კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 3 დეკემბერს. მინდა, უცხოეთში გამგზავრება და იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია და ასევე, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?
პასუხი:
თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან. უცხოეთიდან კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 10 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა და იქ სწავლა, მუშაობა. რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?
პასუხი:
უცხოეთი მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის. თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ღირს. ქვეყნებიდან კარგია, ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 9 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი და რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი:
თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1994 წლის 21 იანვარს. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?
პასუხი:
მისთვის მისაღებია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია; ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 29 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ, წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი:
მისთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები – კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი; სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაცია, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა.
скачать dle 11.3