კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 გიგი ადამაშვილს ასაკით უფროს ქალებთან ერთღამიანი ურთიერთობები უყვარს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალ გიგი ადამაშვილს მექალთანის სახელი აქვს და არც მალავს, რომ მის ცხოვრებაში ქალთან ერთღამიანი ურთიერთბები ბევრჯერ ყოფილა. ბუნებით მერყევია და თავადაც უკვირს, იმდენჯერ იცვლის ტყავს. ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორი, რომ ცოლად მსახიობი ნინუცა მაყაშვილი მოჰყავდა. ამაზე ბევრი საუბრობდა, თუმცა ქორწილი არ შედგა. მანამდე იყო საუბარი სოფო ნიჟარაძესთან „ლავ სთორზე“. ხოლო, როდის ჩაიცვამს ის ქორწილში თეთრ ჩოხას, როგორი ქალის გერდით ვერ იქნება და რის გამო გამოიარა ორჯერ ჯოჯოხეთი, ამაზე თავად გესაუბრებათ. 26 ივნისს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ინტერნეტრჩეული სწორედ გიგი გახდა სიმღერით „ქარი ქრის“.
გიგი ადამაშვილი: ბავშვობაში წყნარი, გაწონასწორებული ვიყავი და სულ მინდოდა სცენაზე დგომა. მართალია, ჩემს ცხოვრებაში მუსიკა გვიან მოვიდა, მაგრამ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი. ამას წინათ, ვათვალიერებდი ჩემი ბავშვობის ფოტოებს და ყველაგან გიტარა და მიკროფონი მიჭირავს ხელში. ზოგადად, ბედი მწყალობს, ორჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და გადავრჩი. პირველად – აგვისტოს ომის დროს, ხუთი წუთის გამოსული ვიყავი გორიდან, რომ დაიბომბა და 13 ივნისს, როცა დატბორილ ადგილს ვწმენდდი და თურმე, ჩემ გვერდით იმ ლომს ეძინა, რომელმაც ცოტა ხანში, კაცი დაგლიჯა. ასე რომ, ორჯერ გამოვიარე ჯოჯოხეთი – ბომბის თავში ჩაცემასაც გადავურჩი და ლომის ხახაში მოხვედრასაც.
– თქვი, ორჯერ გამოვიარე ჯოჯოხეთი და ბედი მწყალობსო. როდის მიხვდი, რომ ცნობადი ხარ და ხალხი ქუჩაში გაკვირდება?
– 16 წლის ვიყავი, როცა სცენაზე გამოვჩნდი. უკრაინის „X ფაქტორში“ ვცადე ბედი. აქედან დაიწყო ჩემი ცნობადობა. ერთ ღამეში მოვიდა ჩემთან დიდი „აფეთქება“ და დილით გაღვიძებული მივხვდი, რომ უკვე ხალხი მცნობს. არადა, მანამდე ვწუწუნებდი, რა მინდოდა უკრაინაში, აქ ვინ მნახავს, მე საქართველოში ვოცნებობდი პოპულარობაზე-მეთქი. მოკლედ, ერთ ღამეში გავხდი პოპულარული და ამიხდა ის ოცნება, რაზეც ბავშვობიდან ვნატრობდი. ახლა 19 წლის ვარ და უკვე ქუჩაშიც მცნობენ და ხალხის სიყვარულსაც ვგრძნობ. ხშირად არც ტაქსის მძღოლები მართმევენ ფულს, მაღაზიაშიც უფასოდ მაძლევენ პროდუქტებს და დახურულ კლუბშიც, მიშვებენ (იცინის). 22 ქალაქში მქონდა სოლო კონცერტი, ბოლო დროს „ამოვიქოქე“, საკუთრი კონცერტების კეთება დავიწყე. არ ველოდები, როდის დამიძახებს სხვა, მოდი, დადექი სცენაზეო. თუ დამიძახებენ, სიამოვნებით ვიმღერებ, თუ არა და არც ესაა პრობლემა.
– გიგი, შენზე ამბობენ, ძალიან მძიმე ხასიათი აქვსო. ასეა?
– ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს. შეიძლება, ადამიანი ძალიან  მნიშვნელოვანი იყოს ჩემთვის და ერთ წამში უმნიშვნელო გახდეს. ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ და ხასიათების ისეთი გარდასახვა მაქვს ხოლმე, ვერ მიცნობთ. მეგობრები ხუმრობენ, ძალიან ბევრი გიგი ხარ და ნეტა, ახლა პირველი ხარ, თუ მეათეო (იცინის). დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ტყავს ვიცვლი. დავუშვათ, კარგ ხასიათზე ვარ, ხუთ წამში შეიძლება, ყველაზე საშინელი ადამიანი „გავიჩითო“. მოკლედ,  ჩემდა უნებურად, შეიძლება, დღეში ათი ტყავი გამოვიცვალო და სულ სხვადასხვანაირი გიგი ვიყო.
– მახსოვს, ერთხელ ისიც მითხარი, გოგონებთან მარტივი ბიჭი ვარ და ასაკით უფროსი ქალები მომწონსო. ამას უარყოფ?
– გოგონებთან საკმაოდ მარტივი ვარ. თავიდანვე ვარქმევ ყველა ურთიერთობას სახელს, არ მიყვარს ზღაპარში ცხოვრება. არც არასდროს მომიმატებია ასაკი ქალის გამო  და არც მოვიმატებ. უფროსი ასაკის ქალებიც მომწონს და ასაკით ჩემზე პატარა გოგონებთანაც მქონია ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, არასდროს ვყოფილვარ სერიოზულად შეყვარებული. იყო შემთხვევა, ასაკით უფროს ქალთან ურთიერთობა გამიპრობლემურდა. ის სხვა ტიპის ურთიერთობაზე ფიქრობდა, მე კი ამისთვის მზად არ ვიყავი. იყო შემთხვევები, როცა ჩემგან შვილის გაჩენა უნდოდათ ან ცოლობა. ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ ყოფილა დაშორების მიზეზი, უბრალოდ, არ შემიყვარდა. ბუნებით კარიერისტი ვარ და ვფიქრობ, ჯერ პატარა ვარ იმისთვის, რომ ქალთან სერიოზული ნაბიჯები გადავდგა. ყველაფერს რომ მივაღწევ, მერე ვიფიქრებ ცოლის მოყვანაზე, ჯერ ადრეა. კი ბატონო, მაქვს ურთიერთობა ასაკით უფროს ქალებთან, მაგრამ წინასწარ ვეუბნები, მე სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვარ მზად-მეთქი, მაგრამ ის მაინც, სერიოზულად ფიქრობს ჩემთან ურთიერთობაზე.
– ალბათ, ამის მიზეზია, რომ შენი „ლავ სთორები“ ყოველთვის მოკლეხნიანია, არა?
– ჩემი პრობლემა არის ის, რომ პარტნიორი მალე მბეზრდება. ალბათ, ჩემი ასაკისა და ზოდიაქოს ბრალია. მქონია ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი და მაქსიმუმ, სამთვიანი ურთიერთობები ქალთან. ჰოდა, სულ ერთი კვირა რომ მიცნობ და ოჯახის შექმნას მთხოვ, ცოტა არასერიოზულია.
– ყოფილა ქალი, რომელსაც დაშორდი და მერე, ინანე?
– კი, როგორ არა. უფრო სწორად, კი არ დავშორდი, ვერ შევინარჩუნე. თუ ბედისწერა არსებობს, აუცილებლად გადავეკვეთებით კიდევ სადმე. ძალიან ემოციური ვარ, ავყევი სხვების აზრებს... მიყვარს საინტერესო და თბილი ქალები და ვერასდროს გავჩერდები ცივთან. ქალი თუ უსაშინლესად ლამაზი და სექსუალური არ არის, მე მას ვერ შევხედავ (იცინის). და, მთავარი ენერგეტიკაა, რითიც მიმიზიდავს საპირისპირო სქესი და აქ თვალის ფერს, სიმაღლესა და წონას არ აქვს მნიშვნელობა. ენერგეტიკულად ვგრძნობ, რომ ეს ქალი ჩემია. მქონდა შემთხვევა, დავინახე ღამის კლუბში ქალი, იმდენად „სტრანნი“ და ენერგეტიკულად მიმზიდველი იყო, ზუსტად ვიცოდი, ჩემი იყო, გავიცანი და მერე, ისიც დავკარგე. ანუ ის ქიმია, რომელიც უნდა ყოფილიყო, არ შედგა. მისტიკური და განსხვავებული ქალები მომწონს და ვერასდროს შევიყვარებ, უზრდელ და უტაქტო ქალს, ასეთები მაღიზიანებენ. ამას წინათ ვხუმრობდი, ცოტას რომ დალევენ ქალები, მერე ავლენენ თავის ნამდვილ სახეს და სანამ ურთიერთობას დავიწყებ, ხომ არ ჩავარტყმევინო-მეთქი (იცინის).
– ბევრი ჭორი დადიოდა შენზე. ჯერ სოფო ნიჟარაძესთან დაგაწყვილეს, ახლახან ნინუცა მაყაშვილის საქმროდ გამოგაცხადეს. ზოგადად, კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება, ხომ მეთანხმები? 19 წლის ბიჭს, რატომ გაქვს მექალთანის სახელი?
– დამიჯერეთ, არ ვარ მექალთანე (იცინის). ქალს ყველა კაცი უჟუჟუნებს თვალს და ყველა ქალი თავად იწყებს ურთიერთობას, ერთი შეხედვით გაგრძნობინებს, რომ შენთან უნდა. ჩემს ცხოვრებაში ქალის თვალებით „დაკერილი“, ერთღამიანი ურთიერთობაც ბევრჯერ ყოფილა. ადრე მეც მჯეროდა, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება, მაგრამ ასე არ ყოფილა. უკვე მერიდება ჩემს მეგობარ გოგონებთან, რომლებთანაც დამაწყვილეს. ვისთანაც სოციალურ ქსელში დავდე ფოტო, ყველასთან სასიყვარულო ურთიერთობა მომაწებეს. სოფო ნიჟარაძე და ნინუცა მაყაშვილიც ჩემი მეგობრები არიან და არა შეყვარებულები და საცოლეები. ბევრი ჩემი მეგობარი გოგონა სექსუალურიცაა, ლამაზიც, მაგრამ მისთვის სხვა თვალით არ შემიხედავს და ამას, გინდა ცეცხლი დაარქვით და გინდა კვამლი. ბევრჯერ მეგობარ გოგონასთან გადაღებული ფოტოც წამიშლია სოციალური ქსელიდან, რომ ჭორების გამო მისთვის პრობლემა არ შემექმნა. მე ამ ეტაპზე ერთი მნიშვნელოვანი ქალი მყავს გვერდით, ესაა დედა. სიყვარულში ველოდები დიდ „აფეთქებას“, ცხოვრებაში რომ ერთხელ მოდის.
– და, ამ „აფეთქებას“ მოჰყვება თეთრი ჩოხის ჩაცმა?
– კი, აუცილებლად, ქორწილსაც გადავიხდი და ჩავიცვამ თეთრ ჩოხას, თან, ძალიან მიხდება.
скачать dle 11.3