კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 გიორგი გაგლოევის ანეკდოტები

სვანი ხეზე ადის. მეგრელი ეკითხება:
– რატომ ადიხარ, რა გინდა ამ ხეზე?
– ვაშლი მინდა, ვჭამო.
– მერე, ვერ ხედავ? დებილი ხარ? ეს ვაშლის კი არა, ნაძვის ხეა.
– დებილი შენ ხარ! ვაშლი ჯიბეში მაქვს.
***
მამაო აღსარებას იბარებს ერთი ქალისგან. უცებ რაღაცაზე გაეცინა და ვერაფრით ვეღარ შეიკავა სიცილი. ქალმა დაუწყო ჩხუბი:
– რა არის, მამაო, რა მაგალითს გვაძლევთ, ასე მოქცევა როგორ შეიძლება?
მოიბოდიშა მამაომ ერთხელ… ორჯერ… მაგრამ, ამ ქალმა ისევ განაგრძო მორალის კითხვა. ბოლოს, დასერიოზულდა მამაო და გაბრაზებულმა უთხრა:
– ქალო, 9 საყვარელი და 6 აბორტი მოგიტევე და ერთი გაცინება, რით ვერ მომიტევე...
***
კაცხის სვეტიდან მომავალი მამაო, ერთ ქალბატონს დაემგზავრება.
– მამაო, საკურთხი შევწირე გარდაცვლილ მეუღლეს და ხომ კარგად მოვიქეცი?
– კი, შვილო ჩემო, კარგად მოქცეულხარ.
– მამაო, ხომ მიუვა იმქვეყნად ჩემი საკურთხი?
–  კი, შვილო ჩემო, მიუვა.
– მამაო, ნეტა, იმქვეყნად მარტო ჩემს ქმარს ერგება ჩემი საკურთხი თუ სხვებსაც შეხვდებათ?
– ქალბატონო, რა ვიცი მე?! კაცხიდან მოვდივარ, საიქიოდან კი არა.
***
მეგრელმა ფეხბურთის მატჩზე დააგვიანა. შეხედა ტაბლოს და 3:0 ესპანეთის სასარგებლოდ.
– დიდი ხანია, დაიწყო? – ჰკითხა გვერდით მჯდომს.
– არა, დაახლოვებით ხუთი წუთია.
– თუ ხუთი წუთის დაწყებულია თამაში, ეს ბურთები ესპანელებმა გატანილი ჩამოიტანეს?
***
– რაზე ფიქრობ, მიხოვ?
– რაზე და, რაც გავიგე, ძვირად ფასობს ადამიანის ორგანოები, მივხვდი...
– რას?
– რამდენად მდიდარი შინაგანი სამყარო მაქვს.
***
„პლეხანოველ“ ტიპს ეკითხებიან:
– ვის გულშემატკივრობ მსოფლიო ჩემპიონატზე?
– ირანის ნაკრებს.
– რატომ?
– ბიჭო, „პლეხანოველები“ არიან ბოლო-ბოლო.

ზაალ წულუკიძის (ვინის) ანეკდოტები

– ექიმო, ოპერაციის შემდეგ ველოსიპედით ვივლი?
– რა თქმა უნდა.
– მე, ორბორბლიანზე გეკითხებით.
– კი, ორბორბლიანითაც ივლით.
– ვა, რა კაი ყოფილა ე ბრმა ნაწლავის ოპერაცია! ბავშვობიდან ვერაფრით ვერ ვისწავლე ორბორბლიანი ველოსიპედით სიარული.
***
გადაპრანჭული ქალი, ამაყად მიაბიჯებს ქუჩაში. ხედავს, საპირისპირო მხრიდან, მისკენ ხელებგაშლილი კაცი მოდის.
– აუ, ახლა მომხვევს ხელებს! – გაიფიქრა ქალმა და ელვისებურად გაუშალა კაცს სახეში მარცხენა ხელი. გაისმა მინის მტვრევის ხმა.
– აუუ! – დაიყვირა კაცმა, – უკვე მეშვიდედ ვერ მივიტანე შუშა სახლამდე!

***
ერთი ქუთაისელი მეორეს ეკითხება:
– ბიჯო, წყალი მოდის თქვენთან, ზასტავაზე?
– რაის წყალი მოდის? კრანში კი არა, რიონშიც აღარ მოდის, ბაყაყები ერთმანეთს აფურთხებენ და ისთე გრილდებიან.

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
კაცი სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება სახლში. კორპუსის წინ, მანქანას ვერ აყენებს. დაიტანჯა. გადმოვიდა, „გააძრო“ ფურცელი და დიდი ასოებით დააწერა:
„ქალბატონო მეზობლებო! გთხოვთ, საყვარლები მეზობლებიდან აარჩიოთ!!! ეზოში, მანქანის დასაყენებელი ადგილი აღარ არის!“
***
სვანი გახარებული შევარდა სახლში და ცოლს ეუბნება:
– ა, ქალო, ბანკიდან წერილი მივიღე.
– რაო?
– რაო და, „ბოლო გაფრთხილებაო“.
– მერე?
– რა მერე? კარგია, მეტს აღარ შემაწუხებენ.

скачать dle 11.3