კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 კომბოსტოს ეფექტური 10-დღიანი დიეტა და მინუს 8 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ბოჭკოებს. კომბოსტოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა, თუ შიმშილმა შემოგიტიათ, შეუზღუდავად შეიძლება მიირთვათ კომბოსტოს ფურცლები. ასევე შეუზღუდავად შეიძლება დალიოთ მწვანე ჩაი ან გაზგასული, მინერალური წყალი,  დღეში მინიმუმ 1,2 ლიტრი. დილიდან მენიუში შეიტანეთ ყავა – რაც თითქმის ყველა სწრაფი დიეტის მოთხოვნაა, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ყავა აჩქარებს გაცვლით პროცესებს, რაც იმავდროულად, ზედმეტი წონის დამატებით დახარჯვას გულისხმობს. 10 დღის განმავლობაში საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის გამოყენება. აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლი. არავითარი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი. დიეტის დროს, წონის კლებასთან ერთად, ორგანიზმიდან გამოიდევნება დაგროვილი შლაკები და ტოქსინები.
საუზმე –  უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა.
სადილი – უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა ზეითუნის ზეთით, 200 გრამი  მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი ან ნაკლებცხიმიანი თევზი.
ვახშამი – უმი კომბოსტოს სალათა, ერთი ცალი კვერცხი, ერთი ვაშლი.
დაძინებამდე, ორი საათით ადრე –  ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.скачать dle 11.3