კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა ფორმის თილისმა მიიჩნევა ფალოსის სიმბოლოდ, რომელიც სექსუალურ ენერგიასა და შემოქმედებით ნიჭს ამაღლებს და რატომ განაწყობს სიყვარულისთვის „ქვის გული“ ყველაზე პრეტენზიულ ქალსაც კი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ძალაში შევიდა ზაფხული და ხანგრძლივი წვიმების შემდეგ, კარგა გვარიანადაც ჩამოცხა. ყველა ცდილობს, ქალაქის ბუღს გაექცეს და თავი ზღვას ან მთას შეაფაროს – დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და გაერთოს. ჰობიც ერთგვარი გართობაა და ყველას გინახავთ, ალბათ, ან თავადაც შეგიგროვებიათ ზღვის პირას კენჭები, ნიჟარები. ხშირად აღფრთოვანებულხართ კიდეც, განსაკუთრებით კენჭების ფორმითა და შეფერილობით. მერე სახლშიც ჩამოგიტანიათ და დეკორატიული დანიშნულებითა თუ იმ დაუვიწყარი დროის მოსაგონრად, შეგინახავთ კიდეც. სიტყვა გამიგრძელდა და ალბათ, უკვე იფიქრეთ, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს შეუცნობელთანო, მაგრამ ცდებით: სწორედ რომ აქვს, თანაც, საკმაოდ მჭიდრო და საინტერესო. ამ ლამაზ და უცნაური ფორმის ქვებსა თუ კენჭებს ძლიერი ენერგეტიკა აქვთ, რაც მისტიკურ გავლენას ახდენს ადამიანზე და საიმედო თილისმაა, რომელსაც, ფორმის შესაბამისად, სხვადასხვა დანიშნულების სამსახურის გაწევა შეუძლია მისთვის. სწორედ ამ თემას შევეხებით დღეს ჩვენს ინტერვიუში და ყველა კითხვაზე პასუხს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნათელა გაგვცემს.    
– რა მისტიკური ძალა აქვს ქვას და მით უმეტეს, მის ფორმას ადამიანისთვის?
–ადამიანი ძველთაგანვე ეძებდა ქვაში ბუნებრივ ფორმებს და მოყვანილობის მიხედვით განსაზღვრავდა მის სარგებლიანობას. მაგალითად, ცხოველის ფორმის ქვა იღბლიანი ნადირობის გარანტი იყო; ისარივით წაწვეტებული ბოლოთი – სიმამაცეს ჰმატებდა კაცს, გულის ფორმის – სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებაში უწყობდა ხელს. შუა საუკუნეებში ქვის თილისმებს დამცავი და ჯანმრთელობის შემანარჩუნებელი ფუნქცია მიენიჭა. რა თქმა უნდა, ფორმას მაშინაც სათანადო მნიშვნელობა ჰქონდა და სწორად შერჩევის შემთხვევაში, ქვა-თილისმას მრავალი უსიამოვნებისგან შეეძლო, ეხსნა პატრონი. მაგალითად, თირკმლის მოყვანილობის კენჭი თირკმელებზე მოქმედებდა კარგად, გულის ფორმის – ფილტვებზე. რა თქმა უნდა, ყველა ქვა ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, რადგან მხოლოდ ბუნებას ძალუძს, მიანიჭოს ფორმას შესაბამისი ვიბრაცია.
– რას გვირჩევთ, როგორი ფორმის ქვა უნდა ვატაროთ თილისმად?
– ცალკეული ფორმის ქვას ძალის გამოხატულებაც ინდივიდუალური აქვს და მათგან ყველაზე გავრცელებულსა და ჩვეულებრივსაც კი, შეუძლია, ეს გაგრძნობინოთ. ავიღოთ მრგვალი ქვა: ის მიმღებია და თავისკენ მთელი სამყაროს ძალებს იზიდავს. ასოცირდება ქალურ საწყისსა და დედაშვილობასთან. ძირითადად, ქალის გულის დასაპყრობად იყენებენ; უფრო პროზაულ ვარიანტში კი – ფულის მოსაზიდად. მოგრძო ქვა, ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ფალოსის სიმბოლოდ მიაჩნდათ და მამაკაცის ქვად აღიარებდნენ, რომელიც მას ენერგიით აღავსებდა. ასეთ ქვას მამაკაცის სიყვარულის მოსაპოვებლად მიმართავენ – ამაღლებს სექსუალურ ენერგიასა და შემოქმედებით ნიჭს. კვერცხის ფორმის ქვა შემოქმედების საწყისი და სიცოცხლის პირველი ჩანასახის სიმბოლოა – საწყისი ყოველთა საწყისისა და შემქმნელი ყოფისა. ასეთი კვერცხის  გაბზარვა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება, ორნაირად აიხსნას: როგორც ახლის დაბადება ან ცუდის ნიშანი.
– შესაბამისად, გულის ფორმის ქვა სიყვარულს გვაპოვნინებს?
– გულის ფორმის, ანუ „ქვის გული“, ყველაზე პრეტენზიულ ქალსაც კი ხიბლავს და სიყვარულისთვის განაწყობს. მისი ენერგია გრძნობას ამყარებს და ასტიმულირებს როგორც საწყის ეტაპზე, ისე კარგა ხნის ჩასახული სიყვარულის შემთხვევაშიც _ მუშაობს ორი მიმართულებით: გასცემს და იღებს.
– არის წახნაგოვანი ქვებიც...
– დიახ და მათ შორისაცაა განსხვავება. მაგალითად, კვადრატული ფორმის ქვა მიწის სიმბოლოა და შესაბამისად, კეთილდღეობა და სტაბილურობა მოაქვს; ალმასისებურს – სიმდიდრე და ფუფუნება; პირამიდას კი – ენერგიის კონცენტრირება და თავისუფლება.
– მაგრამ, გამიგია, რომ ყველაზე დიდი მისტიკური ძალა ნახვრეტიან ქვას აქვს?
– მართალია და ასეთი ქვის დამახასიათებელი ნიშანი გამჭოლი ღიობია. ანუ, ქვა ბუნებრივადაა გახვრეტილი, რაც მინერალის გამორეცხვის პროცესმა გამოიწვია, ქარისა და წყლის მექანიკური ზემოქმედების შედეგად. მას, როგორც ჯანმრთელობისა და ბედნიერების მომტან თილისმას, უხსოვარი დროიდან იყენებდა სხვადასხვა წარმოშობისა და კულტურის ხალხი. შესაბამისად, დასახელებაც რამდენიმე არსებობს: გველის კვერცხი, ეშმაკი ქვა... და თქვენ წარმოიდგინეთ, უფლის თვალს ან ქათმის ღმერთსაც კი უწოდებდნენ. ასეთი დასახელება კი იმან განსაზღვრა, რომ თავიდან მას სამეურნეო ნაგებობებში: საქათმეში ან ბაგაში ჰკიდებდნენ, რათა გახვრეტილ ქვას უწმინდურისგან, ანუ  გათვალვისა და გარეული მხეცებისგან დაეცვა შინაური ფრინველი თუ ცხოველი. ეს ძველად, ახლა კი, ამბობენ: ვინც გახვრეტილ ქვას იპოვის, ყველაფერში გაუმართლებსო. ასეთი ქვები კი ხშირად გვხვდება წყალსაცავებისა თუ ზღვის ნაპირას.
– როგორ ხდება თილისმის აქტივაცია?
– ღიობი ქვაში, ანუ ნახვეტი, ღია კარის სიმბოლოა – სწორედ ამიტომაც შეგიძლიათ, ამ თილისმით ყველა დაბრკოლება გადალახოთ და ყველაზე სანუკვარ მიზანსაც კი მიაღწიოთ. მაგრამ, მის გააქტიურებასაც თავისი წესები აქვს. მაგალითად, აქტიურდება ის სამზარეულოში, სადილის მზადებისას და არ მუშაობს ჭუჭყიან გარემოში, სადაც მუდამ დამწვრის თუ სხვა უსიამოვნო სუნი ტრიალებს. ამიტომ, თუ სამზარეულოში ნახვრეტიანი ქვა გიკიდიათ, დაიცავით ჰიგიენა. დიდხანს არ დატოვოთ გაურეცხავი ჭურჭელი ნიჟარაში. ხშირად მოწმინდეთ იატაკი, ხოლო თუ რამე დაგეწვათ, სასწრაფოდ გახეხეთ ქვაბი და შენობაც გაანიავეთ. ქვის ამ თილიმას ძველად კბილის ტკივილისასაც იყენებდნენ: მიიდებდნენ ლოყაზე და სპეციალური შელოცვის შემდეგ, ტკივილიც ქრებოდა. როგორც აღვნიშნე, იღბლის მომტანი ნახვრეტიანი ქვა წყლის ნაპირას უნდა ეძებოთ და სურვილიც იქვე ჩაიფიქროთ. თილისმა შველის მას, ვინც ქვა იპოვა. მაგრამ, თუ სხვამ გაჩუქათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ წინასწარ გაწმენდთ. 10 წუთით ჩადეთ ქვა გამდინარე წყალში. შემდეგ, რბილი ნაჭრით კარგად გაამშრალეთ, გვერდით დაუნთეთ დიდი სანთელი და დაიცადეთ, სანამ ბოლომდე არ ჩაიწვება. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიფიქრეთ სურვილი და დაკიდეთ ის სამზარეულოში. მაგრამ, თუ სურვილი ფულს უკავშირდება, თილისმა საფულით ატარეთ, სიყვარულში „დამწვრებმა“ კი – საძინებელში შეინახეთ. უფრო თანამედროვეა ტრადიცია: როცა ქვას იპოვით, სურვილის ჩაფიქრებისას, ცას ქვის ნახვრეტიდან ახედეთ და კვლავ უკან დააბრუნეთ –  წყალში გადააგდეთ.
скачать dle 11.3