კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ დაფრინავდნენ ძველად ქართველები ნაბდებით და როგორ გააცოცხლეს წინაპრების მეთოდი ქერჩის ბრძოლაში

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ხშირად გაგვიგია გამოთქმა „ძველი ქართველი მეომრები დაფრინავდნენო“ და ეს ფრაზა გაზვიადებული სულაც არ ყოფილა. საუკუნეების წინ, ქართველ მეომრებს საფრენად სპეციალური ტექნოლოგია ჰქონდათ შემუშავებული და ამისთვის  ნაბდებს იყენებდნენ. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა. თუმცა, როგორც ეთნოლოგი გიორგი გიგაური გვიყვება, მისი აღდგენა, გარკვეულწილად, შესაძლებელია.
გიორგი გიგაური: ეს ინფორმაცია ადრეც მქონდა, მაგრამ ახლა ვიპოვე ჩემი რვეული, რომელშიც გიორგი ლიქოკელის ძველი ჩანაწერებიდან 1986 წელს გადმოვიწერე. გიორგი ლიქოკელი სოფელ აკუშოდან იყო. მისი ჩანაწერების მიხედვით, ძველ მეომრებს შეეძლოთ მთიდან მთაზე გადაფრენა და კოშკიდან ან ციხიდან მსუბუქი ადამიანის „აფრონავით“ დაშვება. „მტერ რომ კოშკ-ციხეებს ისე მოადგებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ „აფრონავით“ ჯიშის და გვარის გადასარჩენად.“ „აფრონავი“ სპეციალური დიდი ნაბადია, დამზადების მცირე ტექნოლოგიური დეტალებით. ეს ინფორმაცია არ გამოვაქვეყნე, რადგან ძალიან უცნაურად მეჩვენა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ასეთი რაღაც გურია-აჭარაშიც სცოდნიათ „მარჭიხოლის“ სახელწოდებით. ესე იგი, ძველმა ქართველებმა იცოდნენ ფრენის საშუალებები, რაც დღევანდელ „სქაიდაივინგის“ არქეტიპია. ხევსურეთში ანდაზებისა და სულ სხვა მასალების შესაგროვებლად ვიყავი ჩასული. გიორგი ლიქოკელს ვეწვიე, რომელსაც ბევრი ჩანაწერი ჰქონდა და ბევრიც ზეპირად იცოდა. იგი დამწუხრებული ამბობდა, რომ ბევრიც დაიკარგაო. ამ მფრინავ საშუალებაზე ძველ ფურცლებზე ეწერა, თუმცა არ მომცა და რვეულში გადმოვიწერე. მტერი რომ კოშკს მოადგებოდა, მსუბუქ ადამიანს შეეძლო ნაბდით კოშკიდან გადაფრენა – ძველ საქართველოში დღევანდელი „სქაიდაივინგი” ჰქონდათ, რაც ქართველების უზარმაზარ ცოდნაზე მიუთითებს. აღწერილი იყო, როგორ უნდა დამზადებულიყო ნაბადი. პატარა ასაკის ვიყავი, თან ეს ჩანაწერი ძალიან უცნაურად მივიჩნიე და მაშინ დიდად არ დავინტერესებულვარ. ახლახან ისტორიკოსებთან ვახსენე და მითხრეს, მსგავსი გურია-აჭარაზეც  გაგვიგონია, სადაც მას „მარჭიხოლი“ ერქვაო. მთაში „აფრინოვს“ ეძახდნენ. ამბობენ, რომ „აფრინოვს“ თუშებიც იყენებდნენ. გურია-აჭარის „მარჭიხოლის“ შესახებ სტატიები როცა ვნახე, დავრწმუნდი, რომ აჭარულის საცეკვაო ფორმებიც ცოტა ჰგავს „მარჭიხოლს“.
უკრაინულ პრესაში მოვიძიეთ ქერჩის ომის დროინდელი მონაცემები. 1943 წელს ქართველმა მეომრებმა, თურმე, ეს ასაფრენი ნაბდები ააწყვეს და ქერჩის ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრიდან იქვე, ზღვაზე გადაეშვენ. ზღვა ღელავდა და გერმანელები მეომრების შემოსვლას იმ მხრიდან არ ელოდნენ. ვერაფრით გაარკვიეს, როგორ მოვიდა 120 მეომარი ზღვიდან. ქართველებს კაპიტან ნაჭყებიას მიერ ჰქონდათ ნასწავლი ნაბდის ასაწყობი კონსტრუქცია და პარაშუტის გარეშე გადმოეშვნენ. მას მერცხლის ფრთებს ეძახიან.
– ამ ტექნიკის აღდგენა წინა საუკუნეში სცადეს?
– 1949 წელს ყაზბეგში ასეთი კონსტრუქციები გაუკეთებიათ და საჩვენებელი გადაფრენები მოუწყვიათ. გია არაბული ყოფილა ახალგაზრდა, რომელიც გადაფრენილა. შემდეგ ეს კონსტრუქცია სამხედრო საიდუმლოებად მიიჩნიეს და ხალხში აღარ ჩანს. უმთავრესი კი ის არის, რომ უძველეს საქართველოში ამხელა ცოდნა ჰქონდათ და დღეს დავბეჩავდით. ქართველები იმიტომაც იმარჯვებდნენ იმხელა ომებში, ყველაფერს დიდი ჭკუით ეკიდებოდნენ. წარსულიდან ბევრი ცოდნა გვაქვს დაკარგული.  სამწუხაროდ, დღევანდელმა ხალხმა, „მზის ბუდეებიც“ აღარ იცის. „მზის ბუდეები“ ხევსურეთშიცაა, ფშავშიც, ხევშიც, საქართველოს სხვა კუთხეებშიც იყო, მაგრამ დღემდე მხოლოდ მთამ შემოინახა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ზღვის დონიდან 2 800-3 000 მეტრზე გვხვდება მთებზე ჩადგმული ქვები და წრიული ყორე-ნაგებობები, რომელთა უმეტესობა ლანდშაფტთან მიმართებაში ერთნაირადაა განლაგებული და სამხრეთისკენაა მიმართული. ეს ნაგებობები სოფლების ან ნასოფლარების აღმოსავლეთ გორაზეა აგებული.  ერთი სპეციალისტი ყოველთვის ჰყავდათ სოფელში და მას მემარგეს ეძახდნენ, რაც დღევანდელი გაგებით, სინოპტიკოსს უტოლდება. ავიდოდა ეს მემარგე გორაზე, დახედავდა მზისა და მთვარის ჩრდილებს, დააკვირდებოდა ვარსკვლავებს; ასევე, პირველად ამოსული მზის დისკოს მოხვედრისა და თანდათანობით მორიგ ბუდეზე გადანაცვლების ადგილს და ასე არკვევდა, როდის დგებოდა ახალი წელი, თვე, სეზონი, წვიმიანი იქნებოდა თუ ცხელი და ასე შემდეგ. ანუ ეს ნაგებობა ერთგვარი ხალხური ობსერვატორია იყო.
ხევში, სოფელ სნოს მთაზე, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე არის სპათანგელოზის სალოცავი და სამანის ქვა, რომელსაც ძველად „მზის ბუდეს“ უწოდებდნენ. ასეთი ადგილი ბრძოლისთვის მოსამზადებლად და რწმენისთვის დადებითი ენერგიის მიმნიჭებლად მიაჩნდათ.
2012 წლის აგვისტოში ხევსურეთში მოვინახულეთ ერთ-ერთი ასეთი „მზის ბუდე“. ის ლიქოკის ხეობის ზემოთ, საქარის მთაზე, ზღვის დონიდან 2 800 მეტრზეა. წრის დიამეტრი 1.80 სანტიმეტრია, შუაში ჩადგმული ყოფილა მიწის ზედაპირიდან 1.60 სანტიმეტრი სიმაღლის წაგრძელებული ქვა – მენჰირი, რომელიც უკვე წაქცეულია. ქვის წყობა, გადმოცემით, 70 სანტიმეტრი ყოფილა, თუმცა თითქმის ჩანგრეული დაგვიხვდა.
ადგილობრივი მცხოვრების, დავით ლიქოკელის ინფორმაციით, წრიული ყორე ადრე მაღალი იყო, ხოლო მოგვიანებით საქონლის მწყემსებმა ის ნაწილობრივ დაშალესო. ქვის ყორე და შუაში გრძელი ქვა სწორედ ცის მნათობებზე დასაკვირვებლად იყო განკუთვნილი. ლიქოკის ხეობაში კიდევ სხვა ქვა-სამანიც ფიქსირდება. ის კარატის სალოცავის გზაზე, ერთ-ერთ მთაზეა. პირაქეთა ხევსურეთის სოფელ გველეთის სალოცავის ტერიტორიაზე, მიწაში 7 ქვა-სამანია ჩადგმული. ქვები სამხრეთისკენაა მიმართული. წრიული ნაგებობა ფიქსირდება ფშავში, სოფელ მაღაროსკარის სალოცავის მთაზე, პირაქეთა ხევსურეთის სოფელ ბლოში – „მზის ბუდეთ გორი“; წრიული ნაგებობის ნაშთებია თუშეთში, სოფელ შენაქოსთან და სოფელ ბოჭორნის თავზე, მთის წვერზე. ასევე, დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, ხვამლის მთაზე და სხვა.
скачать dle 11.3