კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 საკვები – ხასიათის განმსაზღვრელი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გინდათ, გაიგოთ თქვენი ხასიათის თავისებურებები, მაშინ დაფიქრდით და გულახდილად უპასუხეთ  შეკითხვებს, რომელი გირჩევნიათ:
კიტრი თუ პომიდორი?
საზამთრო თუ ნესვი?
ანუ, განვიხილოთ რამდენიმე კომბინაცია

* თუ უპირატესობას ნესვსა და პომიდორს ანიჭებთ, გაწონასწორებული, ტაქტიანი, მშვიდი და მიზანდასახული ადამიანი ხართ. გამოირჩევით კარგი გემოვნებით და გიყვართ თანამედროვედ, მოდურად ჩაცმა.
პროდუქტების ამ კომბინაციის მოყვარული მამაკაცები, როგორც წესი, თბილები და ალერსიანები არიან.  ბევრი მათ უნებისყოფოებად მიიჩნევს. თუმცა ამ ტიპის მამაკაცები შემოქმედებითი ნატურები არიან  და ხშირად ეგოცენტრულობითაც გამოირჩევიან.
ნესვისა და პომიდვრის მოყვარული ქალები მოსიყვარულე და კარგი ცოლები არიან, ასევე, ერთგული და ვნებიანი საყვარლები.
* კიტრი და საზამთრო – ეს ყველაზე შემოქმედებითი ადამიანის არჩევანია. მამაკაცებზე, რომლებიც კიტრსა და საზამთროს ანიჭებენ უპირატესობას, ამბობენ, რომ მხოლოდ გარეგნულად არიან მშვიდები და მათ ფეთქებად ხასიათს ერთი შეხედვით ვერ ამოიცნობთ.
სამაგიეროდ, ამ ტიპის ქალები ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯზე არიან წამსვლელები,  ხშირად ემოციებს ვერ აკონტროლებენ. გაცხარებულ გულზე, შესაძლოა, მათ მთელი ჭურჭელიც კი დალეწონ. ასეთი ქალები დიდხანს ინახავენ წყენას გულში, შემდეგ კი, ერთ დღეს ამოანთხევენ ხოლმე... რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად იმათზე, ვინც  გვერდით ჰყავთ.
* პომიდორი და საზამთრო – ამ კომბინაციის მოყვარული ადამიანები კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. მათზე ხშირად ამბობენ, რომ კარგად იციან ცხოვრების ფასი. გამორჩეულად აქტიურები და მხიარულები არიან. მამაკაცებს, კი რომლებიც საზამთრო-პომიდორს ანიჭებენ უპირატესობას, სიზარმაცე სძლევთ, უყვართ გემრიელად ჭამა, ავტომობილები და კარგი სექსი.
ხოლო საზამთრო-პომიდვრის მოყვარულ ქალებს უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და დიასახლისობა. ამ ტიპის ადამიანები გულწრფელები არიან,  ვერ იტანენ ტყუილსა და ღალატს. ინტრიგების ხლართვა ხომ მათგან ძალიან შორსაა.
* კიტრი და ნესვი – ამ პროდუქტებს უპირატესობას უფრო მამაკაცები ანიჭებენ და ისინი განსაკუთრებული სერიოზულობითა და მამაკაცურობით გამოირჩევიან. მარტივად აღწევენ მიზნებს, საიმედონი არიან და პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეულები.
კიტრისა და ნესვის მოყვარულ ქალებს არ უყვართ რეცხვა, საჭმლის კეთება და სახლის ლაგება. სამაგიეროდ, ერთგული მეგობრები და კარგი მრჩევლები არიან.
 скачать dle 11.3