კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ეს საინტერესოა

* როდესაც ტიბერიუსმა გული აიცრუა შვილზე და შვილიშვილისკენ გადაიხარა, ასტროლოგმა ფრასილმა კალიგულას უთხრა, რომ ის ბაისის ყურეზე უფრო გადაივლიდა ცხენით, ვიდრე იმპერატორი გახდებოდა. კალიგულა იმპერატორი რომ გახდა, ააგო ბაისის ყურეზე ხიდი და ცხენით გადაიარა.
* ძველ რომში აუქციონის დროს ვინმე აპონიუს სატურნინს მყიდველის სკამზე ჩაეძინა და როდესაც გაიღვიძა, მთლიანად გაკოტრებული იყო – 13 გლადიატორში 9 მილიონი სესტერცია გადაეხადა, თურმე, ძილში თავს აკანტურებდა, რაც თანხმობად მიიღეს.
* ერთხელ ტიბერიუსის მასხარამ დაკრძალვის ცერემონიაზე მიცვალებულს ავგუსტუსთან დააბარა, რომ მისგან შეპირებული ჯერ კიდევ არ მიგვიღიაო. ტიბერიუსმა ის თავისთან იხმო და ყველა შეპირებული მისცა. შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა: ავგუსტუსს მოახსენე, რომ  უკვე ყველაფერი მიიღეო.скачать dle 11.3