყოფილიყო. სამზარეულო – რა მასალის, ფუნქციურად რა მჭირდებოდა... რემონტი ვახომ გააკეთა, შემდეგ ფარდების, კარადის, საწოლების მასალის, აქსესუარების შერჩევაში უკვე მე ჩავერთე. გადმობარგების პროცესში საბურთალოს სახლიდან ელიავაზე მივდიოდი, იქიდან მცხეთაში, მოკლედ ძალიან დამღლელი და შრომატევადი იყო.
– რემონტის დროს ცოლ-ქმარი ხშირად ბევრ რამეზე ვერ თანხმდება, კამათობენ.
– ნელ-ნელა გემოვნებაშიც ავეწყვეთ ერთმანეთს. თავიდან აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება გვქონდა. იმიტომ კი არა, რომ ვახოს ცუდი გემოვნება აქვს, ყველაფერი მომწონდა მისი, მაგრამ არჩევანზე რომ მიდგებოდა საქმე, უთანხმოება მაინც გვქონდა. ახლა კონფლიქტი არ გვქონია, რაც მე შევარჩიე, ყველაფრით კმაყოფილი დარჩა, ისევე – როგორც მე.
– ლილე უსაყვარლესი გოგონაა. ასე მგონია, მან კიდევ უფრო მეტად შეგიცვალა ცხოვრება.
– აბსოლუტურად ყველას ცნობიერება შეცვალა. მართლა ცუნამივით ბავშვია. ჩემივე ოჯახის წევრებთან დამაახლოვა. ამ ბავშვის გაჩენამ ყველას ურთიერთობაზე იქონია გავლენა. იმდენად სასაცილო, საყვარელია, რომ სასაუბრო თემა ყველასთან ლილეა, ოღონდ ჩემი ინიციატივით – არა. მეშინია ვინმეს გიჟი არ ვეგონო, ამიტომ საერთოდ არ ვიღებ ხმას, მაგრამ ყველა მასზე მელაპარაკება. რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, მათი ურთიერთობაა – გიჟდებიან ერთმანეთზე. პატარა დიდის კუდია, დიდი კოცნის, ეფერება, აწვალებს.
– ლილემ შენსა და ვახოს ურთიერთობაში რა შეცვალა?
– ბევრი რამ. კიდევ უფრო ამჭიდროვებს ურთიერთობას. მთავარი, რაც ყველაზე ხშირად გვავიწყდება, ეს არის ის, რომ ოჯახური ურთიერთობა უნდა იყოს ხალისიანი, ლაღი. ამ ბავშვმა ეს მოახერხა – დღის განმავლობაში სტრესი განეიტრალებულია, ხალისი შემოიტანა ჩვენს ურთიერთობაში.
– როდესაც ოჯახში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები, ალბათ, აზრს ერთმანეთს ეკითხებით.
– ამ მხრივ, ვახოზე ძალიან ვარ დამოკიდებული. ბევრჯერ დამანახა, რისი გაკეთება შეუძლია კრიტიკულ სიტუაციაში. იმედი მაქვს მისი. აზრს მას ვეკითხები და ზოგადად, ხშირად შემიჩივლია: დამეხმარე-მეთქი.
– ვახოს რომ არ ეყოჩაღა, გათხოვების გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებოდა?
– საერთოდ არ მქონდა გეგმაში გათხოვება. მინდოდა, ჩვენი შეყვარებლების პერიოდი გახანგრძლივებულიყო, არსად მეჩქარებოდა. გვიყვარდა ერთმანეთი და არავინ არსად გარბოდა. მაგრამ ვახოს ძალიან ეჩქარებოდა და აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. რა თქმა უნდა, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ცვლი შენს ცხოვრებას, უკავშირებ ადამიანს, რომელსაც 5 თვის წინ არ იცნობდი. გამიმართლა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში. იმდენად მაგარი ოჯახი აქვს ვახოს, მხოლოდ იმაზე არიან ირიენტირებულები, როგორ შემიწყონ ხელი, როგორ დამეხმარონ. იმდენად მაგარი ადამიანები არიან, ჩემს ქმარს ვეხუმრები ხოლმე: შენში ხომ გამიმართლა, მაგრამ მთავარში, შენს ოჯახში გამიმართლა-მეთქი. მათი მხრიდან ჰიპერმზრუნველობა დავინახე. ვახო ყოველდღიურ საზრუნავებში ვერ არის ჩართული, ზოგჯერ არ არის სახლში, ამიტომ ისინი მეხმარებიან.
– ვახო არის ჰიპერმზრუნველი?
– არის, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ახერხებს, რადგან შეიძლება თქვას: ერთი კვირით უნდა წავიდე და მიდის. მაგრამ მენდობა, იცის, რომ შემიძლია ოჯახს გავუძღვე. ხშირად გამოდის კონტაქტზე, ბაშვებთან დაკავშირებითაც აქტიურია. მე იმდენად დამენეჯმენტებული მაქვს ეს საკითხი, რომ ხშირად ვერც იგებს ხოლმე.
– არ გიჭირს ხოლმე მის გარეშე ყოფნა, ამას ადვილად შეეგუე?
– ხანდახან მაქვს ხოლმე მომენტი – დავიღალე. მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერს ეჩვევი. ამ ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ მამა-შვილი. ერეკლე ყველგან დაჰყვება, სამი-ოთხი დღითაც მიჰყავს ხოლმე. ლილე რომ წამოიზრდება, მერე ყველანი ერთად ვივლით.
– ეჭვიანობის მომენტი გქონია?
– საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. ეჭვიანი ერთიც გვეყოფა ოჯახში. არ ფიქრობს ჩემი გონება ამაზე, ისტერიკა მოვუწყო – ეს ჩემში არ ზის. ვენდობი, არასდროს შემიმოწმებია, ტელეფონიც კი არ ამიღია ხელში. იმდენად უხერხულად ვიგრძნობ თავს, მე რომ ასე მომექცნენ, ამიტომ სხვასაც არ ვექცევი. ვახო არის ეჭვიანი და ამას აღიარებს: ხანდახან მეც ვწუხდებიო. რაღაცნაირად, ვისწავლეთ ერთმანეთთან ურთიერთობა, საერთო ენაც გამოვნახეთ. არის საკითხები, რომელიც ჩემთვის რომ „არა უშავს“, მისთვის „უშავს“, ამიტომ მესმის მისი და თავს ვარიდებ ისეთი სიტუაციებს, რომელშიც ყოფნა მას არ სიამოვნებს.
– რა სჭირდება ქალს საყვარელი მამაკაცისგან, რომ ბედნიერი, გალაღებული იყოს?
– მთავარი მეუღლისგან ფსიქოლოგიური ხელშეწყობაა, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. შეიძლება, რაღაცას აკეთებდე, მაგრამ გემრიელად უნდა აკეთებდე, უნდა იცოდე, რომ ამაში ხელს გიწყობენ, აღიარებული ხარ, როგორც პიროვნება. რაღაც გადაწყვეტილებას რომ ვიღებ, ვახოს ვეუბნები: მე ამას გადავწყვეტ, შენ თუ ხელს შემიწყობ. თუ არ შემიწყობ, ეს შენთვის სირთულეა, მაშინ მირჩევნია, ეს ნაბიჯი არ გადავდგა, რადგან სტრესულად რამის გაკეთება არ მიღირს. შესაბამისად, მორიგ საქმეზე რომ მიდიხარ, უნდა გითხრას: აბა, შენ იცი, და მეტი აღარაფერია საჭირო. განვითარებისთვის გჭირდება ადამიანი, რომელიც გეტყვის: მიდი, მე შენ გვერდით ვარო. ფსიქოლოგიური გვერდში დგომა მჭირდება. მჭირდება ხშირად თბილი სიტყვა, იმის დანახება, რომ ვიღაც ჩემ გვერდით არის.
– ქალური კაპრიზები გაქვს?
– ჩემი გადასახედიდან, არ მაქვს. არასდროს მითქვამს: ეს მიყიდე. თუ რაღაც მინდა, ამას თავად ხვდება ვახო და ისედაც მისრულებს.
– მამაკაცები არიან კაპრიზულები?
– გოგონები ვსაუბრობდით, რომ კაცებს არ აქვთ ნივთის მოძებნის უნარი. გეძახის ზედა სართულიდან: სად არის ეს მაისურიო, კარადაშია. არ არის და ზუსტად მის ცხვირწინ დევს, აძლევ და აცმევ. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ მზამზარეული ყველაფერი. ჩემს ოჯახში სხვანაირი სიტუაცია იყო. მამაჩემიც და ბაბუაც კოპწია ტიპები იყვნენ. ორივეს უყვარდათ საკუთარ თავზე ზრუნვა, პერანგის გაუთოება, ფეხსაცმლის გაპრიალება, მამაჩემი დღემდე ასეა. ვახო არ არის ამას მიჩვეული. მეც არ ვიცოდი პერანგის გაუთოება, მაგრამ ვისწავლე. რატომ უნდა შევეჯიბრო, როცა მე შემიძლია, გავაკეთო. ერთმანეთს ვუთმობდით ამ თვალსაზრისით. გადავინაწილოთ საქმე თანაბრად – ესეც არ მესმის. როცა მე შემიძლია, გავაკეთებ, როცა მას – ის გააკეთებს. როცა სიამოვნებს მამაკაცს, რომ იზრუნო მასზე, რატომაც არა. მეც თუ ვთხოვ, რომ იზრუნოს ჩემზე, გამიგოს, არც ის მეტყვის უარს.  

скачать dle 11.3