კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 მკვდრეთით აღმდგარი მოწმე

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ტეიკს ჰილი

​მოწმის სკამზე სუსტი აღნაგობის მამაკაცი იჯდა. ის იყო რეინორის – საოლქო პროკურორის მდივანი და ერთ-ერთი იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც პროკურორის  მკვლელობის საღამოს  მის სახლში იყვნენ. მთელი პროცესის განმავლობაში  ბრალდების ადვოკატი პროტესტებს აცხადებდა, ხოლო მოსამართლე მხარს უჭერდა.  ამ ყველაფერს კი  ერქვა მართლმსაჯულება.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სწორედ ფრენკ ჰაუზერმა მოკლა ჩემი უფროსი, საოლქო პროკურორი რეინორი. ფრენკ ჰაუზერის ცხოვრება სავსე იყო კრიმინალური დეტალებით.  მის მფლობელობაში იყო ბორდელები, ღამის კლუბები, სათამაშო ავტომატები, ლატარიის მომწყობი კომპანიები. ძალიან მოქნილი და ცივი ადამიანი იყო, ამასთან, ძალიან საშიში.
ჰაუზერს  დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკოსებზე. საკმარისი იყო, რამე მოესურვებინა და მის დაკრულზე, მინიმუმ ორი პოლიტიკოსი მაინც იწყებდა ცეკვას. ორი თვის წინ საოლქო პროკურატურაში, უფროსად დენ რეინორი დანიშნეს. ის კი, განსაკუთრებული საქმეების გამომძიებელთან, ტომ ჰეგენთან წყვილში, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ფრენკ ჰაუზერის დანაშაულებრივ ბიზნესს.
ჰეგენი ნამდვილი პოლიციელი იყო თმის ღერიდან ფეხის ტერფამდე. დაუღალავად აგროვებდა მტკიცებულებებს ჰაუზერის წინააღმდეგ და იმდენი მოაგროვა, რომ მასალებზე დაყრდნობით, „დიდი ბოსი“, და მასთან ერთად, ხუთი-ექვსი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, შეეძლო, სახრჩობელაზე გაეგზავნა. ამიტომ, რეინორი უნდა მომკვდარიყო, ხოლო მტკიცებულებები სეიფიდან აორთქლებულიყო. და ჰეგენი... თუმცა, სად არის ჰეგენი, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს ჰაუზერის კავშირი დანაშაულებრივ სამყაროსთან? სად არის ის – მდინარის ფსკერზე? გაქცეულია? ან იქნებ მოისყიდეს? მკვლელობის საქმე უმაღლეს დონეზე იყო „შეკერილი“ და ჰაუზერი ამ საქმეშიც მშრალი ამოვიდოდა წყლიდან.
ნაფიცი მსაჯულები რომ მოსყიდულები იყვნენ, ამას მოსმენის მეორე დღეს მივხვდი. ჰეგენის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.
მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იმ საღამოს, როდესაც რეინორი მოკლეს, ჰეგენი მის სახლში იყო. ის სხვა ოთახში მუშაობდა და როდესაც სროლის ხმა გაიგო, შეამჩნია რომ, სახლს მანქანა შორდებოდა და ქუჩაში გაიქცა. ეს იყო ჰაუზერის მანქანა, ჰეგენმა ის იცნო.
იარაღი, რომლითაც რეინორი მოკლეს, მის კაბინეტში ფანჯრიდან შეაგდეს. მათ   მოწმის მოსყიდვა  შეძლეს. ყველაფერი ისე უნდოდა წარმოედგინათ, თითქოს მთავარმა პროკურორმა თავი მოიკლა.  ჰაუზერი მზაკვრულად იღიმოდა. მასთან მისვლა რომ შემძლებოდა, აუცილებლად დავახრჩობდი.
უცებ  დარბაზის უკანა რიგებში ჩოჩქოლი ატყდა.
იქით გავიხედე. ცენტრალურ გასასვლელში მაღალი კაცი მოაბიჯებდა – ტომ ჰეგენი.
ის საერთოდ არავის უყურებდა. მივიდა მოწმის სავარძელთან და ნელა დაჯდა. გამოფიტულივით  გამოიყურებოდა.  მის შუბლზე და მთელს სახეზე  ოფლის წვეთები შევნიშნე.
დაცვის ადვოკატმა ხმამაღლა ამოისუნთქა. ჰაუზერს კინაღამ თვალები გადმოსცვივდა. ორივენი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ჰეგენი აფრიკაში ეგულებოდათ,  ის კი მოულოდნელად  გამოცხადდა.
მოწმეს რამდენიმე მოსამზადებელი კითხვა დავუსვი. ის გაურკვევლად და მოკლედ პასუხობდა. ხელში სამხედრო პისტოლეტი ავიღე და მოწმეს გავუწოდე.
– აი პირველი ნივთმტკიცება, – ვთქვი მე, – თქვენ იცანით ეს პისტოლეტი?
ჰეგენი ნელა ატრიალებდა პისტოლეტს ხელში. დარბაზში ისეთი სიჩუმე იყო, რომ კედელის საათის ხმა ისმოდა. ჰეგენმა გადასწია ჩამკეტი და  ცარიელ სავაზნეში ჩაიხედა.
– დიახ. ამ პისტოლეტით იყო მოკლული მისტერ რეინორი.
– თქვენ სად იყავით, როდესაც სროლის ხმა გაისმა?
– სწორედ იმ მომენტში, შევაღე მისტერ რეინორის კაბინეტის კარი.
 იტყუებოდა. რადგან სროლის მომენტში, ის საკმაოდ შორს იმყოფებოდა კაბინეტიდან. ადვოკატ ლობაკის პროტესტის მოლოდინში, კრუნჩხვიანივით ჩავისუნთქე ჰაერი,  მაგრამ ის დუმდა. უცბად  შემეშინდა,  იქნებ ჰეგენიც მოისყიდეს? ფულს დიდი ძალა აქვს. ახლა რომ განაცხადოს,  დავინახე, როგორ მოიკლა თავი რეინორმაო?!
- და... რა დაინახეთ იქ?
დაძაბული ლობაკი  და ჰაუზერი ლამის სკამიდან წამოდგნენ. მოსამართლე მარტინი ადგილზე გაიყინა. ჰეგენი ჰაუზერს მიაშტერდა.
– მე ჰაუზერი დავინახე. ის ფანჯრის მიღმა იდგა და იარაღს რეინორს უმიზნებდა. აი ასე...
ჰეგენმა პისტოლეტი ზევით ასწია და მიზანში ბრალდებული ამოიღო. ჰაუზერს ყბა ჩამოუვარდა და ადგილზე გაქვავდა. პირველად ჩემს ცხოვერებაში ვნახე მეტყველების უნარდაკარგული ლობაკი. ჰეგენის მიერ მოწყობილ ასეთ წარმოდგენას, არავინ ელოდა. ხმა  მკვეთრად, ზარივით გაისმა დარბაზში.
– ჰაუზერმა ჩახმახს გამოჰკრა...  დავინახე ჰაუზერის საფეთქელთან, წარბის ცოტა ზემოთ, ნახვრეტი, რომლიდანაც სისხლი გამოდიოდა, – წამით მის სახეზე უნდობლობა აისახა, ხოლო შემდეგ, თავისი ადვოკატის მაგიდაზე უსულოდ დაეცა.
გაისმა ქალის განწირული კივილი. მაყურებლები სკამების ქვეშ შეძვრნენ. შეშინებული ნაფიცი მსაჯულები მათთვის განკუთვნილი ლოჟის უკანა მხარეს შეიყუჟნენ. მოსამართლე ზევით აწეული, დასარტყმელად გამზადებული ჩაქუჩით თითქოს გაშეშდა. ჰეგენს პისტოლეტი გაუვარდა,  ჩემი ძვირფასი მოწმის ყვითელი, თითქოს  სანთლისგან გამოძერწილი  სახე  გამარჯვებულის ღიმილმა გაანათა.  მან შეძლო პისტოლეტში ერთი ვაზნის შეუმჩნევლად ჩადება.  ხელი იდაყვში წავავლე და ძლიერ მოვქაჩე.
– მას არ უნდოდა, რომ ჩვენება მიმეცა, – ყრუდ ჩაილუღლუღა მან.
– მაგრამ შენ მკვლელობა ჩაიდინე! — დავიყვირე მე, — და შენ არ დაგინახავს, როგორ ესროლა ჰაუზერმა პროკურორს.
– არა, – ისევ ჩაილუღლუღა ჰეგენმა და ხველა აუტყდა, –  არ დამინახავს. სამაგიეროდ, დღეს დილით ვნახე, როგორ კლავდა სხვა ადამიანს.
– ვის?
– მე... – ხრინწიანი ხმით ჩაიჩურჩულა ჰეგენმა.
ის ოდნავ შემობრუნდა  გვერდით გადაიხარა, მოწმის სავარძლიდან გადავარდა და იატაკზე გულაღმა დაეცა.  პიჯაკი გაეხსნა და თეთრ პერანგზე, მეწამულის ფერის, უფორმო ლაქები დავინახე.

скачать dle 11.3