კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ არჩია ვახტანგ გორგასალმა სპარს პრინცესას ბიზანტიელი ცოლი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

 ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერის, ჯუანშერის მიხედვით, ჩვენმა ხელმწიფემ შუამავლობა იკისრა, დაარწმუნა სპარსთა შაჰი და დააზავა რომეები (ბიზანტიელები) და სპარსები. შესაძლოა, ქართველი ჯუანშერის ავტორობით ცნობილ თხზულებაში, ზოგი რამ, ლეგენდური იყოს და შეიძლება, რაღაცები გამოგონილიც, ან გამოგონილიდან გადმოწერილი, მაგრამ, მთავარი, რაც გამოსჭვივის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში,“ ეს არის მეფის მხრიდან ქრისტიანობისადმი ერთგულება, სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარული; ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი და ხშირ შემთხვევაში, სარისკო გეოპოლიტიკური სვლების წამოწყება. საბოლოო ჯამში კი, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროდასავლური არჩევანი და აღმოსავლური წესით ცხოვრებაზე, რაც მაშინ მაზდეანურ და დესპოტურ კულტურას ნიშნავდა, უარის თქმა.
სინდთა მეფის დამარცხების მერე, როგორც ამას გვამცნობს ჯუანშერის თხზულება, სპარსეთის შაჰის ჯარი, რომელსაც მოკავშირეობდნენ ბიზანტიისა და ქართლის სამეფოს სამხედრო ნაწილები, აბაშეთში შეიჭრნენ. აქ არ იგულისხმება ეთიოპია, არამედ, ალბათ, ქურთთა ერთ-ერთი პროვინცია. ქურთების არაბთაგან წარმომავლობის ვერსია ადრე არსებულ სხვა ვერსიათა შორის ძალიან გავრცელებული ყოფილა.
ეს ქვეყანა გარშემო შემოსაზღვრული იყო წყლითა და ლერწმიანით, სადაც ვერც ნავები დაცურავდნენ და ვერც რაიმე ცხოველი გააღწევდა. ეს ქვეყანა სპარსეთის საზღვართან ყოფილა. მართლაც, ქურთისტანის რომელიღაც პროვინციაზეა საუბარი. სპარსთა ჯარმა წყალს მიმართულება შეუცვალა და გადააგდო, ლერწმიანი გაშრა, მერე დაწვეს და ასე შევიდნენ პროვინციაში. სპარსთა მეფემ ადგილობრივი მოსახლეობა ორად გაყო. ნაწილი ადგილზე დატოვა, ხოლო ათასი სახლი კი, თან წაიყვანა და სხვადასხვა ადგილას დაასახლა. „ესე არიან ქურდნი, ნათესავნი იგი რომელ წარმოტყუენნა აბაშთაგან“.
ლაშქრობის მერვე წელი იყო უკვე. წამოვიდა ვახტანგ მეფე ანტიოქიამდე და მივიდა ქალაქ ურაჰში (ედესა, სირია). სპარსთა შაჰმა ჩვენს ხელმწიფეს ცოლად შესთავაზა თავისი ნათესავი, მაგრამ ვახტანგ მეფემ უპასუხა: „არ შეიძლება მეორე ცოლის მოყვანა ჩემგან, რადგან მყავს კეისრის ასული ცოლადო“. არ ესიამოვნა შაჰს ეს ამბავი, მაგრამ ვერაფერი გააწყო – ასეთი იყო გორგასლის სარწმუნოება. ამ ამბავში ავტორის მიერ გადმოცემულია ვახტანგ მეფის მიერ არჩევნის გაკეთება დასავლეთის სამყაროს, ქრისტიანობის სასარგებლოდ, რაც პოლიტიკურად შეიძლება წამგებიანი იყო, რადგან შაჰს გადაიმტერებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქვეყნის გეზის ცვლილება ჩვენს ხელმწიფეს მიუღებლად მიაჩნდა.
ვახტანგ გორგასალმა თავისი დედა და და, რომლებიც სპარსებთან საპატიო სტუმრად, იქნებ, საპატიო მძევლად იყვნენ, თან წამოიყვანა და ერთად მოადგნენ ბერძნებისა და სომხების საზღვარს.
თხზულების მიხედვით, ბერძენთა კეისარი შეპირებული იყო, ვახტანგისთვის ცოლად თავისი ასული მიეცა. თან კეისარს უნდა გამოეგზავნა პეტრე ბერი ქართლის კათალიკოსად და ამგვარად ეღიარებინა ქართლის ეკლესიის ავტოკეფალია. ასევე უნდა წარმოეგზავნა ეპისკოპოსად სამოელი, პეტრეს მეგობარი.
ზავის პირობებით, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები არსიანის ქედამდე, ესე იგი, ჭოროხის აუზი და ზღვამდე, ქართლის სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. ამ დროისთვის უკვე  დაქვრივებული ვახტანგ მეფე იმპერატორის ასულ ელენეზე დაინიშნა. მას შემდეგ, რაც მეფე კეისრის ასულზე იქორწინებდა, სადედოფლოს მზითვად, ბიზანტია, ოფიციალურად, აფხაზეთსაც დააბრუნებდა მდინარე კლისურამდე (კელასურამდე).
 გარდა ამისა, ბიზანტიის იმპერია და ეკლესიები აღიარებდნენ ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიას. ეს დიდი მიღწევა იყო. ქართულ ეკლესიას სათავეში ჩაუდგებოდა კათალიკოსი. იმ დროს წოდება – კათალიკოსი აღნიშნავდა ბიზანტიის იმპერიის გარეთ არსებული ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაურს. მანამდე ქართლის ეკლესიის მწყემსმთავრებს მთავარეპისკოპოსები ერქვათ და ისინი ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდნენ.
დაბრუნდა ვახტანგ მეფე ქართლში. მიეგებნენ ხელმწიფეს, დედა-დედოფალს და მეფის დას მეფის ძე, უფლისწული დაჩი, სპასალარები და ეპისკოპოსები. ქართლის მთავარეპისკოპოსს ძალიან ეწყინა სხვა ადამიანის მოყვანა ქართლის კათალიკოსად და ვახტანგ მეფეს მტრობა დაუწყო. შეუთვალა მეფეს – ქრისტე მიგიტოვებია და ცეცხლის თაყვანისმცემელი გამხდარხარო.
ვახტანგ მეფემ წერილით უპასუხა: „ქრისტესთვის არ მიღალატია, ხოლო კათალიკოსისა და ეპისკოპოსების მოსაყვანად კი ხალხი უკვე გავგზავნეო“.
შემდეგში მეფეს მთავარეპისკოპოსმა შეურაცხყოფა მიაყენა, სამუელმა ხელმწიფეს ფეხი ჰკრა და კბილი მოსტეხა, რის გამოც მეფემ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გააგზავნა და მას გაასამართლებინა. ქართლის ყოფილი მთავარეპისკოპოსი მღვიძარეთა მონასტერში გამოკეტეს.
ბიზანტიის იმპერატორმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა „წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას“ და მისწერეს ანტიოქიის პატრიარქს:
 „თავიდან, წმიდა ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების დროს, დადგინდა ქართლში ეპისკოპოსი. მაგრამ, მაშინ სპარსელებსა და ბერძნებს შორის დიდი ომები იყო და საქმე ვერ დასრულდა ჯეროვნად, როგორც არის განწესებული მოციქულთა კანონის შესაბამისად“. ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება, ჰქონდეს დამოუკიდებელი, ავტოკეფალიური ეკლესია; თუ მის ტერიტორიაზე ნაქადაგები აქვს მოციქულს (ამ პრინციპის მიხედვით შეიძლება, გადაწყდეს დღეს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაც).
ამგვარად, ბიზანტისის იმპერატორმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარეს ქართლის მწყემსმთავრის ტახტი მოციქულთა დაარსებულად და ავტოკეფალიურად. შესაბამისად, ანტიოქიის პატრიარქმა მარტირიუსმაც აღიარა და აკურთხა პეტრე კათალიკოსად, მასთან ერთად თორმეტი ეპისკოპოსიც და გაამგზავრა კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლიდან კეისარმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ისინი, დიდძალი საჩუქრებით დატვირთულნი, გამოაგზავნეს საქართველოში. მათ თან წამოჰყვათ იმპერატორის ასული დიდი მზითევითა და ამალით.
მოაცილეს სადედოფლო დიდი ამალით სომხეთის საზღვამდე. წინ მიეგება ვახტანგ მეფე. ბერძნები უკან გაბრუნდნენ. მეფემ საცოლე მცხეთაში მოიყვანა.
მცხეთაში ჩვენმა ხელმწიფემ ააშენა თორმეტი მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის ტაძარი. პეტრე იქ დასვეს კათალიკოსად. სამოელი კი – მცხეთის ეპისკოპოსად განაწესეს.
დანარჩენი ეპისკოპოსები კი, ერთი კლარჯეთში, ახიზის ეკლესიაში დასვეს, ერთი – არტაანში, ერუშეთში, ერთი – ჯავახეთში, წუნდას, ერთი – მანგლისში, ერთი – ბოლნისში, ერთი – რუსთავში, ერთი – ნინოწმიდაში, „უკარმის კარსა“, რომელიც ვახტანგ პირველმა ააშენა. ერთი – ჭერემს, ასევე მეფის მიერ აშენებულში. ერთი – ჩელეთში, ერთი ხორნაბუჯში და ერთი – აგარაკში, „რომელ არს ხუნანს გამართებით“.
შემდგ მეფემ ეკლესია ნიქოზში ააშენა, დასვა ეპისკოპოსი იმ ადგილას, სადაც ადრე ცეცხლის საგზებელი იყო და სადაც დაფლული იყო ცხედარი წმიდა რაჟდენ პირველმოწამისა, რომელიც ეწამა ვახტანგ მეფის მიერ სპარსელებთან გამართული ბრძოლების დროს.
რაჟდენი იყო მამამძუძე ვახტანგ მეფის პირველი ცოლისა, სპარსთა შაჰის ასულისა. საქართველოში რაჟდენი გაეცნო ქრისტიანობას და აღიარა ქრისტე, მოინათლა და იყო, თურმე, დიდად მორწმუნე. იგი ძლიერი მეომარი ყოფილა, მაგრამ სპარსელებთან ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა მტერს. სპარსელები აიულებდნენ, დაეგმო ქრისტე და ცეცხლთაყვანისმცემლობას დაბრუნებოდა. ეს მათთვის პრინციპული საკითხი იყო. წმიდა რაჟდენის გაქრისტიანებამ დიდი დარტყმა მიაყენა მაზდეანობის გავრცელების საქმეს, რასაც ძალიან ცდილობდა სპარსეთი. მაგრამ, წმიდა რაჟდენმა ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის თავის შეწირვა არჩია. რის გამოც იგი აწამეს და მოკლეს.
ვახტანგ გორგასალს, ჯუანშერის თხზულების მიხედვით, მეორე ცოლისგან, ბერძენი ქალისგან შეეძინა სამი ძე და ორი ასული. ხოლო მის პირველ ვაჟს, დაჩის, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, მისცა ჭერემი, ნეკრესი, ქალაქი კამბეჩოვანი და ტერიტორიები მტკვრის აღმოსავლეთით. თვითონ მეფე ვახტანგს ძალიან უყვარდა უჯარმა, ააშენა ის და დიდად განამშვენა. თავისი და „ხუარანძე მისცა ბაკურს ცოლად, პატიახშსა სომხითისასა“.
скачать dle 11.3